ოლივუდის მსახიობი ემა უოტსონი რაღაცით თავის პერსონაჟ ჰერმიონას ჰგავს - ყველაფერს ასწრებს - Burberry-ს სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს, ბრენდ People Tree-სთვის ტანისამოსის კოლექციას ქმნის და აშშ-ში ბრაუნის უნივერსიტეტში სწავლობს. ახლა კი მსახიობმა Lancome-სთან კონტრაქტი გააფორმა.
დეკორატიული კოსმეტიკის მწარმოებელი Lancome-სთვის ეს უჩვეულო არჩევანია, რადგან ის ადრე 30 წელს ზევით ქალებს ანიჭებდა უპირატესობას: ჯულია რობერტსს, უმა თურმანს, ჯულიეტ ბინოშს. როგორც ჩანს, Lancome-ს უფრო ახალგაზრდა მომხმარებლების მიზიდვა სურს - ემას კი უამრავი ასეთი თაყვანისმცემელი ჰყავს.
ემას თქმით, ის ძალიან აღელვებულია და ერთი სული აქვს, როდის დაიწყება პირველი სარეკლამო ფოტოსესიის გადაღება. მას მომავალ თვეს მარიო ტესტინო გადაიღებს. ემას ბრენდის სატელევიზიო რეკლამაშიც გადაიღებენ .
|