პარასკევი, 29.03.2024, 02:54
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 22 » ოხ ეს წიგნები...
      20:13
      ოხ ეს წიგნები...
      ახალგაზრდები და წიგნები ის თემაა, რომელზეც საკმაოდ ბევრს საუბრობენ. ამ საკითხს არჩევენ უფროსი თაობის წარმომადგენლები და თავად ახალგაზრდებიც. ზოგადად, მიჩნეულია, რომ ყოველ ახალი თაობა უფრო ნაკლებად კითხლობს წიგნებს და უფრო მეტ დროს სხვა აქტივობებს უთმობს, როგორიცაა სპორტი, კომპიუტერი და ა.შ.

      დღევანდელ ახალგაზრდებში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ჯგუფი: ისეთები, რომლებიც საერთოდ არ კითხულობენ წიგნებს; ისინი, ვინც კითხულობს მხოლოდ იმისათვის, რომ თავი მოიწონოს; ისეთები, რომლებსაც წიგნის კითხვას არაფერი ურჩევნიათ; რა თქმა უნდა, ეს არაა სრული სურათი და ახალგაზრდები მხოლოდ ამ სამ ჯგუფში არ ერთიანდებიან.

      ხშირად განიხილავენ იმ საკითხსაც, რას კითხულობენ ახალგაზრდები. გავრცელებულია აზრი, თითქოს, ისინი წიგნებს მხოლოდ იმის მიხედვით ირჩევენ, რომელიც მათ ინტელექტს გაუსვამს ხაზს. კლასიკური ნაწარმოებების კითხვა კარგ ტონად ითვლება და, შესაბამისად, ბევრი ადამიანი მხოლოდ იმიტომ კითხულობს მათ, რომ შემდეგ თავი მოიწონოს.

      "რეზონანსი" დაინტერესდა დღესდღეობით რისი კითხვა უფრო იტაცებს ახალგაზრდებს და რის მიხედვით არჩევენ ისინი წიგნებს. მართლაც მოქმედებს თუ არა მათ არჩევანზე სხვისთვის თავის მოწონების მომენტი.
      სალომე შველიძე ირჩევს ერთ მწერალს და მის მთელ შემოქმედებას კითხულობს. ეს თვისება მას ბავშვობიდან მოჰყვება: "წიგნების კითხვისა და ფილმების ყურების ერთნაირი სქემა მაქვს. ვირჩევ ერთ მსახიობს და მის ყველა ფილმს ვუყურებ. ასე ვარ წიგნებზეც, ვირჩევ ერთ მწერალს და რომელ წიგნზეც ხელი მიმიწვდება, ყველაფერს ვკითხულობ.

      ასე კითხვას ბავშვობიდან მივეჩვიე. შეიძლება, ეს მწერალი საერთოდ არ იყოს საქვეყნოდ ცნობილი ან კლასიკოსი. მახსოვს, ბავშვობაში ასე პირველად ნოდარ დუმბაძის წიგნები წავიკითხე. ამის შემდეგ უკვე ჟიულ ვერნის ტომეულის კითხვა დავიწყე. თუ სწორად მახსოვს, რვა ტომი გვქონდა და სხვა ავტორზე მანამდე არ გადავედი, სანამ ყველა არ დავამთავრე. წავიკითხე დოსტოევსკიც. რამდენიმე წლის წინ პაულო კოელიოს წიგნები ამოვწურე.

      ამჟამად გაბრიელ გარსია მარკესით ვარ გატაცებული. სადაც რამეს წავაწყდები მის დაწერილს, აუცილებლად ვყიდულობ და ვკითხულობ. თუმცა, ამას არ ვაკეთებ მხოლოდ იმის გამო, რომ დღეს მარკესის კითხვა მოდაშია. მართლა მაინტერესებს, რას წერს ეს ადამიანი ისეთს, მთელი მსოფლიო რომ გააგიჟა.
      მარკესის მერე არ ვიცი რომელ მწერალზე გადავალ. მეგობრებს, უფროსებს ვკითხავ რჩევას და მათ მიერ შემოთავაზებულ წიგნებსაც წავიკითხავ", - ამბობს სალომე შველიძე.

      ისევე, როგორც ყველაფერში, წიგნებშიც არის ხოლმე სხვადასხვა ავტორის ამოჩემების პერიოდები. როდესაც რამე გახმაურებული რომანი გამოვა, მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი კითხულობს. წიგნის პოპულარიზაციას ხელს უწყობს მის მიხედვით ფილმის გადაღებაც.
      "ჰარი პოტერი იმის ნათელი მაგალითია, როგორ შეიძლება ფილმმა პოპულარული გახადოს წიგნი. დარწმუნებული ვარ, უამრავი ბავშვი ჯერ ფილმს უყურებს და ამის შემდეგ უჩნდება წიგნის წაკითხვის სურვილი; ან პირველი ფილმის ყურების შემდეგ მოუნდათ წინასწარ წაეკითხათ წიგნის მომდევნო ნაწილები და დალოდებოდნენ ფილმს.

      პირადად მე "პარფიუმერის" მაგალითიც მახსენდება. როგორც კი ფილმი გამოვიდა, მაშინვე ყველას დააინტერესა წაეკითხა პატრიკ ზუსკინდის ეს ნაწარმოები. მახსოვს, პირადად მე ძლივს ვიშოვნე ეს წიგნი. ასევეა "და ვინჩის კოდზეც".

      ფილმების მიხედვით წიგნებს მეც ვარჩევ. ყოველთვის ჯერ ფილმს ვუყურებ და მერე ვკითხულობ ნაწარმოებს. მანამდე შეიძლება, იმ წიგნის არსებობის შესახებ არც კი ვიცოდე.
      ამჟამად მარკესის წიგნს ვკითხულობ "სიყვარული ჟამიანობის დროს". რა თქმა უნდა, ამ წიგნის არსებობის შესახებ ვიცოდი, თუმცა წაკითხვა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ფილმი ვნახე. ამას რომ დავამთავრებ, მერე კიდევ სხვა წიგნს ამოვარჩევ ეკრანიზაციის მიხედვით.

      ერთადერთი, არასოდეს წავიკითხავ "ბინდს". ახლა ეს წიგნი აგიჟებს მთელი მსოფლიოს თინეიჯერებს. ამ ვამპირულმა ისტორიამ, ფილმმაც და წიგნმაც ძალიან დიდი პოპულარულობა მოიპოვა. ვთვლი, რომ ამ წიგნის წაკითხვა დროის ამაო ხარჯვაა. მე მირჩევნია, ეს დრო სხვა, უფრო საინტერესო რამეს წაკითხვას მოვანდომო", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბარში მიშიკო ნებიერიძემ.

      მსოფლიო კლასიკის კითხვა ადამიანის დადებით მხარედ ითვლება. სხვის თვალში ასამაღლებლად ბევრი ახალგაზრდა უსვამს ხაზს იმას, რომ კლასიკური ნაწარმოებები წაკითხული აქვს. ზოგიერთს რამდენიმე ამონარიდიც აქვს ნასწავლი და თვლის, რომ მათი ციტირებით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს გარშემომყოფებზე. არიან ისეთებიც, რომლებსაც მთელი ნაწარმოებები არც კი აქვთ წაკითხული და იტყუებიან.

      22 წლის თეონა ხშირად მხოლოდ იმიტომ კითხულობს წიგნებს, რომ ეს აუცილებელია. იგი მიიჩნევს, რომ არის წიგნები, რომლებიც თუ წაკითხული არ გაქვს, სირცხვილია. ამის გამო, არავისთან რომ არ შერცხვეს, ურჩევნია წიგნი ძალით წაიკითხოს და ერთი სული ჰქონდეს, ბოლოში როდის ჩავა:
      "ის წიგნები, რომლებიც მსოფლიო კლასიკას მიეკუთვნება, წაკითხული აუცილებლად უნდა გქონდეს. შეიძლება, არ მოგეწონოს, კითხვის დროს გვერდებს ითვლიდე ბოლოში როდის გახვალ, მაგრამ მაინც უნდა წაიკითხო. მე ასე წავიკითხე ძალიან ბევრი ნაწარმოები. მაგალითად, ვერ გეტყვით, რომ "ანა კარენინას" ან "ოსტატი და მარგარიტას" კითხვის დროს ძალიან მოხიბლული ვიყავი ნაწარმოებით, მაგრამ მაინც წავიკითხე.

      სირცხვილად მიმაჩნია ვთქვა, რომ ეს ორი წიგნი წაკითხული არ მაქვს. ასევეა სხვა წიგნებზეც. "ფაუსტი", "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" და სხვა ასეთ წიგნებზე შთაბეჭდილება აუცილებლად უნდა გქონდეს. არა მარტო იმიტომ, რომ ვიღაცის თვალში ნაკითხი გამოჩნდე, თუმცა ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. იმიტომაც უნდა გამოიყენო ის ყველაფერი, რასაც კითხულობ. გაიმდიდრო ლექსიკა, ისწავლო წიგნებიდან რაღაცები", - უთხრა "რეზონანსს" თეონამ.

      წიგნის სხვადასხვა მაღაზია ყოველთვიურად აქვეყნებს თვის ყველაზე გაყიდვადი წიგნების სიას. "პარნასში" ამ თვის ბესტსელერი რონალდ დ. ასმუსის წიგნია - "მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა".

      ქეთი თოდუა
      გაზეთი ”რეზონანსი



      კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1075 | დაამატა: Qindi | რეიტინგი: 0.0/0
      სულ კომენტარები: 0
      კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
      [ რეგისტრაცია | შესვლა ]
      შესვლის ფორმა
      რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
      კალენდარი
      «  ოქტომბერი 2010  »
      ორსამოთხხუთპარშაბკვ
          123
      45678910
      11121314151617
      18192021222324
      25262728293031
      Demi's Tweets
      Top 10 News
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41411
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12104
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10922
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7526
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7345
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7098
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6855
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6752
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6714
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან