პარიზის ავტოსალონზე, რომელიც სტარტს 30 სექტემბრისთვის აიღებს, – Citroen–ს დაგეგმილი აქვს წარმოადგინოს საკუთარი ახალი კონცეპტი – Citroen Lacoste. სიახლე 3 ცილინდრიანი ბენზინის ძრავითაა აღჭურვილი, სიგრძით სულ რაღაც 3,45 მ–ი, სიგანით 1,8 მ–ი, ხოლო სიმაღლით კი 1,52 მ–ია. როგორც ავტომწარმოებლები განმარტავენ, კონცეპტი არაჩვეულებრივი სიმძლავრის მატარებელია, გათვალისწინებით მისი წონისა და ზომისა.
გარეგნულად ავტომობილი სპორტულ სამოს – Lacoste–ს გვაგონებს. სალონში არსებული სავარძლები პოლოს მაისურებს, საბურავები გოლფის ბურთებს, ხოლო თავად ავტომობილის იერსახე ბოტასს წააგავს. Citroen Lacoste–ს ყველაზე უჩვეულო ელემენტად, კი გასაბერი სახურავი ითვლება, რომელიც მგზავრების ნალექისა და ქარისგან დაცვას უზრუნველყოფს.