ხუთშაბათი, 28.03.2024, 15:19
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » მიშო დადიანი
      19:03
      მიშო დადიანი
      "ბრინჯის ანთება"

      არ გაგიკვირდეს, ეს ხეები გაშიშვლდებიან,
      ეს აივნებიც რათქმაუნდა დავლენ მიწამდე,
      ჩვენს უკან მხოლოდ გარდაცვლილი ყვავილებია,
      და სულგაცლილი ხის ჯვრებია, სადაც ვიწამეთ,

      რომ ღმერთი ცხოვრობს, როგორც ჯინი, და როცა გვინდა,
      თავზე მოვხდით და რომ იქიდან ამოვა იგი,
      ავდგეთ, როკკლუბში მოვუსმინოთ "არშემდგარ წმინდანს",
      ან სულაც დავჯდეთ, ეს გზა მაინც თავისით მიდის.

      რა შემიძლია, რომელიღაც თამაში მქვია,
      იტყვი და ღამეს შეიტყუებ ოთახისაკენ,
      ეს სხვისი ცაა, სხვისი მთვარე და სხვისი მზეა,
      შენ კი ჩიტივით მიფრინდი და გიყრიან საკენკს.

      და გირეკლავენ მიწები და სიგრძეში გზრდიან,
      სიტყვა კი როგორც ავი ძაღლი ყველაფერს დაკბენს,
      არ გაგიკვირდეს, ეს ხეები გაშიშვლდებიან,
      მოვა თოვლი და გადაფარავს ბეღურის საკენკს.

      @@@
      ალბათ შეწყდება ყველა ძახილი
      და ქუჩებს ისევ შერჩება ქარი,
      და გზაზე ისევ ვიღაც გაივლის,
      შენსავით მშვიდი,
      შენსავით წყნარი.

      მე აღარ ვფიქრობ და ვამბობ სიტყვებს,
      წარმოვთქვამ, რასაც ვფიქრობდი წეღან,
      სადღაც რადიო სიმღერას იწყებს
      და ეს სიტყვები მიდიან ჩემგან.

      ვიღაცა ამ გზით სახლამდე მივა,
      რადიო ისევ გაბმულად მღერის,
      მოულოდნელად იწყება წვიმა
      და ჩემთან ერთად სველდება ღმერთიც.

      ეს ქარი, ვიცი, დილამდე ივლის
      და დაჭრილივით მიცოცავს მტკვარი,
      მიწას ეცემა ფოთლების ჩრდილი,
      აქეთკენ ისევ არავინ არი.

      @@@@
      შენ ახლა გცივა, გარეთ ქარია,
      ღრუბლები ქალაქს კვამლივით ასდის,
      მჯერა ტკივილი
      ერთი მგზავრია,
      გულის ჯიბეში ჩამხმარი ვარდით.

      ერთმანეთისკენ რატომღაც ზურგით
      ვწევართ და კედლის სიჩუმეს ვიყოფთ,
      და ყველა ლექსს და სიტყვაზე ზუსტი,
      დუმილი ჩაწვა ჩვენს შორის თითქოს.

      მოხუცმა კაცმა, ქუჩაში სადღაც,
      წაიღო ნისლში იესოს დარდი,
      თენდება ზეცა და თითქოს ახლა
      მე შენი სულის პირისპირ დავრჩი.

      @@@
      დაეშვა მთიდან ყვითელი კვამლი,
      ყინვა ლოთივით აგდია გარეთ,
      ღამე
      პეშვებით
      საფიქრალს მაწვდის
      და ხეზე შერჩა ბურთივით მთვარე.
      სულ სხვანაირად გიხსენებ ახლა,
      რაღაცნაირი
      ღამეა – ნედლი,
      სიბნელე
      ოთახს
      თევზივით ყლაპავს
      და საკუთარ თავს ვუზივარ გვერდით.
      ვღელავ იმგვარად, თითქოს ბოლოჯერ
      უნდა გნახო და მერე წავიდე,
      და გაშიშვლებულ ქალაქში მხოლოდ
      ხეების ჩრდილი ახურავთ ხიდებს.
      თუ ვინმე იყო წავიდა ისიც,
      წავიდა როგორც მიდიან ჩემგან,
      და ქარებს შუა გაბმულად ისმის
      ჩემი გულის ხმა და ჩემი ფეთქვა.

