საიტ Collider-ის ცნობით, მსახიობი რობერტ პატინსონი მთავარ როლს შეასრულებს დევიდ კრონენბერგის ახალ ფილმში. ფილმი დაფუძნებულია ამერიკელი მწერლის დონ დელილოს რომანზე. ნაწარმოები ახალგაზრდა მილიარდელ ერიკ პეკერზეა, რომელიც დალაქთან მიდის თავისი ლიმუზინით. გზად მას მოულოდნელი სირთულეები ხვდება, რის შემდეგაც იგი მთელ ქონებას კარგავს. თავიდან მილიარდელი პეკერის როლი კოლინ ფარელს შესთავაზეს, მაგრამ მსახიობმა, გადატვირთული გრაფიკის გამო, უარი თქვა პროექტზე. საბოლოოდ მთავარი როლი რობერტ პატინსონს შესთავაზეს. მთავარი გმირის მეუღლის როლს ფრანგი მსახიობი მარიონ კოტიიარი შეასრულებს.