კომპოზიტორების, ავტორების და გამომცემლების ამერიკულმა საზოგადოებამ, ჯგუფ "coldplay"-ს წევრები, წლის საუკეთესო სიმღერის ავტორებად დაასახელა. ჯგუფის კომპოზიცია "Viva la Vida" კი წლის საუკეთესო სიმღერად აღიარეს.
ASCAP -ის დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონიალი ლონდონში გაიმართა. ჯგუფის წევრები ცერემონიალში მონაწილეობას არ იღებდნენ. მათ დაჯილდოებაზე ვიდეომიმართვა გააგზავნეს, სადაც მათი იქ არყოფნის მიზეზად ახალ ალბომზე მუშაობა დაასახელეს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის იქნება მზად ჯგუფის ახალი ალბომი. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ალბომი 2011 წლამდე გამოვიდეს.
|