ოთხშაბათი, 24.04.2024, 05:22
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2011 » ივლისი » 17 » ანი ლებანიძე: ”ჩემი ცხოვრება რუსკა მაყაშვილმა შეცვალა”
      21:15
      ანი ლებანიძე: ”ჩემი ცხოვრება რუსკა მაყაშვილმა შეცვალა”
      სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" ცოტა ხნის წინ ახალი პერსონაჟი გამოჩნდა. ირინკას როლის შემსრულებელი ანი ლებანიძე ჯერ მხოლოდ 14 წლისაა და არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ აქვს. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის წარმატებით მოერგო როლი და ხალხის სიყვარული რამდენიმე სერიაში დაემსახურებინა. როგორ მოხვდა ანი სერიალში, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება, რა სურვილები, მიზნები და გატაცებები აქვს ამ ეტაპზე, რაზე ოცნებობს, ვის დაუმეგობრდა ყველაზე მეტად და ძირითადად რა რჩევებსა და შენიშვნებს იღებს გადასაღებ მოედანზე, ამაზე ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ:

      – ანი, როგორი იყო შენი ცხოვრება მანამ, სანამ სერიალში გადაგიღებდნენ?

      – ჩვეულებრივი მოსწავლის ცხოვრებით ვცხოვრობდი, მარტო სკოლაზე ვიყავი გადართული. კლასელებთან დავდიოდი, ვცეკვავდი და ვცურავდი.

      – რამდენი ხანია, ცეკვავ?

      – სამი წელი ვცეკვავდი, ახლა თავი დავანებე. აღარ მაქვს იმდენი დრო, რომ კიდევ ვიარო.

      – რამდენადაც ვიცით, სანამ სერიალში გადაგიღებდნენ, ერთ–ერთ მსახიობს, რუსკა მაყაშვილს უკვე იცნობდით.

      – კი, რუსკა ფეისბუქის საშუალებით გავიცანი. როგორც თვითონ ამბობს, როცა ჩემი სურათები ნახა, ჩვენი მსგავსება შეამჩნია და მითხრა, კასტინგი გვაქვს და მოდიო. კასტინგზე მე და მამა მივედით. ძალიან ვნერვიულობდი, იმის მიუხედავად, რომ ბევრი ადამიანი არ იყო მოსული და ბევრი კონკურენტი არ მყავდა. შემდეგ მომცეს ტექსტი, რომელიც ვისწავლე და შევასრულე. პირველი ცდა ძალიან გამიჭირდა, რადგან სულ სხვანაირი შესრულება უნდოდათ და მე სულ სხვანაირად გავაკეთე, მაგრამ მერე რეჟისორმა შენიშვნა და მითითებები მომცა და ამის მერე უკვე მოვეწონე. თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ მერე ყველაფერი კარგად დამთავრდა.

      – მხოლოდ შესრულება იყო მთავარი, თუ რუსკას გმირთან სხვა მსგავსებაც უნდა გქონოდა?

      – ვიზუალური მსგავსების გამოც. იმდენად ვნერვიულობდი, არც დავკვირვებივარ კასტინგზე მოსულ სხვა ბავშვებს, ჰგავდნენ რამით რუსკას თუ არა, მაგრამ როგორც მამაჩემი ამბობს, ნამდვილად არ ჰგავდნენო.

      – რამდენად გჯეროდა, რომ როლზე დაგამტკიცებდნენ?

      – არ მჯეროდა, რადგან თეატრალურ წრეზეც კი არ მივლია და არც მეგონა, რომ შესრულების ნიჭი მქონდა, უბრალოდ, ამ მხრივ ჩემს გარეგნობას ჰქონდა პლუსი. მთავარია, რომ ვცადე, თორემ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ აუცილებლად ამიყვანდნენ.

      – ვიზუალური მსგავსება იყო, მაგრამ გმირის ხასიათი ანჩოდან გამომდინარე შექმენი?

