პარასკევი, 19.04.2024, 19:41
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 27 » "ნანუკას შოუს" როსტომ უკრაინელი დეპუტატი სამშობიაროში მიატოვა
      13:57
      "ნანუკას შოუს" როსტომ უკრაინელი დეპუტატი სამშობიაროში მიატოვა
      ამ ამბის შესახებ თბილისში ცოტა ხანს ჭორაობდნენ - "ნანუკას შოუს" დიჯეი და იმავდროულად ბიზნესის სპეციალისტი ლევან როსტოშვილი ცნობილ უკრაინელ გოგონას გაუმიჯნურდა, რომელიც მისგან დაორსულდა კიდეც... თუმცა მოგვიანებით ჭორაობა შეწყდა და როგორ განვითარდა მოვლენები, ამას ახლა გიამბობთ. 

      ოლიმპიურმა ჩემპიონმა ცურვაში, უკრაინის რეგიონულმა დეპუტატმა, ეროვნულმა გმირმა და უკრაინაში "ოქროს თევზად" წოდებულმა იანა კლოჩკოვამ სამი თვის წინ იმშობიარა, პატარა ალექსანდრე გააჩინა და როგორც თვითონ ამბობს, ბავშვის მამას, ანუ ლევანს, მხოლოდ სამშობიაროში უნახავს შვილი, მას მერე მისი ამბებით არ დაინტერესებულა. უკრაინაში ამ თემაზე ჭორაობა არ წყდება და "ქართველი ბიზნესმენის" უპასუხისმგებლობისა და ალფონსობის შესახებ ხშირად იწერება. 

      ლევანისა და "ოქროს თევზის" არშემდგარი "ქართულ-უკრაინული" ქორწილით და იმით, რა ხდება სინამდვილეში, ჩვენც დავინტერესდით. 

      ოლიმპიური ჩემპიონი იანა კლოჩკოვა კიევში ერთ-ერთ კაფეში გაიცნო, როცა იქ საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. როგორც თვითონ ამბობს, უბრალოდ "დადიოდა" მასთან, როგორც რიგით ქალთან, მერე კი იანა დაორსულდა. თითქოს ლევანს არც ჰყვარებია და არც არასდროს უფიქრია დაქორწინებაზე, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულ პრესაში ხშირად ჩნდებოდა მათი ერთობლივი ფოტოები და იწერებოდა, რომ ისინი შვილის გაჩენისთანავე დაქორწინებას აპირებდნენ. ლევანს, როგორც ჩანს, არ სურდა ეს ურთიერთობა, არც უკრაინაში ცხოვრება. თუმცა ამბობდა, რომ შვილს დიდი სიხარულითა და მოუთმენლად ელოდა და ბედნიერი იყო ამის გამო. არადა, სულ სხვაგვარად ვითარდებოდა მოვლენები უკრაინაში და თვით ლევანიც იქაურ ჟურნალისტებთან სულ სხვაგვარად საუბრობდა, იფერებდა ოფიციალური სასიძოს როლს და არც ფოტოგრაფების წინაშე პოზირებაზე ამბობდა უარს მომავალ ცოლთან ერთად.

      იანა მასთან ინტერვიუზე მისულ ყველა ჟურნალისტს თავის მომავალ ქორწილსა და ნათესავებზე ესაუბრებოდა. აღნიშნავდა, რომ ლევანის ნათესავებიც გაიცნო, მის დედასა და დას ელაპარაკებოდა ტელეფონით და საქართველოშიც კი იყო მათ გასაცნობად ჩამოსული. ქორწილის შესახებაც საუბრობდა და ამბობდა, რომ წყნარი ქორწილი უნდოდა, არა ქართული, რომელიც ძალიან ხმაურიანია. "დიახ, ჩვენთან ქორწილზე შეიძლება 500-600 ადამიანი შეიკრიბოს. - ამბობდა ჟურნალისტებთან ლევანი, რომელიც კიევში მორიგი ყოფნის დროს საცოლესთან ცხოვრობდა, - ყველა სვამს, ცეკვავს, ერთობა, შეიძლება, ერთ კვირასაც კი გაგრძელდეს. ასეთი ქორწილის გადახდა უკრაინაში ჯერ არარეალურია. საქართველოდან უკრაინაში ყველა სტუმარს ვერ ჩამოვიყვანთ. თუმცა შეიძლება, ერთი ქორწილი უკრაინაში იყოს, მერე კი - საქართველოში". 

