ანჯელინა ჯოლის პრობლემები შეექმნა თავისი პროექტის განხორციელებაში, რომელიც სერბის და ბოსნიელი გოგონას სიყვარულზეა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით სერბი ჯერ აუპატიურებს გოგონას და შემდეგ უყვარდება იგი. როდესაც ბოსნიელმა ქალებმა ამ სიუჟეტის შესახებ შეიტყვეს, ისინი ფილმის გადაღების წინააღმდეგ გამოვიდნენ, რადგანაც სამოქალაქო ომის პერიოდში ბევრი მათგანი ძალადობის მსხვერპლი გახდა. სიუჟეტი დაიწუნა თვითონ ბოსნიის მთავრობამაც. არამგონია ანჯელინა ჯოლიმ მოახერხოს მათი გადარწმუნება, მას ალბათ სიუჟეტის შეცვლა მოუწევს.
|