სამშაბათი, 19.03.2024, 14:31
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 26 » ქართული მოდის კვირეული უცხოელებმა დადებითად შეაფასეს
      16:13
      ქართული მოდის კვირეული უცხოელებმა დადებითად შეაფასეს
      აქართველოს მოდის კვირეულმა დიდი პომპეზურობით ჩაიარა, ამაზე ხალხისა და მედიის სიმრავლეც მეტყველებდა. აქტიურმა პიარ-კამპანიამაც კარგად იმუშავა. ქართული მოდა აშკარად ვითარდება, თუმცა ყველა, ვისაც ფანტაზია და მარჯვე ხელები აქვს, დიზაინერის სახელს ატარებს. მათი პროფესიონალიზმი (თუ პირიქით) კი მათივე ნამუშევრებითა და ამ საქმის მცოდნეთა შეფასებებით განისაზღვრება. 

      22-25 ოქტომბერს ოცზე მეტმა ქართველმა და ხუთმა უცხოელმა დიზაინერმა 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები წარმოგვიდგინა. ჩვენებები ჩვენთვის ღირსშესანიშნავ სხვადასხვა ადგილებში გაიმართა - რუსთაველის თეატრის მცირე, სამეჯლისო და საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზებში, ეს იმიტომ, რომ უცხოელი სტუმრებისთვის გვეჩვენებინა, თუ რა კულტურისა და საგანძურის მფლობელები ვართ.

      კვირეული ავთო ცქვიტინიძის ჩვენებით მეტეხის ხიდზე გაიხსნა. ძველი თბილისის ხედებმა და შესანიშნავ კოსტიუმებში გამოწყობილმა ლამაზმანებმა ქართველი და უცხოელი სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. ავთანდილის დეფილეს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ - დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, მამუკა ახვლედიანი და სხვები, თუმცა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს და ეს საქმე სხვებს მიანდვეს. ავთანდილის ჩვენება მართლაც გამორჩეული იყო და 10 წლის იუბილეს ნამდვილად ღირსეულად შეხვდა. მისი ნამუშევრები ძირითადად ღია ვარდისფერი, კანისფერი და თეთრი იყო, "ჩარჩო" კი შავი; ქსოვილი - შიფონი, აბრეშუმი და ტყავი. სამოსი სვაროვსკის ძვირფასი თვლებით გახლდათ დამშვენებული.

      Ambebi.Geავთო ცქვიტინიძე, დიზაინერი:

      "ზოგიერთი რამის გაკეთება ცოტა სხვანაირად მინდოდა, მაგრამ საერთო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ. ჩემი კოლექცია პირველად იყო ასეთი ჰაეროვანი და ფაქტიურად "2 გრამიანი". უხეში ელემენტებით შეკრული აბრეშუმის კაბები სვაროვსკის კრისტალებით გავაფორმე. ბევრი ვიმუშავე, ისე მივუდექი, როგორც პირველ ჩვენებას, რადგან 10 წლის იუბილე ჩემი შემოქმედების ერთგვარი შეჯამებაა. ის, რაც წარმოვადგინე, ავთანდილის საოცნებო ქალია, უნაზესი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ვქმნიდი".

      მოდის კვირეულის ფარგლებში ყოველი დღე ახალბედა დიზაინერების ნამუშევრებით იწყებოდა და უცხოელი სტუმრის ჩვენებით მთავრდებოდა. შეძლებისდაგვარად, თითქმის ყველა მათგანის კოლექცია ვიხილე და რა თქმა უნდა, ყველას გავესაუბრე, მაგრამ ბუნებრივია, მხოლოდ ზოგიერთს მიმოვიხილავ.

      დიზაინერი ირაკლი რუსაძე მოდის პირველი კვირეულის ფავორიტი გახლდათ. იგი 5 კოლექციის მფლობელია და 3 ჩვენება აქვს მოწყობილი. კვირეულზე მან სიურეალისტური ნახატებით შექმნილი კოლექცია წარმოადგინა. ქსოვილთა და ფერთა კომბინაცია მრავალფეროვანი იყო, კონტრასტული, სხვადასხვა ხარისხის. სტილი - ქალური, ახალგაზრდული და მომხმარებლისთვის მისაღები.

