ნოემბრის დასაწყისიდანვე შეძლებთ იხილოთ რეჟისორ – Matt Reeves–ის ფილმი – Let Me In, რომელიც ფილმ – "Let The Right One In” –ის რიმეიკი გახლავთ. ფილმის ჟანრი შეფასებულია, როგორც: დრამა, საშინელებათა და თრილერი. ფილმში მონაწილეობენ: Chloe Moretz–ი (Abby), Kodi Smit-McPhee (Owen–ი), Richard Jenkins–ი (მამის როლში), Elias Koteas–ი (პოლიციელი), Cara Buono (Owen–ის დედა), Chris Browning–ი (Jack–ი), Dylan Minnette (Kenny), V.J. Foster–ი (ვამპირი) და სხვანი.
ფილმის მოქმედება ნიუ–მექსიკოში მიმდინარეობს, სადაც 12 წლის ყმაწვილი – Owen–ი ცხოვრობს, რომელიც ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენს, რომ მისი მეზობელი და თითქმის მისივე თანატოლი – Abby ვამპირია. სწორედ იმ დღიდან ამოძრავებთ უჩვეულო წყვილს საერთო ზრახვები. მიუხედავად ფილმის ასეთი აღწერილობისა, იგი სრულიადაც არაა ბავშვური და საკმაოდ ბევრ სულისშემძვრელსა და სისხლიან კადრს მოიცავს. ჩვენ კი ამჯერად ფოტოებსა და პოსტის ბოლოს დართულ ვიდეოს შემოგთავაზებთ.
|