|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 1 » ჯულია რობერთსს მილიონ ევროზე მეტი გადაუხადეს უსიტყვო როლისთვის
19:15 ჯულია რობერთსს მილიონ ევროზე მეტი გადაუხადეს უსიტყვო როლისთვის |
ამერიკელი მსახიობი ჯულია რობერთსი ნოემბრის შუა რიცხვებში გადაიღეს იტალიური ყავის Lavazza-ს რეკლამაში. როგორც Daily Mail-ი იუწყება, მსახიობს 46 წამიან ვიდეოში მონაწილეობისთვის, სადაც ჯულიამ ერთი სიტყვაც კი არ თქვა, 1.2 მილიონი ევრო გადაუხადეს. რეკლამაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა იტალიელმა წამყვანებმა და კომიკოსებმა პაოლო ბონოლისმა და ლუკა ლაურენტიმ. ისინი Lavazza-ს ბრენდს 2000 წლიდან უკეთებენ რეკლამას. კლიპი კომპანია Lavazza-მ საახალწლოდ გამოუშვა. 28 ნოემბერს რეკლამა YouTube-ზეც დაიდო. რეკლამის გადაღებები რომში მიმდინარეობდა.
|
ნანახია: 719 |
დაამატა: StarShine
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|