      @@@
      აღარაფერია წინ და უკან ახლა სრულებით,
      სიჩუმე- გაცვეთილ საყელოზე- ისწორებს ღილებს,
      ყოველ დღე, ამ გზიდან, შინისკენ, მოხრილი ვბრუნდები,
      ვაკაკუნებ და კარს საკუთარი აჩრდილი მიღებს.

      @@@
      აქ არაფერი შეიცვლება, ასეა ღმერთო
      ახლა ჩემს ტანში მივცოცავ და სიჩუმე მტკივა,
      და გზა, რომელიც გავიარეთ ოდესღაც ერთად,
      დაჩრდილულია გვამებით და დამძიმდა მიწა.

      აქ არაფერი შეიცვლება, უფალო, ვიცი,
      ჩვენ საკუთარი სხეულები დავტოვეთ ქარში,
      და წამოვედით და საკუთარ ცოდვებსღა ვიცავთ,
      გაწითლებული მიწებია და ღია კარი.

      ვდგავართ ღამეში, თავზე გვაწვიმს, მძიმეა მიწა,
      აქ არაფერი შეიცვლება, უფალო, ვიცი.

      @@@
      ვანესა მეი და დღეს ვიწყებ ამგვარად,
      განწყობით მორიგ დღეს სიკვდილსაც მივუსჯი,
      შენ ახლა მზისფერი სიზმარით გძინავს და
      დილა კი შენს სარკმელს ჩიტივით მიუჯდა.

      გავივლი ქუჩაში, როგორც ეს მჩვევია,
      გამვლელთა თვალიდან სტრიქონებს ვაგროვებ,
      იცი, თამ, იქ ყოველ მათგანში წერია-
      -სიცოცხლე,
      როგორაც არ უნდა ათოვდეთ.

      წვიმა ზის ღრუბელზე, ბავშვობას აპირებს,
      წამოვა და ფერად კადრებად დამაწვიმს,
      ქუჩები იხდიან ბლანფიქსის მანტიას,
      შიშველი კრიოა-სიჩუმის დარაჯი.

      თამ, არის ხანდახან ამინდი იცვლება,
      სიცოცხლეს ფეხებთან გროშივით მოგვიგდებს,
      მე და შენ ყოველდღე თავიდან ვიწყებით,
      და მინდა ამ გზაზე პირველი მოვიდე-

      -სადაც შენ ტიტების სიზმარი დაკრიფე,
      და ექსტრასენსია სადაც კი სიო,
      და ისე, და ისე, და ისე, და ისე,
      და ისე ბავშვურად გინდა რომ სდიო-

      -იმ ფერად ყვავილებს, ნისლებში რომ ყრია…
      ამგვარი განწყობით ცრემლებიც არ მინდა,
      ვუსმენ და მივხვდები სიცოცხლის ნოტია,
      პირველი მოხვედი-დეუქს ექს მაქინა.

      მე ქუჩის კუთხეში თავდახრით დაგიცდი,
      სწორედ აქ დალბება უხეში ლაგაზი,
      ძვირფასო შენ ახლა გძინავს და არ იცი,
      რომ შენი ფანჯრის წინ თავს იკლავს ზამთარი.

      "საშობაო ბარათი თ.ს-ს"
      @@@

      გამოიარე ეს გზა მაშინ, როდესაც დილა-
      -ხელისგულებზე გადაკეცილ ამინდებს ფიქრობს,
      და ეს წერილიც ისეთივე.. – რომ თითქმის კბილი
      (ღმერთმა შემინდოს) რაღა თითქმის, ტკივილი, მიკრო-
      -ელექტრონული ვაგონებით, სულამდე ჩადის.

      გამოიარე, დღეს შობაა, (გილოცავ აქვე),
      ქუჩა, რომელიც
      ეკლესიის
      ეზომდე
      ჩადის,
      ჩადის რატომღაც და ყოველთვის ბრუნდება უკან,
      “მდე”-ანუ შიგნით არასოდეს. ეს ჩემი საქმე-
      -ასეა ვამბობ. დღეს შობაა და მე და ქრისტე
      ერთმანეთს თითქმის არც კი ვიცნობთ
      და დედა სანთლებს
      ანთებს ფანჯრებთან-ღიას ტოვებს, არ ვიცი რატომ,
      ჰო გარეთ ცივა, ზამთარია და სახლში ვამტვრევ
      სიცივეს- ლექსით, ტეხასურის გაცვეთილ კარტით.

      გამოიარე ამ გზით მაშინ, როდესაც არ წვიმს,
      და მზე როდესაც კინოსავით იწყება ცაზე,
      დილა როდესაც სხეულიდან სიბნელეს იჭრის,
      ამოახველე სულში ობლად ჩამხმარი ცარცი.
      ეს ჩემი სუნთქვა, შენ კი იცი (ლექსივით უკვე),
      დღითიდღე ნაკლებს რომ გამოდის კონტაქტზე ჩემთან,
      რომ ერთი ჩვევა-სიგარეტი ვერ დავთმე, უკან
      თუ მოვისროლე ანთებული. ჩვენთან არს ღმერთი!

      გწერ სულ უბრალოდ, წერილია უთუოდ ჩემში,
      და ცხოვრებაში მე პირველად გილოცავ შობას,
      დგას ღამისთევა ტაძრის კართან და შიგნით შედის,
      ჩემი ქუჩა კი მიუყვება თავის თავს ობლად.
      გამოიარე ამ გზით მაშინ როდესაც დუმილს,
      მხოლოდ მოხრილი მეეზოვეს შიშინი არღვევს,
      გამოიარე… ეგ პატარა ბეღურა გული..
      და უთვალებოდ გაიარე ჩემში, ამ გზაზე.

      "კედლის მხარე"
      @@@

      ჩვენ რა უნდა ვქნათ, რა ვიხმაროთ ღონე იმისა,
      რომ უკანასკნელი ფრთასისხლიანი მერცხალიც
      არ გაფრინდეს ამ გარდაცვლილი ბუდიდან.
      და დარჩნენ მხოლოდ ფრჩხილებით ჩამოკაწრული ღამეები,
      და დედამოტყნული ისტორიკოსები,
      რომლებიც თავიანთივე დედისტყვნას,
      ყველაზე მხატვრული ხერხით სტყუიან.
      სადაც ყოველ დღე კარზე გვიკაკუნებენ
      და ჭუჭრუტანიდან საკუთარ სიკვდილს ვხედავთ.

      1
      “და ვიღაც იტყვის: მათი სამშობლო,
      “სამშობლო” – სიტყვას წარმოსთქვამს ასჯერ,
      პატიმარია მხოლოდ და მხოლოდ,
      და მათ გულებში მოიხდის სასჯელს”.

      შენ კი შენს თავში დარჩები
      არსადაც არ წახვალ,
      დაჯდები და საკუთარ ლექსზე ადრე მორჩები.
      და თავჩახრილი, პარალელურ სიზმარს ნახავ,
      სადაც იღვიძებ და პირიდან ხოჭოები ამოგდის.
      მერე კი თავს იმშვიდებ, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო..
      სიზმარი შენ თვითონ ხარ “შე” ნაბიჭვარო,
      ერთი უსიამოვნო სიზმარი,
      რომელიც ისეთი უიღბლო აღმოჩნდი,
      სიგარეტზე ჩასულს,
      გზაზე გადასვლისას,
      მატარებელმა დაგარტყა.

      2
      “და ვიღაც იტყვის: აქ იყო ღამე,
      და მისი ჩრდილი ღამეზე მეტი,
      მერე კი უცებ მოვიდა წვიმა,
      მოვიდა როგორც ცრემლები ღმერთის.”

      მე ჩემი თავის მეზობელი ვარ – ნამდვილად ვიცი,
      მე და მე დილით ადრე გამოვდივართ მოპირდაპირე კარებიდან,
      ერთმანეთს უხმოდ ვესალმებით და კარებს ვკეტავთ.
      და ყოველ დილით ასე გრძელდება.
      გზაზე რათქმაუნდა გვხვდებიან დიზაინშეცვილი პროვინციელები
      და “კარგად ჩაცმული” ” წმინდანები”,
      რომლებიც ყლეობის იმიტაციას აკეთებენ.
      მათ უსათუოდ გავცდები,
      ყველა ჩემი ლექსი “პეპლის ეფექტია”,
      და ყველაფერი დეფექტია,
      რასაც ვერ მივწვდი და ვერ დავწერე.
      ჩემი “ინდივიდუალური სიცივე”,
      ჩემი “საშობაო ბარათი”,
      და ჩემი ასე შემდეგ..
      ვამბობ რომ
      “პეპლის
      ეფექტია”.