      – ბევრი მეუბნება, რომ ზუსტად ანჩოს მსგავსად ვაკეთებ ტუჩის მოძრაობას, მის მსგავსად ვიხრები ხოლმე. ასეთი ნიუანსები განგებ არ შემიქმნია. არც რუსკას ჩანაწერისთვის მიყურებია ამ მიზნით.

      – როგორ შეხვდნენ შენს წარმატებას ოჯახში?

      – კარგად. პასუხი კასტინგის შემდეგ სამ–ოთხ დღეში გავიგე და ეს დღეები საუკუნედ მეჩვენებოდა. ოჯახშიც ძალიან ნერვიულობდნენ, ჩემგან განსხვავებით. დედაჩემს ჩემზე მეტად სჯეროდა, რომ ამიყვანდნენ. თან აქამდე არ უნდოდათ, რომ თეატრალურზე ჩამებარებინა და მსახიობი გავმხდარიყავი. ახლა კი, როცა დარწმუნდნენ, რომ ნიჭი მაქვს, ისეთ წინააღმდეგობას აღარ მიწევენ და ამბობენ, ჯანდაბას, ჩააბარეო.

      – ჯგუფში ბევრი გამოცდილი მსახიობია, გაგიჭირდა მათთან ურთიერთობა?

      – თავიდან იმის შიში მქონდა, რომ ვერ შევეწყობოდი. მეგონა, რომ ისეთი ურთიერთობა მექნებოდა მათთან, როგორც პატარა ბავშვს უფროსებთან, მაგრამ მეც ისე მექცეოდნენ, როგორც გამოცდილ მსახიობს, რჩევებსაც მაძლევდნენ. რუსკა, თამუნა და მამუკა მუმლაძე განსაკუთრებით მეხმარებიან. პირველ რიგში, მეტყველება მაქვს გამოსასწორებელი და ამაზე ვმუშაობ. თან, როცა როლში შევდივარ, ჩემ თავს არ ვუკვირდები და ამ დროს შეიძლება ზედმეტი მოძრაობა გავაკეთო, ძალიან დავიჯღანო ან ცუდად გამოვხატო რამე ემოცია, ასეთ დროს ეს ხალხი გვერდით მიდგას და რჩევებს არ იშურებენ.

      – შენი გმირი თვისებებითაც გგავს?

      – რაღაც–რაღაცებით მგავს, მაგრამ მე ინტრიგანი არ ვარ. არ ვთამაშობ არც ერთ მიმიკას, რეალურადაც იგივენაირად გამოვხატავ ემოციებს. ამის გამო, როლის მორგება რთული არ იყო ჩემთვის. ცოტა გამიჭირდა კამერებთან ურთიერთობა. კამერაში არ უნდა შეიხედო, ერთ კადრს სხვადასხვა რაკურსით რომ იღებენ, სულ მავიწყდება რასაც ვაკეთებ და მიწევს ყველაფრის თავიდან ნახვა. როცა მივედი, ძალიან რთულად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ უკვე ამასაც შევეჩვიე.

      – გადაღების პროცესი რამდენად სახალისოდ გეჩვენება?

      – თავიდან ისე ვნერვიულობდი, ნამდვილად არ იყო სახალისო, მაგრამ მერე გარემოს რომ შევეჩვიე, ასე აღარ ვფიქრობ. ძალიან კარგი და მხიარული გუნდია. ერთმანეთს ეხუმრებიან, ანეკდოტებსაც ყვებიან ხოლმე, ყველანაირი დაძაბულობა მეხსნება. იქ მე ერთ დიდ და მხიარულ ოჯახში ვარ, რომელშიც ერთმანეთს ყველა ეხმარება და ყველა ერთმანეთის რჩევას ითვალისწინებს. ძალიან მეგობრულები არიან, მეც აბსოლუტურად ყველასთან, რეჟისორის ასისტენტთანაც კი ვმეგობრობ.

