WWDC–2010-ის კონფერენციაზე – Apple–ის ხელმძღვანელმა – Steve Jobs–მა (შეგახსენებთ, რომ Apple–ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი – სთივ ჯობსი მსოფლიოს ყველაზე ეფექტურსა და კორპორატიულ 50 ხელმძღვანელთა სიაში გახლავთ, INSEAD (Institut Européen d’Administration des Affaires)–ის ექსპერტთა მონაცემებით.), წარმოადგინა მობილური – iPhone 4, რომლის შესახებაც დიდი ხანია მოარული ხმები დადის. როგორც მანვე გვაუწყა, ესაა ყველაზე საუკეთესო, ყველაზე მოხერხებული და ყველაზე სწრაფი, გაცილებით თხელი ფორმის, მეოთხე თაობის აიფოუნის კონცეპტუალური მოდელი, რომელიც უმაღლესი ხარისხის ეკრანით (960 x 640 პიქსელით), 5 მეგაპიქსელიანი კამერით, LED flash–ით HD ვიდეო–ჩანაწერის შესაძლებლობით და სხვა სიახლეეებითაა აღჭურვილი, რომლის საბაზრო ქსელში ხილვასაც ამ თვის (ივნისის) ბოლოსთვის გვპირდებიან.