      ორმა დიზაინერმა ნინო ზენაიშვილმა და მარი მაკრახიძემ მოდის კვირეულზე ნაზი, წყალთან ასოცირებული ფერის მასალები გამოიტანეს. სილუეტის შექმნისას განმსაზღვრელი წვიმის წვეთის ფორმა გახლდათ. ძირითადად, შიფონი, აბრეშუმი და პლაშის ქსოვილი გამოიყენეს, ნაჭრებიც და ფერებიც ელვარე და მოციმციმე იყო. მათვე ეკუთვნოდათ წარმოდგენილი ფეხსაცმელიც და აქსესუარიც.

      Ambebi.Geდიზაინერმა ლელა კულიანმა ხელით ნაკეთი თექის სამოსი მირინოსისა და აბრეშუმის სინთეზში წარმოგვიდგინა, ეკა ბალანჩივაძემ კი ნატურალური მასალებით - ტყავით, ქაშმირით, აბრეშუმით შექმნილი კოლექცია. აკა ნანიტაშვილი სამოსს ქმნის არა ტოპ-მოდელებისთვის, არამედ ისეთი ჩვეულებრივი ქალბატონებისთვის, როგორიც თვითონაა. მან კოლექციაში წარმოადგინა როგორც მაქსი კაბები, ასევე მოკლე ქვედაბოლოები და ე.წ. სკინი შარვლები.

      ლეედო 2 დიზაინერის - ლი რომაშკასა და ლადო ბოკუჩავას ალიანსია. მათი კოლექცია თანამედროვე ქალისთვისაა შექმნილი, დახვეწილი სილუეტის მისაღწევად გამოყენებულია ტყავი, აბრეშუმი, შიფონი და ჯერსის დრაპირებები. როგორც დავასკვენი, დიზაინერების უმეტესობის მთავარი მიზანი ნაზი ქალის წარმოჩენა იყო, რომელიც ამავდროულად მებრძოლი, მტკიცე და წარმატებულია.


      ქეთი ჩხიკვაძემ კოლექციის შესაქმნელად ხავერდი, შიფონი, ტილო და სხვა მასალები გამოიყენა. მთავარი თემა ქალის ელეგანტურობა, სინაზე და ბუნებასთან ჰარმონია გახლდათ. თუმცა დარბაზში მსხდომთ, მგონი თავად დიზაინერი ნამუშევრებზე მეტად მოეწონათ.

      Ambebi.Geსალომე ღვინიაშვილი, მოდელი:

      "მოხარული ვარ, რომ საქართველოში მოდის კვირეული ტარდება. თბილისში 2 დღით სხვა საქმეზე ჩამოვედი და შევეცადე შეძლებისდაგვარად ყველა ჩვენებას დავსწრებოდი, ძალიან მომეწონა და მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. რუსთაველის თეატრში რომ ტარდება კარგია, მაგრამ ვფიქრობ, ამ ყველაფერს დიდი პოდიუმი უფრო მოუხდებოდა".

      შაბათი საღამო უკრაინელი დიზაინერის - ანდრე ტანის ჩვენებით დასრულდა, რომელიც ავთანდილის შემდეგ, აშკარა პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. იგივე შეიძლება ითქვას მის მოდელებზეც. უკრაინელების გამოსვლისას გამოცოცხლება დარბაზსაც დაეტყო, ისინი საოცრად რითმულად მიყვებოდნენ ჩქარ მუსიკას და მათი სიარულის დახვეწილი მანერა დილეტანტი მაყურებლისთვისაც კი თვალშისაცემი იყო - უკვე სიარულით ხვდებოდნენ, რომელი იყო ქართველი მოდელი და რომელი უცხოელი.

      საინტერესოა, რომ ანდრე ტანს პირველი დამოუკიდებელი კოლექცია ასე შეუქმნია - მოდელებმა ფული შეაგროვეს და მან სამოსი შეკერა, რომელიც შემდეგ გოგონებმა თავად გადაინაწილეს. იგი ერთ-ერთი უკრაინული ტელევიზიის წამყვანიცაა.

      ანდრე ტანი:
      "ჩემი კოლექცია ეძღვნება ქალს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ყველაფერს ასწრებს - ოჯახსაც, კარიერასაც და წვეულებებზე სიარულსაც. ამ სამოსით სამსახურშიც შეიძლება წასვლა და საღამოებზეც. აქსესუარებში ნატურალური ოქროც წარმოვადგინე. როცა ეს ჩვენება კიევში მოვაწყვეთ გრძელი ოქროს პოდიუმი გვქონდა, რომელიც აქ ვერ ჩამოვიტანეთ".

      კვირეულის მესამე დღე დიზაინერმა გოგა ნიქაბაძემ გახსნა, რომლის კოლექციის მუზა ბოშა ქალი გახლდათ. შიფონის, ტიულის, აბრეშუმის, ბატისტისა და სხვა ფერადი ქსოვილები აქსესუარებით იყო გამდიდრებული.

      თეონა ელიზბარაშვილის კოლექციის თემა ბოტიჩელის ვენერას დაბადება გახლდათ, ოღონდ გათანამედროვებული. დიდმხრებიან მაისურებზე ვენერას სახე გამოსახა და ჯაჭვებით გააფორმა.

      ჯაჭვებით დამაგრებული კოვზები წარმოგვიდგინა ბიჭოლა თეთრაძემ, რომლის კოლექციამაც ბევრის მოწონება დაიმსახურა, თუმცა კულუარებში საწინააღმდეგოსაც მოისმენდით.

      გასპარ იურკიევიჩი საკმაოდ წარმატებული დიზაინერია. იგი პარიზში დაიბადა, სტაჟირება ჟან პოლ გოტიესა და ტიერი მიულერთან გაიარა. მისი ტანსაცმელი მსოფლიოს ასობით ბუტიკსა და პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრში იყიდება. იურკიევიჩის შოუები ველური პრეზენტაციებითაა ცნობილი, მაგალითად, ერთხელ, მამაკაცის კოლექციის წარმოდგენისას მისმა მოდელებმა ისეთი სექსუალური პოზები განასახიერეს სცენაზე, რომ პუბლიკა შოკში ჩააგდეს. თუმცა საქართველოში მის ჩვენებას განსაკუთრებული არაფერი მოჰყოლია.

      Ambebi.Geუკრაინის fashion დირექტორმა ვიქტორია ზუბენკომ, რომელმაც ზინაიდა ლიხაჩევას კოლექცია შემოგთავაზა (თავად დიზაინერი აქ არ იმყოფებოდა) ქართული Fashion Week ასე შეგვიფასა:

      "არის როგორც პოზიტიური, ასევე ჩვენთვის ცოტა უჩვეულო მომენტები. ქართველებს ძალიან მაგარი დარბაზები გაქვთ, ამაში ხუთიანი გეკუთვნით. კიევში კი ამის დიდი პრობლემაა. რომელიმე ცნობილმა და კარგმა დიზაინერმა ჩვენება ნორმალურ გარემოში რომ გამართოს შეუძლებლის შეძლება გვიწევს. თქვენთან უფრო ტექნიკური პრობლემებია, ჩვენ მაგარ განათებებს, კარგ მუსიკას ვართ მიჩვეულნი. ქართული მოდის კვირეულს განვითარებას ვუსურვებ".

      ორშაბათი დღეც საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. ოქტომბრის მოდის კვირეული ლილია პუსტოვიტის ჩვენებით დასრულდა. იგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უკრაინელი დიზაინერია, ბევრი სახელგანთქმული კლიენტი ჰყავს, რომელთა შორის არიან რუსლანა, სოფია როტარუ, კატერინა და ვიტალინა იუშჩენკოები, თინა კანდელაკი, კრისტინა ორბაკაიტე და სხვები. მისი სამოსი ახალგაზრდული, ინდივიდუალური, ეკლექტური და კომფორტულია. 

      Ambebi.Geაჩიკო მეფარიძემ პუსტოვიტის ნამუშევრები ასე შეაფასა:

      "არ მომწონს არც ფერების შეხამება, არც სტილი... ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. ქართველებიდან ავთანდილისა და დათუნა სულიკაშვილის ნამუშევრები ვნახე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ყველაფერი კარგად შეფუთული და შეკრული იყო - კოსტიუმები, მოდელები, მათი მაკიაჟი, ქსოვილები, ფერები, მუსიკა".

      ჩვენებები რეჟისორმა ქევინ ოუკსმა დადგა, რომელმაც სხვებთან ერთად, მართლაც დიდი შრომა გასწია. უცხოელ სტუმრებს შორის გარდა მოდის კრიტიკოსებისა, საკმაოდ ცნობილი გამოცემების წარმომადგენლებიც იყვნენ. სოფო ჭყონიას სწორედ მათი ჩამოყვანა და ამ ყველაფრის ორგანიზება ევალებოდა.

      მართალია, პროექტის ორგანიზატორები და "სტაფი" ძალ-ღონესა და ენერგიას არ იშურებდნენ, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს პირობებში ეს ბოლომდე შესაძლებელი ჯერ არ არის, რადგან გარკვეულ ხარვეზებს მაინც ჰქონდა ადგილი. თუმცა, დროთა განმავლობაში ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი დაიხვეწება.

      Ambebi.Geმაკა მეტრეველი, Georgian Fashion Week-ის პრეზიდენტი:


      "შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ოქტომბრის მოდის კვირეულმა კარგად ჩაიარა. მართალია, გარკვეული ხარვეზებით, მაგრამ ეს ჩვენზე არ იყო დამოკიდებული - იტალიელმა დიზაინერებმა სამწუხაროდ ბარგი დაკარგეს... სხვა ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. ბევრმა მათგანმა დაიმსახურა მოწონება და ეს იმაშიც გამოიხატა, რომ მათი კოლექციები იქვე გაიყიდა. უცხოელებმა გიორგი ფანცულაიას ნამუშევრები იყიდეს, ბიჭოლა მოეწონათ, აღარაფერს ვამბობ ავთანდილზე".

      - რამდენიმე ჩვენების დროს მუსიკა შეწყდა, მსგავსი ხარვეზებისგან ალბათ თავი უნდა დაგეზღვიათ... 
      - ეს ჩვენი ბრალი არ იყო. ის დისკები, რომლებიც დიზაინერებმა მოიტანეს, ჩვენებაზე არ იყო გათვლილი. მაგალითად, უკრაინელებს 7 წუთიანი დისკი ჰქონდათ, ჩვენ კი საშუალება არ გვქონდა, ის მცირე დროში დაგვემონტაჟებინა და 20 წუთიანი გაგვეხადა".

      ღიმილიანმა და ყურადღებიანმა სტუმრებმა ყველაფერი დადებითად შეაფასეს (როგორც ჩვევიათ ხოლმე უცხოელ დამკვირვებლებს), მომავალში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და დაგვპირდნენ დახმარებას, რათა შემოდგმი fashion week-ები ქართველებმა უფრო მაღალ დონეზე ჩავატაროთ. საერთო ჯამში მართლაც კარგი სანახაობა იყო, თუმცა მაღალ მოდამდე ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია, დასახვეწი უამრავი რამაა. ერთი რამ კი ცხადი იყო - ქართველებს ავთანდილის მსგავსი დიზაინერი ჯერ არ გვყავს..
      .
      კატეგორია: ქართველები | ნანახია: 6742 | დაამატა: Qindi | რეიტინგი: 0.0/0
      სულ კომენტარები: 0
      კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
      [ რეგისტრაცია | შესვლა ]
      შესვლის ფორმა
      რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
      კალენდარი
      «  ოქტომბერი 2010  »
      ორსამოთხხუთპარშაბკვ
          123
      45678910
      11121314151617
      18192021222324
      25262728293031
      Demi's Tweets
      Top 10 News
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41357
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12101
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10915
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7523
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7342
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7097
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6851
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6751
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6708
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან