ვინ არის ელი სააბი?
2002 წლის ,,ოსკარების'' ცერემონიალამდე,როცა ჰოლი ბერი საოცარ სამოსში
გამოწყობილი გამოვიდა წითელ ხალიჩაზე,მერე კი ,,ოსკარიც'' დაიმსახურა,ელი
სააბის შესახებ თითქმის არავის სმენოდა. ჰოლი ბერის კაბა დღემდე ითვლება
,,ოსკარების'' ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სამოსად.
ეს
საოცრება კი ელი სააბის დამსახურებაა,რომელიც მსახიობთან ერთად მაშინ
მთელმა მსოფლიომ აღიარა.მას მერე ის სამყაროს უდიდესი დიზაინერების რანგში
აიყვანეს და დღეს არცერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება არ ტარდება ელის
,,აღმოსავლური აქცენტების'' გარეშე.
ელი
1964 წლის 4 ივლისს დაიბადა ბეირუთში.1981 წელს სააბი პარიზში გაემგზავრა
მყარი გადაწყვეტილებით,პროფესიონალურად აეთვისებინა და შეესწავლა მოდა..
წარმატებისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
1997
წელს იგი გახდა პირველი არაიტალიელი დიზაინერი,რომელიც მოდის ეროვნულ
პალატაში მიიღეს. იმავე წელს ელიმ ტრიუმფით წარადგინა თავისი პირველი
კოლექცია რომში,ანუ ლიბანისფარგლებს გარეთ.
ელი სააბმა მალე მოიპოვა პოპულარობა მსოფლიოს უპირველეს ლამაზმანებს შორის,პირველ რიგში საღამოს კაბების წყალობით.
2003
წელს საფრანგეთის მაღალი მოდის ფედერაციამ,ყველაზე პრესტიჟულმა და
ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ევროპის მოდის ინდუსტრიაში ელი სააბის მოდის
სახლის სრულუფლებიან წევრად გამოაცხადა.
დღეს დიზაინერს მთელ მსოფლიოში 60-ზე მეტი საფირმო ბუტიკი აქვს..
ახლა კი შემოგთავაზებს ელის სამოსში გამოწყობილს ცნობილ ადამიანებს..