სინდი კროუპფორდი, რომელსაც ამ კვირაში 45 წელი უსრულდება, ძველებურად იდეალურ ფორმაშია. ლამაზმანმა მონაწილეობა ”FutureClaw magazine”-ის ფოტოსესიაში მიიღო. სინდი წლების განმავლობაში არ შეცვლილა.
იდეალური ტანის წყალობით, სინდის ყველაფერი უხდება. სოლიდური ასაკის გამო, მას მოდელის კარიერის დასასრულს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ სინდი მაინც რჩება ყველაზე მოთხოვნად მოდელად. თავად კროუპფორდი ამტკიცებს, რომ არასდროს გაუკეთებია პლასტიკური ოპერაცია და ბოტოქსსაც შეეშვა.
”ბოტოქსი მოვსინჯე, მაგრამ შედეგმა შემაშინა. პლასტიკური ქირურგია საშინელი რამაა. ცუდად არ გამოვიყურები, იმიტომ, რომ ძალიან დიდი შინაგანი ენერგია მაქვს”, - განაცხადა სინდიმ.
იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს, ის პირად მწვრთნელთანაც ვარჯიშობს და დიეტას იცავს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მას არაჩვეულებრივი სხეული აქვს.
|