|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 4 » ნაომი ქემპბელი და ვლადისლავ დორონინი ეგვიპტეში დაქორწინდებიან
20:10 ნაომი ქემპბელი და ვლადისლავ დორონინი ეგვიპტეში დაქორწინდებიან |
ნაომი ქემპბელი თავის რუს საქმროზე მზის ღმერთის ტაძარში დაქორწინდება.
ბრიტანელი ტოპ-მოდელი, რუს მილიარდელ ვლადისლავ დორონინს ცოლად დეკემბრის დასაწყისში გაყვება. როგორც ადგილობრივი გაზეთი "ალ-აჰრამი" ირწმუნება, ქორწილი ლუქსორში, ძველ ეგვიპტურ ტაძარში გაიმართება, ხოლო მდიდრული ზეიმი ასეულობით მსოფლიო ვარსკვლავის მონაწილეობით ორ დღეს, 7და 8 დეკემბერს, გასტანს.
40 წლის "შავი პანტერის" და 47 წლის დორონინის ქორწილი, ძვ.წ.აღ. მე-14 საუკუნეში აგებულ მზის ღმერთის, ამონის ტაძარში გაიმართება, აღნიშნავს "იტარ-ტასი".
ქორწილში რამდენიმე ასეული ცნობილი ადამიანია მიწვეული. მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავები, დიზინერები და მოდელები. თაფლობისთვეს ახალდაქორწინებულები ლუქსორშივე, ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ სასტუმრო Old Winter Palace-ში გაატარებენ.
მეწარმე ვლადისლავ დორონინმა და ნაომი ქემპბელმა ერთმანეთი 2008 წლის თებერვალში გაიცნეს. უკვე შემოდგომაზე კი მათი ქორწილის შესახებ ლაპარაკობდნენ. პრესაში წერდნენ, რომ დორონინს საქორწინო ტანსაცმელი და ბეჭდები შეკვეთილი ჰქონდა. ამბობდნენ, რომ ნაომის შვილის გაჩენა სურდა და გათხოვების გამო მზად იყო რელიგიაც კი შეეცვალა და მართლმადიდებელი გამხდარიყო .
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 982 |
დაამატა: Qindi
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|