შაბათი, 27.04.2024, 01:22
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2011 » მარტი » 2 » კრისტენ სტიუარტი - "ქუჩაში ვერ მცნობენ, ეტყობა, ახლოდან სხვანაირი ვარ..."
      20:45
      კრისტენ სტიუარტი - "ქუჩაში ვერ მცნობენ, ეტყობა, ახლოდან სხვანაირი ვარ..."

      კრისტენ სტიუარტი დღეს პლანეტის ყველაზე სასურველ ქალებს შორის მოიხსენიება. არადა, სულ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი მხოლოდ მოზარდების კერპი იყო, რომელმაც პირველი პოპულარობა ჯოდი ფოსტერის ქალიშვილის როლით მოიპოვა ფილმში "შიშის ოთახი". ნამდვილი პოპულარობა კი ე.წ. ვამპირთა საგამ მოუტანა, რომელშიც რობერტ პატინსონთან დაწყვილდა, როგორც ამბობენ, არა მხოლოდ კინოში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც.

      დოსიე

      კრისტენ სტიუარტი 1990 წლის 9 აპრილს დაიბადა ლოს-ანჯელესში, პროდიუსერისა და რეჟისორის ასისტენტის, ტელეარხ "ფოქსის" ბევრი შოუს დირექტორის ჯონ სტიუარტის ოჯახში. შესაბამისად, მისი ბედი ბავშვობიდანვე განისაზღვრა. მამის დამსახურებით, საბავშვო ფილმებში ადრეული ასაკიდან იღებდნენ, მით უმეტეს, რომ ნიჭმა და გარეგნობამ აშკარად შეუწყო ხელი.

      პირველი ჰოლივუდური სურათი იყო 2002 წელს დევიდ ფინჩერის მიერ გადაღებული "შიშის ოთახი", სადაც ჯოდი ფოსტერს გაუწია პარტნიორობა. მას მოჰყვა შერონ სტოუნის პარტნიორობა ფილმში "ეშმაკის საცხოვრისი". 2006 წელს გადაიღეს დრამაში "ქალების ქვეყანა" - მეგ რაიანსა და ადამ ბროუდისთან ერთად. რამდენიმე მნიშვნელოვანი როლის შემდეგ, 2007 წელს ვამპირთა საგის პირველი ნაწილის - "ბინდის" მთავარ გმირად, ბელა სვონის როლზე დაამტკიცეს. 

      სწორედ ამ რომანტიკულმა ტრილერმა აქცია სუპერვარსკვლავად მოზარდებს შორის ისიც და მისი მეწყვილე რობერტ პატინსონიც. ფილმისა და მასში მონაწილე მსახიობების უდიდესმა წარმატებამ შთააგონა რეჟისორები, რომ 2009 წელს "ბინდის" გაგრძელება, "ახალმთვარეობა" გადაეღოთ, რომელიც ასევე წარმატებული გამოვიდა. სხვათა შორის, ამ როლისთვის კრისტენი ყავისფერ ლინზებს ისვამდა, რადგან ბუნებრივად მწვანე თვალები და ქერა თმა აქვს. ამავე წელს გამოვიდა კიდევ ერთი ახალი სურათი კრისტენის მონაწილეობით - "თავგადასავლების ქვეყანა". 

      თავისუფალ დროს კრისტენს სერფინგში ვარჯიში და გიტარაზე დაკვრა უყვარს. "ვამპირთა საგის" შემდეგ აქტიურად ლაპარაკობენ მისი და პატინსონის რომანტიკული ურთიერთობების შესახებ, თუმცა არ არის გამორიცხული, ეს ფილმის პიარისთვის გაკეთებული ილეთი იყოს და არა რეალობა. ყოველ შემთხვევაში, მომავალი გვიჩვენებს.

      "ახალმთვარეობა" უფრო მომეწონა..."

      - სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეთ გადაღება "თავგადასავლების ქვეყანაში". ალბათ სახალისო იყო ნამდვილ გასართობ პარკში მოწყობილი გადაღებები?
      - კი, თუმცა ბოლომდე არ გვრთავდნენ ნებას, რომ საქანელაზე დავმჯდარიყავით. ბოლოს კი ისეთ საშიშ ატრაქციონზე დაგვსვეს, რომლის მსგავსი სხვა არ იყო პარკში. დაახლოებით 15-ჯერ ვისხედით იმ ატრაქციონზე და აღარაფერი გვინდოდა ამქვეყნად. ძლივს გადმოვედით ბოლოს ატრაქციონიდან.

      - კრისტენ, რას ელოდი "ბინდის" შემდეგი სერიიდან - "ახალმთვარეობიდან", ფიქრობდი, რომ ისიც ასეთი წარმატებული იქნებოდა?

      - ამ ფილმში ყველაფერი სასიამოვნო იყო ჩემთვის. იქ ბევრი სიახლეა, მაგალითად, ნაჩვენებია მოჩვენებების სამყარო,  მეორე ფილმი გაცილებით ორიგინალურია. ჩემს გმირს შეყვარებული მიატოვებს, არადა, პირველი ფილმი მთლიანად მათ ერთგულებაზე იყო დაფუძნებული. ამიტომაც, როგორ იქცევიან ისინი ერთმანეთის გარეშე, ამის ყურება საინტერესოა. აქ მეტი ტრაგიკულობაა. პირველი ფილმი კარგია იმით, რომ ის აბსოლუტურ სიყვარულსა და ერთგულებაზეა, ეს კარგია, მაგრამ ცოტათი ერთფეროვანი. ახლა კი სხვა ისტორია გამოვიდა და მეტად დაძაბულიც, რამაც მაყურებელი უფრო მიაჯაჭვა ეკრანს.

      - შენი ცხოვრება თუ შეიცვალა კარდინალურად? შენ ხომ ახლა გამუდმებით ყურადღების ცენტრში ხარ?
      - არა, ყოველდღე არ ხდება ასეთი რამ, უფრო პრემიერებზე ან ინტერვიუებზე როცა დავდივარ, მაშინ. ამ დროს ცოტა ვიძაბები, ყველა სიტყვას უნდა დავუკვირდე. ქუჩაში კი ისე ხშირად ვერ მცნობენ, რადგან რეალურ ცხოვრებაში ცოტა სხვაგვარად გამოვიყურები. იქნებ იმასაც ფიქრობენ, ვაიმე, რა საშინელებააო! (იცინის).

      - ამ ფილმმა შეცვალა შენი ცხოვრება? 

      - გრანდიოზული გეგმები არ მაქვს. წინასწარ არაფერს ვგეგმავ. მე არ ვფიქრობ ასე: "აი, ეს შემდეგი ნაბიჯია. გონივრული იქნება, ახლა რომ ეს გავაკეთო". მაგალითად, "თავგადასავლების ქვეყანა" ის ფილმი იყო, რომელშიც მინდოდა მონაწილეობა, რადგან ადვილი იყო მისი გმირების არსში ჩაწვდომა. აიღე და ითამაშე. აქ ნაკლები პასუხისმგებლობა იყო, არც კვდებოდა შენი გმირი და არც რამე სხვა საფრთხე არ ემუქრებოდა
      .


      კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 889 | დაამატა: Qindi | რეიტინგი: 0.0/0
      სულ კომენტარები: 1
       
      1 -Name: QeT....o_O 
      date: (03.03.2011 16:29)
       




      0  



      Answer


      Vaimeee ..! Dzaan MiyvarS es Gogooo <3<3
      answer:

       
       
       
       
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41574
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12124
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10952
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7534
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7347
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7102
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6864
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6759
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6720
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან