ამერიკელმა პრესის წარმომადგენლებმა ჩაატარეს გამოძიება, რომელიც მელ გიბსონისა და ოქსანა გრიგორიევას ურთიერთობებს ეხება. აღმოჩნდა, რომ მსახიობს თავის ყოფილ საყვარელთან გაფორმებული ჰქონდა შეთანხმება, რის საფუძველზეც, განშორების შემთხვევაში არცერთს არ აქვს უფლება პრეტენზია განაცხადონ ერთმანეთის ქონებაზე. წყვილის შეთანხმების თანახმად, მელ გიბსონი არ არის ვალდებული თავისი ქონება ოქსანას გაუყოს. ერთადერთი, შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი წლის მანძილზე ოქსანას შეუძლია იცხოვროს 'Sherman Oaks'-ის მამულში, მაგრამ მელ გიბსონს მისი გამოსახლება ნებისმიერ დროს შეუძლია.
|