|
მთავარი » 2011 » იანვარი » 31 » ჯონი დეპმა ვენეციაში XVII საუკუნის სასახლე 8.5 მილიონ ევროდ იყიდა
20:36 ჯონი დეპმა ვენეციაში XVII საუკუნის სასახლე 8.5 მილიონ ევროდ იყიდა |
- მსახიობმა ჯონი დეპმა ვენეციაში XVII საუკუნის სასახლე 8.5 მილიონ ევროდ შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ The Independent ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მსახიობმა გადაწყვეტილება გრანდიოზული შენაძენის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც ფილმ "ტურისტის" გადაღების დროს იტალიურ ქალაქში რამდენიმე თვე გაატარა.
XVII საუკუნის სასახლე Dona Sangiantoffetti მთავარ არხს გადაჰყურებს. ადგილობრივი გაზეთი La Nuova Venezia წერს, რომ ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა ვაჭრობის დროს არაბ პრინცს აჯობა.
დეპი და მისი ოჯახი დიდ დროს საფრანგეთში მდებარე სახლში ატარებენ, თუმცა მსახიობს ჰოლივუდში აგარაკიც და ბაჰამის ერთ-ერთი კუნძულიც ეკუთვნის.
|
კატეგორია: ვარსკლავები |
ნანახია: 743 |
დაამატა: Qindi
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|