შემადგენლობა
ბანანი - 2 ცალი
ნაყინი - 100 გრ
რძე - 100 მლ
კარამელის პუდინგი - 1 ჭიქა
მომზადება
რეცეპტი გათვლილია 2 ადამიანზე.
ბანანები დავჭრათ ნაჭრებად და დავაბლენდეროთ.
დავამატოთ პუდინგი და ავურიოთ. დავამატოთ რძე და ნაყინი და ავთქვიფოთ ბლენდერში მაღალ სიჩქარეზე 30-40 წამის განმავლობაში.
ჩავასხათ ჭიქებში და მივირთვათ.
გემრიელად მიირთვით!