      ... მერე კი ბავშვიც გაჩნდა - ივნისის ბოლოს. სამშობიაროში ყველამ მოიყარა თავი - იანას მშობლებმა, მეგობრებმა, ჟურნალისტებმა და... ლევანმა, რომელიც მშობიარობას არ დასწრებია, მერე კი შევიდა ბავშვის სანახავად.

      - ძალიან ბედნიერი ვარ, - ვერ იკავებდა ემოციებს ახალბედა მამა, - ჩემი სანდრო გოლიათია! სიგრძე დამავიწყდა, წონა კი 4400 გრამია. მე მგავს უფრო, მუქი თმა აქვს, მუქი თვალები... ხელები ამიკანკალდა, პირველად რომ ავიყვანე ხელში. თვალებზე ცრემლიც კი მომადგა...

      იანას თქმითაც, ბავშვი დაბადებიდანვე მამის ასლი იყო. სახელად კი ალექსანდრე იმიტომ დაარქვეს, მერე სანდრო უნდა ეწოდებინათ, თუმცა ახალბედა დედის გეგმები რეალობამ სულ მალე შეცვალა.


      Ambebi.Ge"სიყვარულით დაბრმავებული" 

      თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ამას შესახებ თავიდანვე საკუთარი მოსაზრება ჰქონდა იანას მამას, ალექსანდრე კლოჩკოვს, რომელიც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა მისი შვილის ურთიერთობას "ქართველ ალფონსთან" და მკვეთრ განცხადებებსაც არ ერიდებოდა, მით უმეტეს მას მერე, რაც ლევანისგან მუქარის ზარები გაისმა, შვილის საქართველოში წამოყვანის შესახებ:

      - რა ურთიერთობები უნდა მქონდეს ამ ადამიანთან? ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვიტყვი - ის მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური სუბსტანციაა, ჩემი შვილის გამნაყოფიერებელი. ათასობით ადამიანია, რომელიც ასე იქცევა, ღამით გაანაყოფიერებს და დილას გარბის. რა სიყვარულზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? ერთი თვეც არ უცხოვრიათ ერთად. ჩემს შვილიშვილს გვარიც ჩვენი ექნება - კლოჩკოვი! ის კაცი არანაირად არ მჭირდება. არც ჩემს ქალიშვილს სჭირდება. ის ალფონსია. მანქანა დაუმტვრია იანას, მისი რემონტისთვის ჩემმა შვილმა ხუთი ათასი გრივენი გადაიხადა. აქ კარგად მოეწყო, ბინა ჰქონდა, ფული, კარგი მანქანით დასეირნობდა, მოწმობის გარეშე. იცოდა, რომ ნომერს "ßÍÀ" არავინ გააჩერებდა, და თუ გააჩერებდა, იანას დაურეკავდა და შესჩივლებდა. ჩემი შვილი ყველაფერს ითმენდა, ალბათ სიყვარულის გამო, და თვალები თითქოს დაბრმავებული ჰქონდა. 

      ადამიანი, რომელიც კაზინოებში დადის და დილამდე კარტს თამაშობს, მერე კი შუადღემდე სძინავს, ნორმალურია? და საკუთარ თავს აძლევს უფლებას თქვას, რომ შვილს საქართველოში წაიყვანს, იმიტომ, რომ "ხოხოლებს" არ შეუძლიათ ნამდვილი მამაკაცების აღზრდა... იმ მითსაც გავფანტავ, თითქოს ლევანი წარმატებული ბიზნესმენია. ის არავითარი ბიზნესმენი არ არის. იანამ თვითონ თქვა, რომ რესტორნებში მის ნაცვლად იხდიდა ფულს. ხოლო როდესაც საქართველოში ჩავიდა მასთან, ლევანის დედას უთქვამს: "მიეცი ფული ლევანს, მას თავისი საქმის წამოწყება სურს!" რომ ვერ მიიღო ის, რაც უნდოდა, მიატოვა კიდეც... საერთოდაც, უკრაინაში აღარ უნდა ჩამოუშვან და დეპორტირებულ უნდა იქნას, ის ნამდვილი აფერისტია. ლევანის მშობლებთან ტელეფონით მქონდა ურთიერთობა. წარმოიდგინეთ, მათაც გაგვაფრთხილეს, რომ მათ შვილს მოვრიდებოდით. მე არც მინახავს თვითონ, არც ჩემს ცოლს. ერთხელ შევთანხმდით შეხვედრაზე, ცოლმა სუფრა გაშალა, ველოდეთ, ის კი არ მოვიდა და არც დაგვირეკა... იმასაც კი ამბობდნენ, თითქოს ლევანის დედამ დაიწუნა ჩემი შვილი. ესეც აბსურდია".

      როგორც იანა ამბობდა, ბავშვის დაბადების დროისთვის ლევანის მშობლებიც აპირებდნენ ჩასვლას, თუმცა მოგვიანებით თქვა:

      - სამწუხაროდ, არ გამოუვიდათ, მაგრამ ლევანის მშობლებმაც და მისმა დამაც ტელეფონით მომილოცეს და საქართველოში სტუმრად დამპატიჟეს. 

      Ambebi.Ge- იანა, ჩანს, ბავშვის დაბადებამაც ვერ შეარიგა შენი მშობლები ლევანთან?
      - ასე ვიტყოდი, დედასა და მამას სურთ, რომ ბედნიერი ვიყო, ეს ხომ ბუნებრივია. შვილიშვილსაც ყველაფერს საუკეთესოს უსურვებენ. თითქმის მთელი ორსულობა მარტო ვიყავი, მერეც, ერთხელ ნახა ბავშვი, ალბათ ისიც ინტერესის გამო, მას მერე კი არ უნახავს, საქართველოში წავიდა. ამიტომაც აქვთ ასეთი რეაქცია... 

      - გავიგეთ, რომ ის ხშირად გირეკავს, მას მერეც, რაც საცხოვრებლად მშობლების სახლში გადახვედი, სურს, ბავშვი საქართველოში წაიყვანოს...
      - რას ვიზამ, ცეცხლოვანი ქართული ხასიათი აქვს, ვცდილობ ავუხსნა, რომ ჯობს, ყველაფერი მშვიდობიანად გადავწყვიტოთ, მაგრამ არ გამომდის... ჩვენ ძალიან სხვადასხვაგვარი ადამიანები ვართ, სხვადასხვა მენტალიტეტი გვაქვს. - ამბობს იანა, რომელიც მანამდე აღფრთოვანებული იყო ლევანის ხასიათით, - რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ის არასერიოზული ადამიანია, პასუხისმგებლობის გრძნობის გარეშე. თვითონაც ბავშვივით არის, რომელსაც მოვლა სჭირდება, ჯერ კიდევ არ არის გაზრდილი... ლევანმა არ ისურვა, ჩემი და ჩემი შვილის გამო ცხოვრების წესი შეეცვალა, ფეხი დაჰკრა და საქართველოში გაიქცა. მგონია, რომ ეს არაკაცურია. როდესაც მისი საქციელი გავაანალიზე, გადავწყვიტე, წერტილი დამესვა ჩვენი ურთიერთობებისთვის... თუ მომავალში გადაწყვეტს შვილის ფინანსურ დახმარებას, მე არ ავუკრძალავ, არც მასთან ურთიერთობას დავუშლი. სასამართლოში ჩივილსა და ალიმენტის მოთხოვნას კი არ ვაპირებ. და საერთოდ, არ მიმაჩნია თავი მიტოვებულ, უბედურ ქალად. პირიქით, ახალგაზრდა და ბედნიერი დედა ვარ, რომელმაც ბევრს მიაღწია და კიდევ ბევრს მიაღწევს. ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული - ჩემი და ჩემი შვილის ბედნიერებაც... 

      მარიამ ლაღიძე

      ჟურნალი "რეიტინგი"


      კატეგორია: ქართველები | ნანახია: 1765 | დაამატა: Qindi | რეიტინგი: 0.0/0
      სულ კომენტარები: 0
      კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
      [ რეგისტრაცია | შესვლა ]
      შესვლის ფორმა
      რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
      კალენდარი
      «  ოქტომბერი 2010  »
      ორსამოთხხუთპარშაბკვ
          123
      45678910
      11121314151617
      18192021222324
      25262728293031
      Demi's Tweets
      Top 10 News
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41535
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12121
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10950
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7533
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7346
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7101
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6861
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6758
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6718
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან