სამშაბათი, 16.04.2024, 16:17
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2010 » ნოემბერი » 23 » mtv საქართველოში
      17:30
      mtv საქართველოში

      რატომ MTV?

      მთავარი ხიბლი, რის გამოც ის წარმოუდგენლად პოპულარულია, არის ის, რომ MTV-ის “ტონი” არასოდეს არის დიდაქტიკური. ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი ბევრი გადაცემა გასართობის გარდა შემეცნებით ხასიათსაც ატარებს. ის მისაღებია ყველა თინეიჯერისთვის, ვინც თავის მხრივ უყურებს ყველაზე მოდურ არხს და მხოლოდ ცოცხალი მაგალითის ხარჯზე იღებს მისთვის სასურველ ინფორმაციას. MTV არის ბრენდი, რომელმაც თავისი არსებობის 30 წლის მანძილზე მოახერხა და თავი დაიმკვიდრა, როგორც ყველაზე მოდურმა, ინოვაციურმა არხმა არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპის უდიდეს ნაწილშიც. გავიგეთ, რომ ფრენკ სინატრა კლასიკაა, სხვადასხვა შოუებში კი ამ დროს დამწყები მომღერლები ლეონიდ აგუტინის და ფილიპ კირკოროვის სიმღერებს მღერიან. მგონი ქართველმა მომღერლებმა დასაწყისშივე უნდა იცოდნენ, რა ხდება მსოფლიოს პოპ-სამყაროში, რათა სწორი ნაბიჯები გადადგან.

      რა გადაცემები გავა ახალ არხზე?

      არხს არ ერქმევა MTV. სახელი ჯერჯერობით უცნობია, ცნობილია ის, რომ მისი სამაუწყებლო ბადე მთლიანად MTV-ის პროდუქციით იქნება აწყობილი. 24-საათიანი მაუწყებლობა უფასო სიხშირეზე, რუსთავი 2-ის კუთვნილებაა. ეთერში, დღეში 8 საათის ხანგრძლივობით გავა საერთაშორისო მუსიკალური ჰიტები: MTV Dance & MTV Hits-ის არხებიდან. დანარჩენ დროს – MTV-ის პოპულარული სერიალები და რეალითი-შოუები, სხვადასხვა გასართობი გადაცემები – Made, Paris Hilton’s My new BFF, Busted, Punk’d, My super sweet 16 და ა.შ. ყველაფერი იქნება ქართულად დუბლირებული ან ქართული სუბტიტრებით. ქართველ მაყურებელს ექნება საშუალება მოუსმინოს თანამედროვე მეინსტრიმულ მუსიკას, უყუროს სუპერვარსკვლავების ცხოვრებას, ნახოს როგორ ერთობიან მათი თანატოლები აშშ-ში...

      იგეგმება თუ არა სამაუწყებლო ბადეში ქართული გადაცემების ჩასმა?

      თუ გაამართლებს, მაშინ ქართული გადაცემებიც შეიქმნება. ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ ქართულ ბაზარს მოერგოს. ჩვენი და MTV-ის სურვილია ეს ბრენდი საქართველოში დამკვიდრდეს. ბალტიისპირეთში იყო MTV-ის ოფიციალური არხის გაკეთების მცდელობა, მაგრამ ამ პროექტმა ფინანსურად იზარალა. საქართველოს შემთხვევაში, ჯერჯერობით მხოლოდ MTV-ის პროდუქცია გავა ეთერში, ამიერკავკასიის რეგიონის ათვისება მათ ინტერესებში შედის. წარმატების შემთხვევაში იმედია მთავრობა მიხვდება, რომ საჭიროა მსგავსი არხის საქართველოში არსებობა და იყიდის თავად ბრენდს, რაც დაახლოებით 7-10 მილიონი დოლარი ჯდება.

      როგორც ცნობილია, MTV impact-ის ეგიდით საქართველოში დიდი კონცერტის ჩატარება იგეგმება, სადაც პოპ-სამყაროს ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. აქვს თუ არა ამ პროექტს კავშირი ახალ მაუწყებლობასთან?

      კონცერტი, ისევე როგორც ეს არხი, საქართველოში თანამედროვე მუსიკის პოპულარიზაციის და ახალგაზრდების დაინტერესების მცდელობაა. მისი ჩატარება გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისშია დაგეგმილი. სავარაუდოდ, შესაძლებელია 2-3 დღიანი ფესტივალის სახე მიეცეს, სადაც არაერთი დიდი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი იქნება ბიუჯეტი – 2 თუ 10 მილიონი დოლარი. ეს პროექტი წესით ზაფხულში უნდა განხორციელებულიყო და ახალი არხის ერთგვარი რეკლამა უნდა ყოფილიყო, თუმცა მაშინ სხვადასხვა მიზეზის გამო შოუ გადაიდო. კონცერტი MTV-ის ყველა ოფიციალურ არხზე იქნება რეკლამირებული. საქართველოსთან ერთად, მის ინტერესებშიცაა, რომ იქ რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვიდეს.

      კატეგორია: ქართველები | ნანახია: 1055 | დაამატა: Qindi | რეიტინგი: 0.0/0
      სულ კომენტარები: 0
      კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
      [ რეგისტრაცია | შესვლა ]
      შესვლის ფორმა
      რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
      კალენდარი
      «  ნოემბერი 2010  »
      ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1234567
      891011121314
      15161718192021
      22232425262728
      2930
      Demi's Tweets
      Top 10 News
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41518
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12120
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10949
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7531
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7345
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7101
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6860
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6758
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6718
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან