პარასკევი, 29.03.2024, 13:25
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2011 » თებერვალი » 12 » მონიკა ბელუჩი - სილამაზე იტალიურად
      11:09
      მონიკა ბელუჩი - სილამაზე იტალიურად
      ასეთი იდეალური ქალისგან ყველაფერს ველოდით, ოღონდ არა იუმორის გრძნობასა და გულწრფელობას, რომლითაც ის "cosmo"-ს კითხვებს პასუხობდა.


      - გაქვთ რამე წესები, რომლის მიხედვითაც მოდას მისდევთ და ცხოვრებას მიჰყვებით?
      - არანაირი განსაკუთრებული წესები არ მაქვს. მე უბრალო ქალი ვარ, ორი შვილის დედა და ცოლი, რომელიც მუშაობს. მეც ისეთივე პრობლემები მაქვს, როგორც ყველა დანარჩენს. რაც შეეხება მოდას, დიდ პატივს ვცემ იმას, რასაც ცნობილი მოდის სახლები აკეთებენ. მშვენივრად ვხვდები, რა შრომასთანაა დაკავშირებული ერთი ნივთის შექმნაც კი. მაგრამ მე მოდის მიმდევარი არ ვარ, მე ჩემი სტილი მაქვს.

      - სახლში რა ენაზე საუბრობთ?
      - ბავშვებს იტალიურად, მეუღლეს კი ფრანგულად ველაპარაკები.

      - მკაცრი დედა ხართ?
      - მხოლოდ ყოფით საკითხებში. მაგალითად მინდა, რომ ბავშვებმა თბილად ჩაიცვან, როცა გარეთ გადიან, მინდა რომ კარგად ჭამონ... სხვა მხრივ, მბრძანებელი არ ვარ.

      - რას ისურვებდით თქვენი ქალიშვილებისთვის?
      - იყვნენ ბედნიერები და ჰქონდეთ რამის მიმართ ვნება და მიდრეკილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც სიცოცხლის შეგრძნებას გვანიჭებს. როცა დილით იღვიძებ და იცი, რომ შენი საყვარელი საქმე გაქვს და მას აკეთებ - ეს არაჩვეულებრივია.

      - გაქვთ რაიმე ჰობი?
      - ბევრი რამის კეთება მიყვარს, მაგრამ ერთ კონკრეტულ რამეზე კონცენტრირება არ მომწონს. მომწონს ცურვა, ზოგჯერ ფიტნესითაც ვარ დაკავებული, მაგრამ არა ყოველთვის. ჩემი სამუშაო დღე...

      - დატვირთულია?
      - ვიტყოდი, რომ ის სრულიად უწესრიგოა.

      - რა არის თქვენთვის სილამაზე?
      - ეს მხოლოდ და მხოლოდ შინაგანი მდგომარეობაა. ძალიან ბევრი ლამაზი ქალი ვერ ხვდება, რომ ლამაზია. ისინი იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს არ სჭირდებათ. შენ ლამაზი მაშინ ხარ, როცა საკუთარი თავი ასეთად მიგაჩნია. სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ სხვები შენზე.

      - რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?
      - მე მოძღვარი არ ვარ, რომ ქადაგება ვიკითხო. მე იტალიელი ქალი ვარ და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია. ვგიჟდები ჩემს საქმეზე, ჩემი პროფესია ჩემი ვნებაა, მაგრამ მე პირველ რიგში ქალი ვარ და მხოლოდ ამის შემდეგ მსახიობი.

      - თქვენ ბევრს მოგზაურობთ. რომელ ქვეყანაშია უკეთესი ცხოვრება?
      - მე ევროპა მიყვარს. მომწონს რომს, პარიზსა და ლონდონს შორის ცხოვრება. ჩემი სამსახური გამუდმებულ მოძრაობას მთავაზობს და ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდები.

      - რაც შეეხება თქვენს სამშობლოს?
      - მე ასი პროცენტით იტალიელი ვარ. პროფესიაშიც მხოლოდ იტალიით ვარ აღფრთოვანებული: ფელინი, ვისკონტი, როსელინი... "მარტინი გოლდის" ვიდეორგოლიც, რომელიც ფილმი უფროა, ვიდრე ჩვეულებრივი რეკლამა - იტალიის ტრადიციისა და თანამედროვეობის მიქსია და ძალიან მსიამოვნებს, რომ მსოფლიო ბრენდებმა "მარტინიმ" და "დოლჩე და გაბანამ" მე საკუთარი პროდუქციის სახედ ამირჩიეს.

      - საჭმელებს თუ ამზადებთ?
      - არა, მაგრამ ჭამა მიყვარს. ბავშვებისთვის მარტივ საჭმელებს ვაკეთებ და ვფიქრობ, ჩემი კულინარიული შესაძლებლობის მხოლოდ მათ სჯერათ.

      - რა გგვრით ღიმილს?
      - ჩემი შვილები და მათი სიცილი.

      - გახსოვთ ბოლოს როდის იცეკვეთ?
      - რა თქმა უნდა, წუხელ. ჩემს ქალიშვილთან ერთად ვიცეკვე, ის მუსიკაზე გიჟდება. მე მისთვის ხშირად ვმღერი, ის კი ხმას მიწყობს ხოლმე.

      - როგორი მუსიკა მოგწონთ?
      - Black soul-ი

      - სახლში ყოფნის დროს თქვენს მეუღლეს სამსახურზე თუ ელაპარაკებით?
      - როგორც წესი, მე მას ვეკითხები ხოლმე "ვენსან, უყიდე გოგონებს პიჟამოები?" ვლაპარაკობთ ჩვეულებრივ ამბებზე.

      - თქვენ დიდი ხნის წინ აპირებდით იურისტი გამხდარიყავით, შეძლებდით იურისტად მუშაობას?
      - არა! ეს ისეთი მოსაწყენი იქნებოდა. ამჟამად როგორც ვცხოვრობ, ასე გაცილებით მომწონს.

      - ოცნება, რომელიც ჯერ არ ასრულებულა, არსებობს?
      - არ არსებობს, იმიტომ რომ მე უკვე ნამდვილად ყველაფერი მაქვს.
      კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 967 | დაამატა: Qindi | რეიტინგი: 0.0/0
      სულ კომენტარები: 0
      კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
      [ რეგისტრაცია | შესვლა ]
      შესვლის ფორმა
      რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
      კალენდარი
      «  თებერვალი 2011  »
      ორსამოთხხუთპარშაბკვ
       123456
      78910111213
      14151617181920
      21222324252627
      28
      Demi's Tweets
      Top 10 News
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41413
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12104
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10923
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7527
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7345
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7098
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6855
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6752
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6714
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან