სამშაბათი, 23.04.2024, 22:02
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2011 » მარტი » 5 » Billionare Celebrities
      20:22
      Billionare Celebrities
      ზაფხულის დადგომისთანავე მსახიობი კეიტ ჰადსონი ჩემოდნებს ალაგებს და თავის ნიუიორკულ ბინაში გადადის. მალიბუში, სადაც ის მუდმივად ცხოვრობს, ზაფხულში საშინელი სიცხეა - კონდიციონერებიც კი ვერ შველის. ამიტომ კეიტი ჩრდილოეთში მიემგზავრება, ხოლო სახლი რომ არ მოცდეს, აქირავებს. 

      ეს საბოლოოდ არც ისე ცუდი შემოსავალი გამოდგა კინოდან შემოსულ თანხებთან ერთად: ერთი თვის საზღაურად ჰადსონი დაახლოებით 90 ათას დოლარს ითხოვს. თუ ზაფხულის სამ თვეზე გავამრავლებთ, თითქმის სამასი ათასი დოლარი გამოდის.

      გმადლობთ, დედა
      კეიტ ჰადსონის ბიზნესი იმის ერთ-ერთი მაგალითია, როგორ შო ულობენ ვარსკვლავები ფუ ლს "გვერდზე", არა თავიანთი ძირითადი საქმიანობით. თითქოს, რატომ? ფული ხომ ისედაც ბლომად აქვთ. მაგრამ, ჯერ ერთი, მათ ხარჯიც ბევრი აქვთ, თანაც, ფული არასდროს არის ზედმეტი. 

      "გვერდითა" შემოსავლის ყველაზე მარტივი საშუალება საკუთარი პოპულარობით ვა ჭრობა, სარეკლამო კონტრაქტი ან ნამდვილ ბიზნესში ხმაურიანი სახელით "ჩართვა" და კლიენტების მოზიდვაა. თუმცა ამას თავისი რისკიც ახლავს, შეიძლება ახალდაწყებული ბიზნესი ჩაფლავდეს და ვარსკვლავის რეპუტაციაც თან გაიყოლოს, რაც, რასაკვირველია, მომგებიანი არ არის, მაგრამ თანხების დაკარგვას მაინც არ უკავშირდება. 

      თუმცა არსებობს სასიამოვნო გამონაკლისებიც, ზოგიერთს უმართლებს და "იმიჯის" გაყიდვით უამრავ ფულს შოულობს. მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. ასეთ იღბლიანებს შორის არის იგივე კეიტ ჰადსონი, რომელიც თავის 10 მლნ დოლარად ღირებულ, დედისგან უფასოდ მიღებულ სახლს აქირავებს. დედამისმა ხომ - მსახიობმა გოლდი ჰოუნმა - ეს სახლი ქორწილში აჩუქა.

      ბონოს კრახი
      ვარსკვლავების უმეტესი ნაწილი, რომელთაც დამატებითი ფულის შოვნა სურთ, არსებულს დებენ - იმ იმედით, რომ საქმე გამოვა. ზოგიერთებს არ უმართლებთ და საქმე კი არ გამოსდით, პირიქით, უფლავდებათ. აი, მაგალითად პოლ დევიდ ჰიუსონს, იმავე ბონოს. მისტერ ჰიუსონმა თავის დროზე უზარმაზარი ფული - 460 მლნ დოლარი - ჩადო კომპანია Palm-ის განვითარებაში. ეს სამი წლის წინ იყო და მაშინ ბიზნესი - სმარტფონების გამოშვება - წარმატებით მიდიოდა. 

      თუმცა 2010 წელი დადგა, ან სმარტფონები აღარ უნდა არავის, ან კიდევ რაიმე სხვა მიზეზია, მაგრამ ფაქტია: კომპანია გაკოტრდა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ Palm-ი კონკურენტმა იყიდა და Palm-ის შთანთქმა ბონოს 140 მილიონის დაკარგვად დაუჯდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ანსამბლმა U2-მ, ოთხი წევრის ანგარიშზე, შარშან 108 მლნ დოლარი გამოიმუშავა, დანაკარგის აღსადგენად ბონოს ოფლის ღვრა კიდევ დიდხანს მოუწევს.

      თვითონ არ ვსვამ, მაგრამ სხვებს ვურჩევ
      ეს ამბავი ბებიის თეზისის თვალსაჩინო დასტურია: "ფული სხვადასხვა ჯიბეში უნდა ჩაიტენო და არა ერთ ადგილას". ყველაზე უკეთ ეს ფორმულა ბრიუს უილისმა აითვისა. თავად განსაჯეთ. ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გახდა რესტორნების ქსელის Planet Hollywood-ის მფლობელი, რომელშიც არნოლდ შვარცენეგერსა და სილვესტერ სტალონესაც ჰქონდათ წილები, - თუმცა ყველანი ხომ "ჩვენი ბიჭები" არიან. 

