|
მთავარი » 2011 » იანვარი » 18 » ნიკოლ კიდმანს მეორე ქალიშვილი შეეძინა
13:40 ნიკოლ კიდმანს მეორე ქალიშვილი შეეძინა |
ნიკოლ კიდმანისა და მისი მეუღლე კეიტ ურბანის (Keith Lionel Urban) ოჯახში მატებაა. ვარსკვლავურ წყვილს მეორე ქალიშვილი შეეძინა.
გოგონას, რომელიც წყვილს სუროგატმა დედამ გაუჩინა, ფეიტ მარგარეტი დაარქვეს. პატარა 28 დეკემბერს ტენესის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიბადა.
"ჩვენი ოჯახი ამ სიახლით ბედნიერია. მადლობა ყველას, ვინც ამაში დაგვეხმარა. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სუროგატ დედას", - ნათქვამია წყვილის განცხადებაში.
2008 წელს ნიკოლმა თავისი პირველი შვილი გააჩინა, მაგრამ ამის შემდეგ 43 წლის მსახიობის ყველა მცდელობა, ბავშვი კვლავ თავად გაეჩინა, ამაო გამოდგა. ამიტომ ნიკოლს ალტერნატიული გზების ძიება მოუხდა.
კეიტ ურბანთან ქალიშვილების გარდა, ნიკოლს ორი აყვანილი შვილი იზაბელა და კონორი ჰყავს. ბავშვები ნიკოლმა ტომ კრუზთან თანაცხოვრების დროს იშვილა. განქორწინების შემდეგ აყვანილმა შვილებმა ტომ კრუზთან ცხოვრება არჩიეს.
By Ambebi
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 685 |
დაამატა: Qindi
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|