რალის მსოფლიო ჩემპიონატის ოთხგზის ჩემპიონმა – Juha Kankkunen–მა კაბრიოლეტ – Bentley Continental Supersports–ით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, განავითარა რა ყინულზე – 330.695 კმ/სთ–ი. სარეკორდო სვლა მიმდინარეობდა ფინეთიდან 4 კმ–ის დაშორებით, ბალტიის ზღვის გაყინულ ზედაპირზე.
რაც შეეხება წინა რეკორდულ მაჩვენებელს, ისიც – Juha Kankkunen–ს ეკუთვნის. 2007 წელს მან – Bentley Continental GT–ს მეშვეობით 321,65 კმ/სთ–ი განავითარა. მაშინ – Juha Kankkunen–მა ხანგრძლივი პაუზის შემდგომ შეძლო წინამორბედის რეკორდის მოხსნა. ეს გახლდათ 1995 წელს ჟილდო პალანკა–პასტორას მიერ დამყარებული რეკორდი, ვინაც – Bugatti EB110 SS–ის მეშვეობით 296, 34 კმ/სთ–ი განავითარა და მის მიერ დამყარებული რეკოპრდი 12 წელი უცვლელ პოზიციაზე იყო.