ძირითადად კინოსამყაროს ახალ ამბებში წერენ ვინ რა როლზე დაამტკიცეს, მაგრამ ზოგჯერ გამონაკლისებიც ხდება. ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მელ გიბსონი დიდი სკანდალების შემდეგ ბრუნდება კინოში. მას უნდა შეესრულებინა ეპიზოდური როლი ფილმში 'წვეულება ვეგასში 2'. მელ გიბსონის ახლანდელი მდგომარეობისთვის ეს როლიც კი მნიშვნელოვანია, მაგრამ ფილმის გადამღებმა ჯგუფმა უარი თქვა მსახიობის ფილმში მონაწილეობაზე. ასე, რომ მელ გიბსონი როლის გარეშე დარჩა.
|