      – ეკრანზე უყურებ ხოლმე შენს თამაშს?

      – უკვე 7–8 სერია გავიდა და არც ერთში არ მომწონს ჩემი თავი და რეჟისორები როცა ნახულობენ, გულიანად იცინიან და მოსწონთ, მაგრამ მე ხან გარეგნობა არ მომწონს, ხან მიმიკები, ხან საუბარი და, შესაბამისად, ჯერ არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი.

      – პიროვნულად შეგცვალა ახალმა საქმიანობამ?

      – მე არ შევცვლილვარ, უბრალოდ, სხვა თვალით დავინახე ჩემი თავი. ადრე უნიჭო და რაღაცნაირი მეგონა ანი, ახლა უფრო სხვანაირი. მომწონს, ჟურნალისტებიც რომ მირეკავენ და მხვდებიან. ისე უცებ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ჯერ ვერც აღვიქვი ყველაფერი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სერიალი რომ არ ყოფილიყო, ყველა დღე ერთმანეთის მსგავსი იქნებოდა – ჩვეულებრივი. რუსკამ შეცვალა ჩემი ცხოვრება, ის რომ არ ყოფილიყო, აქ არ ვიქნებოდი.

      – ცეკვისა და ცურვის გარდა, რამე გატაცება გაქვს?

      – ვმღერი, მაგრამ სახლში. ვკერავ, ვქსოვ, არც ისე კარგად ვხატავ, ვწერ.

      – რამდენადაც ვიცით, პიესებს წერ. რატომ გადაწყვიტე პიესად დაგეწერა ნააზრევი და არა ლექსად, ან ნოველად?

      – ლექსებსაც ვწერ. თავიდან მის რითმას ვაქცევდი ყურადღებას, ახლა აზრსაც. პიესა პირველად ბებოს აგარაკზე რომ ვიყავი, მაშინ დავწერე, აგვისტოს ომზეა. რატომ დავწერე ამ ფორმით, არ ვიცი. ბევრს ვაჩვენე ეს პიესა, დედამ რომ წაიკითხა, ძალიან ბევრი იტირა. სხვები აღნიშნავენ, რომ არ ჰგავს 14 წლის ბავშვის ნაწერს და რომ ეს არის ერთი ადამიანის ნაწერი, რომელიც სხვა თვალით უყურებს და აღიქვამს. მინდოდა მისი დადგმაც, მაგრამ ამას პროფესიონალი მსახიობები სჭირდება, სკოლის პირობებში ვერ მოხერხდება.













      კატეგორია: ქართველები | ნანახია: 2994 | დაამატა: Sally | რეიტინგი: 5.0/2
      სულ კომენტარები: 2
       
      2 -Name: Lizii Lazareshvilii 
      date: (28.04.2013 19:46)
       




      0  



      Answer


      Aniiii Dzaan Sakvarelii Xarr <3
      answer:

       
       
       
       
       
      1 -Name: mariam 
      date: (22.11.2011 21:42)
       




      0  



      Answer


      [i] loveeeeeeeeeee aniiiiiiiiiiiiiiiiiiiiii :getImage-32-: :getImage-32-: :getImage-32-: :getImage-32-: :getImage-32-: :getImage-32-: :getImage-32-: :getImage-32-: :getImage-32-: :getImage-32-: :getImage-32-: :getImage-32-: :getImage-32-: :getImage-34-: :getImage-34-: :getImage-34-: :getImage-34-: :getImage-34-: :getImage-34-: :getImage-34-: :getImage-34-: :getImage-5-: :getImage-5-: :getImage-5-: :getImage-5-: :getImage-5-: :getImage-5-: :getImage-5-: ani sheeni pani var miyvarxar sigijemdeeee
      answer:

       
       
       
       
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41558
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12121
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10950
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7533
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7346
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7101
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6863
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6758
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6718
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან