მადონა ახალ ფილმზე მუშაობს W.E., რომელიც ბრიტანეთის მეფე ედუარდ VIII-ის და ამერიკელი უოლის სიმფსონის რომანის შესახებაა. სწორედ ამ რომანის გამო ედუარდ VIII-ის ნაცვლად მისი ძმა გეორგი VI ავიდა ტახტზე. რადგან ფილმი სამეფო ოჯახს ეხება, ამიტომ მადონა კონსულტაციებს სამეფო ოჯახთან გადის. W.E. 2011 წელს გამოვა. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ჯეიმს დარსი, ანდრეა რეიზბორო, ები კორნიში, რიჩარდ კოილი, ნატალი დორმერი და დოურენს ფოკსი.
|