      3
      “და როგორც წყალი, აივსო ღამით
      ოთახი, მე კი პირამდე სავსე,
      ვდგები ლექსიდან და გარეთ ქარში,
      საკუთარ ოთახს ფანჯრიდან ვაგდებ.

      "ინდივიდუალური სიცივე"
      @@@
      ბოლო დროს უფრო, როცა მანქანების ხმაურები
      ჭიქებივით იმტვრევიან გზებზე, და სიტყვები
      ღამის ტვინში იხსნებიან, როგორც შაქარი წყალში,
      მე ამ დროს ვფიქრობ ღმერთზე.
      და მე საკმაოდ პირდაპირი,
      და მე ყველაზე ლაბირინთი,
      და მე ყველაზე მე,

      “ვამბობ:
      რომ ღმერთი -მეტაფორაა
      და სხვანაირად ესმის სულყველას,
      და ისიც ხდება ვამბობ პირიქით
      და მივაყოლებ გამომშრალ ხველას.
      რომელშიც არის მწვანე ნერვები
      და იმედები ვიწრო მდინარის,
      და ვერცერთ ლექსში ვეღარ ვეტევი,
      ყველა პასუხზე ვამბობ -ვინ არის”..

      ან იქნებ როგორც ერთმა სენსაციურმა პოეტმა თქვა,
      მე ვარ და ის ქალი, სარეცხს რომ ჰფენს აივანზე,
      და შენც და საერთოდ..
      ჰო, ღმერთი “მარშუტკით” მგზავრობს…რამეთუ “მარშუტკით” მგზავრობს..
      ამ დროს რაღა გრჩება, გარდა ნერვების გალექსვისა,
      და კალიასავით მოხტუნავე კანკალისა, რომელიც ორგანიზმს შეეჩვია,
      ან იმდენად შეეჩვია-აღარც ხტუნაობს.
      მე რა თქმა უნდა მიხარია, რომ მაქვს თვალები
      და იმაში მეხმარება, რომ თვალებით არ ვიფიქრო,
      ჩემი მეგობარი ბრმაა და ერთხელ მითხრა,
      გუშინ სიზმარშიც ბრმა ვიყავი და მარტო ხმები დამესიზმრაო.

      “და მან არ იცის რომ ხმები.. ხმები,
      დადიან გზაზე ნაბიჯებივით,
      და რაც დრო გადის პურივით ხმები,
      და ღმერთს ინახავ გაჭირვებისთვის”.
      მათ კი არაფერი დაუშავებიათ
      ისინი თვითონ გააშავეს,
      ან უბრალოდ მოიცილეს
      და რატომღაც
      სამოთხის შუქს ვერ იხილავენ,
      ხოლო მშობლებს შანსი რჩებათ იმისა, რომ მოინანიონ.
      და ამ საქციელს სახელიც ჰქვია,
      თითქოს ადამიანი იყოს-აბორტი.
      სწორედ ასე ვიჭრი ყველა ქუჩის ხსოვნას
      სადაც გამივლია,
      და ამიკრეფია შიში, როგორც ძირს დაყრილი ხურდა,
      და კანკალის კალიები,
      მაგრამ ეს ყველაფერია ერთი შეკვრა სისულელეა.
      ასე ვერასდროს მოვიქცევი..
      ასე ვერადროს მოვიქცევი.

      “თითქოს და სიზმარს ფანჯრიდან ვხედავ
      და სახლი უფრო არის პროცესი,
      ძილის, სადაც კი ჩვენ ორნი ერთად,
      ერთმანეთითვის დავიხოცებით”.
      კატეგორია: ქართველები | ნანახია: 1113 | დაამატა: teox | რეიტინგი: 0.0/0
      სულ კომენტარები: 0
      კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
      [ რეგისტრაცია | შესვლა ]
      შესვლის ფორმა
      რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
      კალენდარი
      «  თებერვალი 2012  »
      ორსამოთხხუთპარშაბკვ
        12345
      6789101112
      13141516171819
      20212223242526
      272829
      Demi's Tweets
      Top 10 News
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41409
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12104
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10920
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7526
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7345
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7098
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6855
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6752
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6713
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან