დემი მურისა და ბრუს უილისის ქალიშვილმა სკაუტმა მამინაცვალ ეშტონ კატჩერთან ერთად სახალისო სიმღერა ჩაწერა და Youtube-ზე განათავსა. სიმღერა სახელწოდებით My Sober წყვილის საყვარელ სასმელს, ყავას ეძღვნება.
ვიდრე დემი კინოფესტივალზეა, 19 წლის სკაუტი და 32 წლის ეშტონი შინ ერთობიან. მათ სასაცილო ლექსი დაწერეს, შემდეგ კი ეშტონმა მელოდია შეარჩია და სიმღერაც გამოვიდა. დუეტში სოლისტის როლი სკაუტმა შეასრულა, ეშტონი კი გიტარაზე უკრავს.
კატჩერი საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობებით აღფრთოვანებული არ არის და ამის შესახებ ვიდეორგოლში მსმენელს ბოდიშს უხდის, სამაგიეროდ სკაუტი თამამად მღერის. შესაძლოა, მან მშობლების მსგავსად ბედი შოუ-ბიზნესში სცადოს.