ლოს–ანჟელესის ავტოსალონზე, Cadillac–მა წარმოადგინა ქალაქში მავალი ავტომობილის კონცეპტი – Urban Luxury, რომელიც როგორც მწარმოებელები პროგნოზირებენ, მეგაპოლისის მცხოვრებთა ყველა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
Cadillac Urban Luxury–ს სიგრძე 3,834 მ–ია. სიახლეს ბაზაში განივად განთავსებული ბენზინის ძრავი გააჩნია, რომელსაც გამწევ აგრეგატად ელექტროძრავიც ემატება. ორივე ძრავი ერთიმეორესთან დაკავშირებულია სიჩქარეთა მოქმედი გადაცემათა კოლოფით, რომელიც 2 გადაბმულობითაა (სცეპლენიითაა) აღჭურვილი. რაც შეეხება – Urban Luxury–ს საწვავის მოხმარებას, იგი ქალაქის ციკლზე – 100 კმ–ზე 4,2 ლიტრაჟზეა გათვლილი, ხოლო მაგისტრალზე, კი 3,6 ლ–ზე.
Urban Luxury–ს საბურავთა ბაზა 2467მმ–ს წარმოადგენს, რის ხარჯზეც სალონი, სადაც სავარძლები ორ სრულფასოვან რიგადაა განთავსებული, გაცილებით სივრცულია. სიახლის კარებები ზედა მიმართულებით იხსნება.