პარასკევი, 29.03.2024, 08:51
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » ერთი დღე მის გარეშე(part1)
      10:20
      ერთი დღე მის გარეშე(part1)
      ბავშვობიდან ვერ ვხედავდი კარგად, მაგრამ ფოტოების გადაღებას ყოველთვის ვახერხებდი და კარგადაც გამომდიოდა, მაგრამ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ზოგჯერ გამჟღავნების ფული არ მქონდა. მაგის კი არა მამაჩემს იმდენი ვალები ქონდა მაღაზიებში, რომ უპუროდაც კი ვრჩებოდით. მაგრამ ღმერთმა გაგვაძლებინა და ფოტო ხელოვნებაზეც ჩავაბარე. მამაჩემი ავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ მერე ისე დაიწყო სმა რომ საერთოდ არ აინტერესებდა ჩემი მომავალი. ხო ისე რაც შეეხება ჩემს ოჯახს. დედა ჩემს მშობიარობას გადაყვა. მამას ძალიან უყვარდა დედა. ადრე კარგად ცხოვრობდნენ ჩემები, მაგრამ მამაჩემმა დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი გაყიდა და ფული სასმელში გადაყარა. მყავდა ბებია და ბაბუა, რომლებიც იმერეთში ცხოვრობენ. იქ სოფლის ცხოვრებას მიჰყვებიან და არიან. მე და მამაჩემი კი თბილისში, სოლოლაკში ვცხოვრობდით. კაი უბანია სოლოლაკი, ბევრი რამეა აქ საინტერესო. მეორე ბინაც გვქონდა ბარნოვზე, რომლიც გაქირავებული იყო უცხოელებზე და იმ ფულით ვცხოვრობდით მე და მამაჩემი. მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც დაგვტოვეს ჩვენი სახლის ინვესტორებმა და დავრჩით ხახამშრალი.
      მამა _ რა გვეშველება ეხლა? ცარიელი სახლი რაში მჭირდება? არც ფული არც კლიენტი. ფუი ამის
      მე – კაი არ ინერვიულო რამე იქნება. აი მე ჩავაბარე ინსტიტუტში და მალე მუშაობასაც დავიწყებ
      მამა _ შვილო, კოტე რა უნდა აკეთო მაგ ფოტოებით? გადაიღებ და მერე რა იქნება? ვინმე მაგაში ფულს მოგცემს?
      არ მიყვარდა როცა ჩემს საქმიანობას ვინმე მასხრად იგდებდა
      მე – მე ჩემ თავს მივხედავ და შენ რა უნდა აკეთო? ჩემი იმედი შენ არ გაქ და რას მოითხოვ საერთოდ? მარტო არაყზე როგორ უნდა იფიქრო?
      ჩემმა სიტყვებმა მამაზე ძალიან იმოქმედა. თითქოს გული დაწყდა რაღაცაზე. მართალი ყოფილა, ენაზე მწარე და ტკბილი არაფერი არააო
      მამა _ მე აღარ შემიძლია კოტე უნდა წავიდე სოფელში. ამ სახლს გავყიდი და შენ სწავლის ფულს გადავიხდი. შენ კიდევ გადახვალ მეორე სახლში. ის უფრო იოლი მოსავლელია და ასეთი უზარმაზარიც არაა. იცოდე მე შენი იმედი მაქ და ეგრეც ნუ გამწირავ.
      საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა როგორც მამაჩემმა თქვა. სახლი ვიღაც მოხუც ცოლ-ქმარს მივყიდეთ. მე კიდევ გადავედი ვაკეში, ბარნოვზე. აქ სულ სხვანაირია ყველაფერი. ხალხიც კი განსხვავებულია.
      ჩემ წინ მრგვალი ბაღი არის სადაც თავს იყრიდა მთელი ვაკელი გოგო ბიჭები და იყო მარიაჟობა და პრანჭაობა. მე არ მხიბლავდა ეგეთი ცხოვრება, მირჩევნია მარტო ვიჯდე და რამეს ვკითხულობდე მთელი დღეები, ვიდრე ხალხმრავალ ადგილებში ვიარო და ათას უაზრობას ვუსმინო. სწორედ კითხვამ შეიწირა ჩემი მხედველობა. განსაკუთრებით მიყვარდა ფილოსოფიების კითხვა. ბოლო დროს სულ სიყვარულზე ვკითხულობდი და მიყვარდა ეს გრძნობაც, მარა პრობლემა ის იყო რომ არავინ არ მყვარებია არასდროს.
      ერთი თვე იყო დარჩენილი სწავლის დაწყებამდე. თან რემონტი გავაკეთე და კარგად მოვეწყე სახლში. კაი აპარატიც ვიყიდე და თავს კარგადაც ვგრძნობდი. დასასვენებლად ვეღარ წავედი და მთელი აგვისტო სახლში გავატარე მაგრამ არც მომიწყენია, იმიტომ რომ მე და ჩემი ძმაკაცი ერთად ვიყავით სულ. მართალია ჩემი მეზობელი იყო მარა სულ ჩემთან რჩებოდა. კაი ტიპი იყო ფიზიკურათაც და ხასიათითაც. ასე რომ ვთქვათ ძაან ბევრ გოგოს მოწონდა და ესეც პონტის ბიჭობდა.
      სანდრო _ ბიჭო შენ გამაგიჟებ რა, მაგის დედა ვატირე სულ როგორ უნდა კითხულობდე ან უღებდე სურათებს რაღაცეებს?
      მე – აბა შენსავით მოცლილი ხო არ ვიქნები?
      სანდრო _ ბიჭო მაგაზე არ გეუბნები. ჩაიხედე სარკეში, ფიზიკურად მაგარი დაცემა ბიჭი ხარ და გოგოებზე არ ჩალიჩობ. გადახრები ხო არ გაქ მაგ წიგნებზე?
      მე – სანდრიკ იცი სიყვარული თავისთვის უნდა მოვიდეს შენ მას ვერ იპოვიო ნათქვამია
      სანდრო _ აუ ეხა ნუ დაიწყე რა რომანტიკოსობა. იტოკში მე მოგიყვან სიყვარულს დღეს
      მე – რაზე ამბობ? კიდევ ვიღაცეები უნდა ამოყარო?
      სანდრო _ დღეს შენს ძმობას ვფიცავარ მაგარ გოგოებს ამოვიყვან, თან ისეთს რომ ეგრევე შეგიყვარდება, ჯობია მენდო
      მე – წინაზეც ეგრე მითხარი და რაღაც მითიური ცხოველები ამომიყვანე. მე ვიცი შენ რაც გინდა. სახლის პრობლემა გაქ.
      სანდრო _ არა ბიჭო შენთვისაც ამოვიყვან
      მე – მე არ მინდა არავინ, მარა შენ ბოლოჯერ გაგისწორებ და ამოათრიე შენი ნიანგი, მარა ხმაურის გარეშე
      სანდრო _ ვიცოდი რო თამაშს არ გამიყიდიდი, ჯიგარი ხარ მაგარი, ჩემზე იყოს მერე კაი გოგო
      იმ ღამეს ამოიყვანა სანდრომ ვიღაც გოგო. მე გავედი ჩემს ოთახში და ჩემს საყვარელ წიგნებს ჩავუჯექი. მეორე ოთახიდან კი სანდროს და იმ გოგოს ხმები გამოდიოდა. ვიწექი და ვფიქრობდი თუ როგორ შეიძლება სიყვარული მეპოვნა სადმე, როგორ უნდა მივხვედრილიყავი მართლა სიყვარული იყო თუ არა. საერთოდ რა არის სიყვარული? როგორ უნდა შევიგრძნო? ასეთი ბევრი კითხვა მებადებოდა და პასუხს წიგნებში ვეძებდი, მაგრამ ზოგჯერ ვერაფერს ვერ ვგებულობდი. ეწერა რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდისო, მარა მეორე წიგნში სიყვარული სამჯერადიაო, ანუ პირველად მოწონებაო, მეორედ ვითომ ნამდვილი სიყვარულიო და მესამეჯერ შეჩვევაო. ესეთი ბევრი ფრაზა იყო რაც ეჭვს მიჩენდა, რომ სიყვარული არ არსებობსო, თან სანდროს შემხედვარე რა სიყვარული რის სიყვარული. მისი საყვარელი ფრაზა იყო, გრძნობა ფეხებს ზემოთ არასდროს არ უნდა აუშვაო, სანამ ცოცხალი ხარ უნდა გაჟიმო ყველაფერი რაც მოძრაობსო. მთელი ღამე სიყვარულზე ვფიქრობდი და ამ ფიქრებშიც ჩამეძინა. სიზმარში ერთი ულამაზესი გოგო დამესიზმრა. მეძახდა და მეუბნებოდა, რომ ძალიან მგავდა ყველაფრით. სადღაც სიბნელეში მივყავდი, მერე გაქრა და მხოლოდ ის დამიძახა რომ წინ იარეო. მეც მივდიოდი და რაღაცას ვხედავდი, კარებს გავდა მაგრამ ბოლომდე ვერ მივედი თითქოს სადღაც ჩავარდი და უცბად გამომეღვიძა. სულ სველი ვიყავი, და უცნაურად ვგრძნობდი თავს. მინდოდა იმ გოგოს სახე გამეხსენებინა მაგრამ ვერა და ვერ ვიხსენებდი. მერე აბაზანაში შევედი, დუში მივიღე და სარკესთან დავდექი, გადავწმინდე ორთქლი და ჩემს თავს ვუყურებდი. გამახსენდა სანდროს სიტყვები, მაგარი სიმპატიჩნი ხარო და მეც ვაკვირდებოდი ჩემს თავს. ნელ-ნელა იორთქლებოდა სარკე მაგრამ მე გაშტერებული ვიდექი, თითქოს ახალი რაღაცა აღმოვაჩინე.
      მე – რა დებილი ხარ სანდრიკ (ჩუმად ვთქვი ჩემთვის)
      გადავუსვი დაორთქლილ სარკეს ხელი და სიცილით გამოვბრუნდი.
      კატეგორია: StoRy | ნანახია: 991 | დაამატა: Qindi | რეიტინგი: 0.0/0
      სულ კომენტარები: 0
      კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
      [ რეგისტრაცია | შესვლა ]
      შესვლის ფორმა
      რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
      კალენდარი
      «  იანვარი 2011  »
      ორსამოთხხუთპარშაბკვ
           12
      3456789
      10111213141516
      17181920212223
      24252627282930
      31
      Demi's Tweets
      Top 10 News
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41412
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12104
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10923
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7526
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7345
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7098
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6855
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6752
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6714
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან