|
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 30 » დარტ ვეიდერის სამოსი აუქციონზე გააქვთ
20:28 დარტ ვეიდერის სამოსი აუქციონზე გააქვთ |
'ვარსკვლავური ომები'-ს ერთ-ერთი მთავარი გმირის დარტ ვეიდერის სამოსი გაიყიდება აუქციონზე Christie's. აუქციონი 25 ნოემბერს გაიმართება ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში. გმირის სამოსი მთლიანად იქნება გამოტანილი აუქციონზე: მუზარადით და ნიღბით. აუქციონის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ სამოსი არანაკლებ 230 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდება. შემოსული თანხა გადაირიცხება ბრიტანეთის ინსტიტუტში Cancer Research, რადგან დარტ ვეიდერის გმირის შემსრულებელი, მსახიობი დევიდ პროუზი კიბოს მკურნალობს ონკოლოგიურ კლინიკაში. აუქციონზე გამოტანილი გმირის სამოსი გამოყენებული იყო 'ვარსკვლავური ომები'-ს მეორე და მეხუთე ეპიზოდებში, რომელიც 1980 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნახევარი მილიარდი დოლარი მოაგროვა.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 857 |
დაამატა: StarShine
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|