ლედი გაგა ჟურნალმა „Rolling Stone" პოპ-მუსიკის დედოფლად აღიარა. ჟურნალმა არჩევანი 10 არტისტს შორის გააკეთა, რომელთაც ალბომები 2009-2011 წლებში ჩაწერეს. ამასათანავე გათავლისწინებული იყო სხვა ფაქტორებიც: სინგლების და ალბომების გაყიდვების მაჩვენებელი, Billboard-ის ჩარტში პოზიციები, რადიოში ბრუნვა, YouTube-ზე და სოციალურ ქსელებში ნახვები, ჯილდოები და კრიტიკოსების რეცენზიები.
ლედიმ მოპოვებული 1205 ქულით დამარცხა ტეილორ სვფიტი, რომელიც მეორე ადგილზე 881 ინდექსით გავიდა. მათ კვალდაკვალ მოჰყვებათ რიანა (883 ქულა), ბრიტნი სპირსი (674 ქულა) და ბიონსე 668 (ქულა).