      რესტორნის საქმეები ნორმალურად მიდიოდა იმ გაგებით, რომ განსაკუთრებული შემოსავალი არ მოჰქონდა. სამაგიეროდ, კარგი დებიუტი აღმოჩნდა პირველი სიდიდის ვარსკვლავებისთვის ბიზნესსცენაზე. 

      შემდეგ ჰოლივუდის მონსტრების გზები გაიყარა. სლაიმ ხელოვნებაში გადაწყვიტა ინვესტირება - ფერწერულ ტილოებს იძენს. არნი პოლიტიკაში წავიდა (იქ მეტი ფული აშკარად არ არის, მაგრამ ამბიციებს იკმაყოფილებს). მხოლოდ ბრიუსი, როგორც კერკეტ კაკალს სჩვევია, არ დანებდა და გზა განაგრძო, ბიზნესში თავით ჩაფლულმა. 

      არც ისე დიდი ხანია ის ფრანგულ-პოლონური belvedere Group-ის აქციების მფლობელია, კომპანიის, რომელიც უკრაინაში ნამდვილი არყის ქარხანას ფლობს. გარდა ამისა, უილისი არაყ aray Sobieska "მუშაობს" და სულ ახლახან მოაწერა ხელი კონტრაქტს გერმანულ კოსმეტიკურ კომპანია LR Health & Beauty Systems-თან. ეს გარიგება ბრიუსის ფანებს განსაკუთრებულ სიხარულს მიანიჭებს - სუნამოს მათი კერპის სურნელი ასდის. დიახ, მსახიობი სუნამოს უშვებს თავისი სახელით. პირველ ივლისს სანუკვარი ფლაკონები უკვე გამოჩნდა პარფიუმერიული მაღაზიების დახლებზე მთელ მსოფლიოში. ნამდვილად ყოჩაღია, იქაც მოასწრო და აქაც იშოვა.

      ასევე ყოჩაღია პამელა ანდერსონი. აი, ვისგან არ შეიძლებოდა ვინმეს ბიზნესალღოს იმედი ჰქონოდა, ეს პამელაა. ის სასტუმროების ქსელში აბანდებს თანხას, რომლებიც... ჩერნოგორიაში მდებარეობს. მერე რა? ბრძნული და შორსმჭვრეტელურია. ჩერნოგორია თითქმის იტალიაა, მაგრამ არა ისეთი ძვირი და, საერთოდაც, პერსპექტიული ტურისტული მიმართულებაა. ტურისტების საკეთილდღეოდ მუ შაობს სწორედ ანდერსონი. 

      თანაც, როგორც ახლაა მიღებული, სასტუმროები, რომელთა აგებასაც ვარსკვლავი თავისი თანხებით აპირებს, ჩვეულებრივი კი არა, ეკოლოგიური იქნება. თურმე, მისი დიდი ხნის ოცნება ყოფილა "ეკოლოგიური სასტუმრო სპასალონით, ჯანსაღი საკვებით, კარგი მუსიკით, თანამედროვე დიზაინითა და ხარისხიანი გასართობით". სასიამოვნოა, როცა ოცნებები სრულდება.

      ვარსკვლავების სურნელები
      ბევრმა ვარსკვლავმა პარფიუმერიის გზა მოსინჯა და არც უნანია. მაგალითად, პარფიუმმა Glow by JLo ჯენიფერ ლოპესს 100 მლნ დოლარი მოუტანა. პარფიუმი ბრიტნი სპირსისგან სახელწოდებით ჩურიოუს გაყიდვების პირველ წელს 10 მლნ ფლაკონი გაიყიდა. კაილი მინოუგმა ოთხი წლის წინ გამოუშვა სუნამო Darling, რომელიც 2006 წელს სხვა პარფიუმებზე უკეთ იყიდებოდა.

      დანარჩენ ვარსკვლავებს კი, რომლებმაც ასევე იპოვეს გზა, "გვერდით" ფულის საშოვნელად, შემდეგ  წარმოგიდგენთ.
       

      კატეგორია: ვარსკლავები | ნანახია: 880 | დაამატა: Qindi | რეიტინგი: 0.0/0
      სულ კომენტარები: 0
      კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
      [ რეგისტრაცია | შესვლა ]
      შესვლის ფორმა
      რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
      კალენდარი
      «  მარტი 2011  »
      ორსამოთხხუთპარშაბკვ
       123456
      78910111213
      14151617181920
      21222324252627
      28293031
      Demi's Tweets
      Top 10 News
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41556
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12121
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10950
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7533
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7346
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7101
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6863
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6758
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6718
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან