|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 28 » ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ წლის ვარსკვლავად შერილ კოული დასახელდა
23:16 ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ წლის ვარსკვლავად შერილ კოული დასახელდა |
საიტმა popdirt.com ინტერნეტმომხმარებლებს შორის წლის ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავად ბრიტანელი მომღერალი და მოდელი შერილ კოული დაასახელა - თაყვანისმცემლები 27 წლის ვარსკვლავის შესახებ ყველაზე მეტ კითხვას სვამდნენ. კითხვები ძირითადად მომღერლის კარიერასა და მეუღლესთან განქორწინებას უკავშირდებოდა.
როგორც popdirt.com-ის წარმომადგენელმა განაცხადა: "წელს შერილ კოულის წელი იყო. ჩვენს საიტზე ის სხვა ნებისმიერ ცნობილ ადამიანზე ერთი თავით მაღლა დგას".
პირველ წარმატებას მომღერალმა 2002 წელს მიაღწია, როდესაც ტელეარხ ITV-ის რეალითი შოუში (Popstars The Rivals) გოგონების ჯგუფ Girls Aloud-ის წევრად აირჩიეს. 2008 წელს კი პოპულარული ბრიტანული მუსიკალური კონკურსის The X Factor-ის ჟიურის წევრი გახდა. 2009 წელს მისი სადებიუტო ალბომი "3 Words" გამოვიდა, რომელიც მაშინვე ბრიტანული ჰიტ-აღლუმების სათავეში მოექცა.
2006 წლის ივლისში შერილმა ინგლისელ ფეხბურთელ ეშლი კოულზე იქორწინა, თუმცა ისინი 2010 წლის სექტემბერში ერთმანეთს დაშორდნენ. განქორწინების მიზეზი ეშლის არაერთი ღალატი გახდა
|
კატეგორია: ვარსკლავები |
ნანახია: 613 |
დაამატა: Qindi
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|