გთავაზობთ ფრანგი დიზაინერის – Romain Kremer–ისა და სათვალეების მწარმოებელი გერმანული მარკა – Mykita–ს მიერ ერთობლივ განხორციელებულ მზის სათვალის ნიმუშებს, რომელიც მათ 2010 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის შექმნეს.
სათვალეები საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. მაგალითად ნიმუშებიდან ერთ–ერთი, რომლის სახელწოდებაცაა – YURI (იური გაგარანის საპატივსაცემოდ), საკმაოდ დიდი ზომისაა და შუბლს მთლიანად ფარავს. როგორც ავტორები განმარტავენ, სათვალე არა მხოლოდ თვალებს, არამედ მესამე თვალსაც იცავს. მისი საცალო ფასი 575 ევრო გახლავთ.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ პირველად პუბლიკის წინაშე ამ სათვალით – Lady GaGa წარსდგა ( რომელიც პრაქტუკულად გაგარინის მოგვარეა).
გთავაზობთ სათვალის ნიმუშთა ფოტოებს: