|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 29 » ლედი გაგა ქველმოქმედებსაც ლიდერობს
13:49 ლედი გაგა ქველმოქმედებსაც ლიდერობს |
ლედი გაგას ადგილი ბევრნაირ ათეულში გამოეძებნება. ალბათ, ჩვენი არ იყოს, თქვენც საკმაოდ გაიკვირვებთ, როდესაც გაიგებთ, რომ სტეფანი ჯერმანოტამ ყველაზე ქველმოქმედი ვარსკვლავების ათეულში დაიდო ადგილი. თანაც, პირველ ადგილზე.
გაგა 2010 წელს მრავალნაირ აქციაში იღებდა მონაწილეობას და განსაკუთრებით სექსუალურ უმცირესობათა დასაცავად არ ზოგავდა ძალებსა და ფინანსებს. გარდა ამისა, ის MAC cosmetics-ის სახე გახდა და მიღებული ანაზღაურება მთლიანად შიდსით დაავადებული ბავშვების ფონდში გადარიცხა.
მასა და მორეადგილოსან ალიშა ქისს ერთობლივ აქციაშიც აქვთ მონაწილეობა მიღებული - როგორც სულ ცოტა ხნის წინ გიყვებოდით, ვარსკვლავებმა მანამდე მიატოვს სოციალური ქსელები, სანამ ბავშვების დასახმარებელი 1 მილიონი არ შეგროვდა.
მესამე პოზიცია ქანთრის შემსრულებელ ახალბედა ვარსკვლავ ტეილორ სვიფტს ერგო.მათ გარდა ათეულში მოხვდნენ დემი მური და მისი მეუღლე, ეშტონ კაჩერი, მეტ დეიმონი, ლეონარდო დი კაპრიო.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 712 |
დაამატა: Qindi
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|