ოთხშაბათი, 24.04.2024, 10:37
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 22 » "ჩემი თმა ჩემზე პოპულარულია"
      14:59
      "ჩემი თმა ჩემზე პოპულარულია"
      ქეთი ორჯონიკიძის ჩაცმის განსაკუთრებულ სტილს ყველა იცნობს. რატომ აირჩია როკმომღერალმა ავანგარდი, ამაზე თავად გვესაუბრება.

      - ადამიანს შეუძლია, ჩაცმითა და ვარცხნილობით გამოხატოს თავისი შინაგანი მდგომარეობა. ჩაცმას ყველა ნორმალური ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს და ჩემთვისაც ასეა.

      - რას გამოხატავ შენი განსაკუთრებული სტილით?
      - ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. ასეთი სტილი იმიტომ მაქვს, რომ არ მიყვარს შაბლონურად ჩაცმა. მიყვარს ექსპერიმენტებიც. ხან ისე მაცვია, ხან ასე, მაგრამ ჩემს სტილს მაინც ვინარჩუნებ. მთავარია, მიხდებოდეს ის, რაც მაცვია.

      - ვინმეს თუ ჰბაძავ?
      - არავის ვბაძავ და არც მოდის ტენდენციების მიხედვით ვიცვამ. არც ბრენდს ვანიჭებ განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

      - და მაინც, რომელია შენი საყვარელი ბრენდი?
      - ძალიან მომწონს "არმანისა" და "რობერტო 'კავალის" სამოსი. ზუსტად ვიცი, "არმანის" მაღაზიაში რაღაც აუცილებლად მომეწონება და იქიდან ხელცარიელი არ გამოვალ.

      - ქართველ დიზაინერებს თუ სტუმრობ?
      - მიმუშავია ზალიკო ბერგერთან. კონკრეტული წინადადებით მივმართავ ხოლმე დიზაინერს. ხშირად ვთანამშრომლობ ჩემს მეგობარ გიგი მარტიაშვილთან, მან იცის, რა მინდა.

      - ვინმეს რჩევებს ითვალისწინებ ჩაცმისას?
      - ხანდახან დედაჩემის რჩევასაც ვითვალისწინებ, მაგრამ ყველაზე მეტად გიგის ვენდობი.

      - რომელ სუნამოს ხმარობ?
      - უმეტესად - "კელვინ კლაინის" "ეიფორიას". ყველა მეუბნება, რომ ეს ჩემი არომატია, მიმაჩნია, რომ ასეა - ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ.

      - ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ფეხსაცმელს და ჩანთას. არსებობს მოსაზრება, რომ თუ გიჭირავს კარგი ჩანთა და გაცვია კარგი ფეხსაცმელი, შესანიშნავად გამოიყურები. ეთანხმები ამ მოსაზრებას?
      - ჩანთაზე არ მაქვს გართულება. მირჩევნია, ყველაფერი ჯიბით ვატარო. მაქვს ჩვეულებრივი შავი ჩანთა, რომლითაც მხოლოდ მასწავლებელთან დავდივარ. ძალიან მომწონს კლატჩი, თუმცა მას ყოველდღიურად ვერ გამოიყენებ. ფეხსაცმელი კი ჩემთვის ტანსაცმელზე მნიშვნელოვანია. 

      Ambebi.Geუამრავი ფეხსაცმელი მაქვს, მაღალქუსლიანიდან დაწყებული კედებით დამთავრებული. კედები მიყვარს. საშინლად არ მომწონს ბალეტკები და "ბოტასები". ჩემს გარდერობში 40 წყვილი ფეხსაცმელია.

      - შეხვედრებზე კლასიკურად შემოსილი დადიხარ?
      - არა, ზუსტად ისე ვიცვამ, როგორც ყოველდღიურად მაცვია. ვინც შეხვედრას მინიშნავს, მან კარგად იცის, რომ მე ასეთი სტილი მაქვს. მაგრამ ოპერაში, რა თქმა უნდა, კედებით არ მივალ, ამისთვის მაქვს შესაფერისი სამოსი.

      - სამოსს სად იძენ?
      - რომ ვთქვა, მხოლოდ საზღვარგარეთ-მეთქი, არ ვიქნები მართალი, თუმცა მირჩევნია, უცხოეთში ვიყიდო, რადგან იქ ძალიან დიდი არჩევანია. ლონდონში ყოფნისას 40 კილოგრამზე მეტი ტანსაცმელი გამოვგზავნე საქართველოში.

      - რომელ ფერს ანიჭებ უპირატესობას?
      - განსაკუთრებით მიყვარს წითელი და შავი, თუმცა ჩემს გარდერობში არის მწვანე, თეთრი და სხვა ფერის სამოსიც. ერთადერთი ფერი, რომელიც არ მიყვარს, იასამნისფერია და ამ ფერის სამოსი არც მაქვს.

      - აქსესუარებს რა ადგილი უჭირავს შენს გარდერობში?
      - მაქვს რამდენიმე სხვადასხვა ფერის სათვალე, თუმცა ეს აქსესუარი მაინცდამაინც არ მიყვარს. სამაჯურები მირჩევნია. რამდენიმე მათგანს განსაკუთრებული დატვირთვაც აქვს ჩემთვის, რადგან დედამ და მეგობარმა მაჩუქეს.

      - კოსმეტიკას ხშირად ხმარობს?
      - უფრო ტანის, თმისა და კანის მოვლის საშუალებებს ვიყენებ. მაკიაჟს იშვიათად ვიკეთებ, მხოლოდ ფანქარსა და ტუჩსაცხს ვისვამ. ვცდილობ, ერთი სერიის სუნამო და ტანის გელი შევიძინო, რადგან სხვადასხვა ფირმისა რომ ვიხმარო, რაღაც გაურკვეველი სურნელი მექნება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ თმას. მგონი, ჩემი თმა ჩემზე პოპულარულია. ვხმარობ ჟასმინის შამპუნს, ბალზამსა და თმის ძირების გასამაგრებელ ფრანგულ პროდუქციას.

      - თავის მოვლის ბუნებრივ პროცედურებზე რას იტყვი?
      - ხალხური საშუალებები ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. თუმცა მისი შედეგი უფრო გვიან ჩანს.



      კატეგორია: ქართველები | ნანახია: 1412 | დაამატა: Qindi | რეიტინგი: 5.0/1
      სულ კომენტარები: 0
      კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
      [ რეგისტრაცია | შესვლა ]
      შესვლის ფორმა
      რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
      კალენდარი
      «  ოქტომბერი 2010  »
      ორსამოთხხუთპარშაბკვ
          123
      45678910
      11121314151617
      18192021222324
      25262728293031
      Demi's Tweets
      Top 10 News
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41559
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12121
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10950
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7533
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7346
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7101
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6863
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6758
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6718
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან