პარასკევი, 26.04.2024, 06:30
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2011 » ნოემბერი » 29 » პოეტ მიშო დადიანის რამოდენიმე ლექსი
      07:48
      პოეტ მიშო დადიანის რამოდენიმე ლექსი
      (პარანოია)

      ეს ალბათ ის ხმა არი, რომლისაც გეშინოდა მუდამ,
      და მერე დაიძინა შენივე ხელთნაკეთი ძილით,
      დაღმართში თავის თავი ბარბაცით ჩაირბინა ქუჩამ,
      სადაც კი კოპშეკრული დოინჯით გელოდება დილა.

      ერთხელაც გადაყლაპე ბოთლიდან წამოსული კვამლი,
      რეცეპტი მარტივია, ჯერ უნდა შეურიო თუთუმს,
      და მერე არ ვაგრძელებ, ზოგადად შენ იყენებ წამლად,
      ამ დამპალ ნერვების და უთავსებ გახუნებულ დუმილს.

      და ასწრებ საკუთარ თავს, მეორე წრეზე ეტყვი სალამს,
      (ან სულაც არ ეტყვი და ჩაუვლი უბრალოდ და ისე)...
      ვიცი რომ ბავშვობაში ძალიან გაცინებდა. შემდეგ...
      და ახლა თავს იმართლებ ამისთვის დავკარგეო ძალა.

      ფანჯრების სილუეტი-მოწყვეტით მიამსხვრიე კედელს,
      თვალი რომ გაგიშტერდა-გადმოგყვა-მოისროლე უცებ,
      კუთხეში მოკუნტული სიჩუმე წაიკითხავს ლოცვას,
      უდროოდ ფხიზლდები და გარეთ კი ამინდია ბეცი.

      ეს სწორედ ის ხმა არი, ასე... რომ გეშინოდა მუდამ,
      დარჩენა-მარტოდ-მარტო და შენი ცარიელი სახლი,
      და ძველი ნივთებივით, ოთახში ის დღეები ყრია-
      -სადაც შენ იცხოვრე და ჩაკეცილ ფურცლად დარჩი ახლაც.

      ერთხელაც შეისუნთქე ბოთლიდან წამოსული კვამლი,
      ჰო კაი, რა დღეში ხარ, სულ ასე მეტისმეტი იცი,
      გახსნილი ოპინელით ზიხარ და გაყინული სახით-
      -ავსტრიის დედაქალაქს თქვართქვარით გაუვიდა სისხლი.

      (აკროსტიქი)

      თ-ანდათან ნარნარად ქარდაქარ მედება,
      ა-ნაზდად შენიდან მოსული ინ პეტტო,
      მ-ამონტი ღრუბელი ჩემს სახლთან ჩერდება,
      უ-სახო სიჩუმე ხასიათს მიეყრდნო.
      ს-ათუთად, ქალურად, ცას ლურჯად დაუსხლტა,
      ი-ნდიგო -მკლავიდან ინფანტა-მთოვარე,
      ს-უსხიან სიბნელეს სიჩუმე ახურავს,
      უ-შენო ქუჩები ნაბიჯებს ხოცავენ.
      ბ-უნდოვან აჩრდილებს მოგვანან ხეები,
      ე-ნაზე ბოლო დროს ლექსებად დამჩემდი,
      ლ-იანდაგს ბუტბუტით მისდევენ დღეები,
      ი-ანვარს მთის წვერზე გაეხსნა თასმები.
      ა-მინდი ქუჩაში ლოთივით აგდია,
      ნ-აცემი კაცივით სუნთქავენ ჭადრები,
      ი-ა ხარ, აქ მორჩი, ახლა კი გავჩერდი.

      @@@

      კედელი თეთრი და უცნობი მხატვარის
      სურათი-კუნძული- მემგონი კარიბი,
      ოთახის სიცივე ფანჯრიდან გადადის,
      იცის რომ მოდიხარ, სძულხარ და კარები
      იღება შიგნიდან-ყვითელი -ანდანტე,
      შემოხვალ, იცი რომ ვერ ვიტან სენტიმენტს-
      –ვამჟღავნებ როდესაც, თუმცა კი პოეტი
      მქვია და ვინახავ რაც კი მაქვს. გაწვიმდეს-
      -უხდება ხასიათს-შენ ამბობ ღიმნარევ
      წყენით და მიყურებ, მე ვზივარ პარკეტზე,
      ვეწევი თავჩახრით, (მუხლებზე საფერფლე)...
      და მერე თვალებით ლექსივით დამწერე.
      ვანესა მეის -ვრთავ , შენ გინდა როიშინ
      მერფი და ამაზეც ბავშვური კამათი,
      შენ შენი გაგაქვს და კოცნასაც მოითხოვ,
      და ასე ღამდება და ასე კადანსი.
      თავიდან თავიდან თავიდან თავიდან,
      კარების ზარი და შემოსვლა-ანდანტე,
      მოდიხარ მოდიხარ მოდიხარ მოდიხარ
      და შენი სულ ყველა წვრილმანი გადამდე.

      (თამუსი სუბელიანს)

      ვანესა მეი და დღეს ვიწყებ ამგვარად,
      განწყობით მორიგ დღეს სიკვდილსაც მივუსჯი,
      შენ ახლა მზისფერი სიზმარით გძინავს და
      დილა კი შენს სარკმელს ჩიტივით მიუჯდა.

      გავივლი ქუჩაში, როგორც ეს მჩვევია,
      გამვლელთა თვალიდან სტრიქონებს ვაგროვებ,
      იცი, თამ, იქ ყოველ მათგანში წერია-
      -სიცოცხლე,
      როგორაც არ უნდა ათოვდეთ.

      წვიმა ზის ღრუბელზე, ბავშვობას აპირებს,
      წამოვა და ფერად კადრებად დამაწვიმს,
      ქუჩები იხდიან ბლანფიქსის მანტიას,
      შიშველი კრიოა-სიჩუმის დარაჯი.

      თამ, არის ხანდახან ამინდი იცვლება,
      სიცოცხლეს ფეხებთან გროშივით მოგვიგდებს,
      მე და შენ ყოველდღე თავიდან ვიწყებით,
      და მინდა ამ გზაზე პირველი მოვიდე-

      -სადაც შენ ტიტების სიზმარი დაკრიფე,
      და ექსტრასენსია სადაც კი სიო,
      და ისე, და ისე, და ისე, და ისე,
      და ისე ბავშვურად გინდა რომ სდიო-

      -იმ ფერად ყვავილებს, ნისლებში რომ ყრია...
      ამგვარი განწყობით ცრემლებიც არ მინდა,
      ვუსმენ და მივხვდები სიცოცხლის ნოტია,
      პირველი მოხვედი-დეუქს ექს მაქინა.

      მე ქუჩის კუთხეში თავდახრით დაგიცდი,
      სწორედ აქ დალბება უხეში ლაგაზი,
      ძვირფასო შენ ახლა გძინავს და არ იცი,
      რომ შენი ფანჯრის წინ თავს იკლავს ზამთარი.

      @@@

      მოვრჩი ყველაფერს. შენ ეს იცი, დრო აქვს თავისი-
      -ირგვლივ რასაც კი ხედავ ან და ჯერაც ვერ ხედავ,
      თუმცა კი დროის (უნდა გითხრა) მწამდა ნაკლებად,
      ან ვინ სულელმა... რომ იარებს... ა.შ და ა.შ.

      ისიც ვთქვათ, მოდი, (ვაღიაროთ არვის წინაშე),
      რომ ვერ ვახერხებთ ჭრილობების ავტოტომიას,
      და რომ არ გვყოფნის სასულეში იმის სიგანე,
      რომ თავისუფლად ვისუნთქოთ და გვახრჩობს ფობია.

      მე, შენ და თოვლი მოვდიოდით, როგორც ანტანტა,
      მაშინ ზამთარი სულ არ იყო წინააღმდეგი
      სითბო გვეჩუქნა ერთურთისთვის, (ისიც გვბაძავდა),
      და სახლში გვიან ვბრუნდებოდით ღამენათევი.

      და დღემდე ასე ჩემი გული დარჩა- ბრანდერი,
      მორჩა! აქ დროა კითხვის ნიშანს თავი მოვაჭრა,
      და მერე ღმერთო, წამიყენე ყველა ბრალდება,
      მე თავდახრილი-შენი მონა, ვიტყვი ოსანა

      შენ და! აქ მორჩა, ყველაფერს ხომ დრო აქვს თავისი-
      -ირგვლივ რასაც კი ხედავ ან და ჯერაც ვერ ხედავ,
      თუმცა კი დროის (უნდა გითხრა) მწამდა ნაკლებად,
      ან ვინ სულელმა... რომ იარებს... ა.შ და ა.შ.

      ###

      აღარაფრის მთქმელ სურათებად გავყურებ ხატებს
      კუთხეში, თითქოს უცნობ ხალხის ალბომებს ვათვა-
      ლიერებ, ისე უხალისოდ ჩავკეცავ თვალებს,
      რომ გეგონება სიკვდილამდე სიკვდილი დარჩა.

      ძველი ფილმი და რევერანსი ვიღაცა ქალის-
      -მაღიზიანებს, მეზარება თუმცა კი შეცვლა
      არხის და ასე საღამომდე მიტანა თავის,
      შველა მჭირდება და მშველელი არა და არ ჩანს.

      ბედნიერების პაროდიას ვაკეთებ მეგო-
      ბრებთან, მომბეზრდა, უფრო სწორედ შემზიზღდა ესეც,
      მარტო დარჩენილს, ვხვდები , მხოლოდ ლექსიღა მერგო,
      რომელსაც ალბათ ვერ ავუვლი გვერდს. ჰო და დღესაც

      დავწერ და მერე უსათუოდ დავტანჯავ ღამეს,
      მავან ქურდივით რომ მოძვრება ყოველ დღე ჩემთან,
      ოთახში, ასე გულსაკლავად მიბნელებს ფანჯრებს,
      სადაც კი ორთქლში დაწერილი ჯერ კიდევ შერჩა

      შენი სახელი, რომ დავწერე ამ დილით თითით.
      დღითიდღე ერთი გრამით უფრო მძიმდება სუნთქვა,
      იცი, ძნელია გეფიცები, თუმცა კი ვიცი,
      ჯვარი ბოლომდე მივიტანო კაცურად უნდა.

      უზრდელ სიჩუმეს ბალიშის ქვეშ გაუდის ვადა,
      მეთიუ გორდონ-შენ მიგიძღვის ამაში ბრალი,
      და ტრიუმოში დაწუნებულ თავჩახრილ ვარდებს,
      თვალებით ყველა ლამაზ ფურცელს სათუთად ვაცლი.


      (ოჯალეში)

      იდგა ლეჩხუმი, ოჯალეში და ანუ მერლო,
      მოხრილი წელში, ვით უფრორე კლაკნილი გველი,
      იწვა და ასე ნებივრობდა პატარა ჩერო,
      ვიდრე მზემ უთხრა გაღვიძებას თავის სათქმელი.

      პაპანაქება ჩაეხუტა კამარას ირგვლივ,
      პირველი ქანცი მოაწყვიტა ადრიან მგზავრებს,
      და იღვიძებდა მელოდია ქართული დილის,
      გზა–გზა ტოვებდნენ მკვლავმაგარი ბიჭები ნამღერს.

      ზეცამ ცრემლები შეიკავა შუადღეს უფრო,
      (მაინც წამოსცდა ცოტაოდენ).სიმხნევე გლეხთა
      ისმის ჩაივლი შარაზე და არც სასაუბრო
      არ დაილევა. დაღლისპირულს ვიმღერებთ ერთად.

      მერე საღამო შეიშლება, ორგია, ღვინო,
      და ძმებიც მოვლენ, მერამდენედ შევფიცავთ ძმობას,
      სისხლს უერთდება ოჯალეში, რომ გაგვაგიჟოს,
      და ყოველ ღამე პოეზია მომყავდა ცოლად.

      ხო და აქ ყველა პოეტია თავისი საქმის,
      ერთიც დაასხი მეგობარო, დაასხი ერთიც,
      დაღლილ გლეხების ხუმრობანა, სიმღერა ღამის,
      ქვას არა... მაგრამ პოეზიას ვადინეთ ლექსი.

      იდგა ლეჩხუმი, ოჯალეში და ანუ მერლო,
      მოხრილი წელში, ვით უფრორე კლაკნილი გველი,
      დაღლილ კაცივით ისვენებდა პატარა ჩერო,
      და ყოველ დილით თენდებოდა აქ საქართველო.



      @@@

      მეგობარო რა მაცდური გქონია
      ნეკნი, იცი სიყვარულსაც ანგრევს,
      გეფიცები ბევრი გადაყოლია,
      გეფიცები კაცობას და ნამუსს.

      პასუხია რა მაგის და ძამიკო,
      ახლა უფრო მომეტებით ვიცი
      წყენა, მერე საჭიროც, რომ არ იყოს,
      მტკივა, თუმცა გვარზე ხტისო კვიცი.

      მამაჩემიც ისე ფიცხი კაცია,
      ნერვებიდან ტყვიასავით ისვრის...
      შენ კი იცი უბედობა რთულია,
      ჩაიცვამ და მუდამ ასე ივლი.

      ხო და გითხრა, უბედო ვარ ისეთი,
      დაღმართიდან დამეწევა ლოდი,
      ვიცი სადღაც წამატყდება კისერი,
      "დაიწყე და ასე უცებ მორჩი".

      შენც ისე ხარ, სულ კისერზე მეყრდნობი,
      გათრევ, სადაც წავალ ან და წავალ,
      დღეს კი უფრო დამემატე, ისეთი
      უღმერთობა დამემართა თანაც.

      ასე ანგრევს სილამაზე სიყვარულს,
      გამეპარა ძმაო სხვისკენ თვალი–
      არამარტო. გამებუტა მე საწყალს,
      ნაფერები ჩემი ასე ქალი.

      (ცუდი იყო რითმა, თუმცა ჯანდაბას),
      არც ბოლოდან პირველი ვარ ალბათ,
      მეგობარო რა მაცდური გქონია
      ნეკნი, ერთი მიპასუხე ადამ.

      @@@

      ოთახი არეული, უაზრო თვალები,
      კედლების სიჩუმე და ძველი სიმღერა,
      ასეთი უბედო რომელ ცას გავები,
      ახლა სულ სხვაგვარი სიჩუმე მჭირდება.

      გადაყრილ ოცნებას წარსული აკენკავს,
      ჭკუაზე არასდროს ნერვები დადიან,
      შენ მოხვალ მარტო და გახდები ორსული,
      და ერთად დავუცდით პატარა დადიანს.

      ეს მაშინ, როდესაც იდგება ზამთარი,
      ცა უფრო თეთრისფერ ცრემლებით იტირებს,
      მოხვალ და თოვლიან სახეზე ლამაზი,
      სულ ციცქნა ნახევარ მთვარე გამიღიმებს.

      ანუ ტუჩები. თუმცა კი ნამამდე,
      ტყუილი ხმოვანი, პლანეტა გალია,
      კედელი რომელიც სიჩუმეს ქაჩავს და
      კედელი რომელიც სულ მართალია.

      (წერილი ინგლისსელ ქალს, რომელიც ჩემზე გაცილებით უფროსია).

      რა უსაშველოდ ჩამოთოვა ჩვენთან მარგარეტ,
      ლოლოებივით გამეყინა ახლა სხეული,
      ეს უძილობის აჩრდილებიც ისე მაბრაზებს...
      და იბადება ისევ ტანჯვა ღამისეული.

      თქვენ გახვალთ გარეთ, მოუხდებით ლონდონურ წვიმას,
      კოხტა ნაბიჯით გაუყვებით ინგლისურ ქუჩებს,
      იცით, აქ ჩვენთან გაზაფხულს, რომ არასდროს ძინავს,
      უბრალოდ ზამთრის თავხედობას ღიმილით უმზერს.

      მორიგ სიგარეტს მოუკიდებთ, აწვალებთ ასანთს,
      გააბოლებთ და მოფრინდება ფიქრი თბილისზე,
      ლონდონის წვიმა დაგიხატავთ თბილისის ანძას,
      იცით, მარგარეტ, ვინც ეს ნახა ვეღარ ივიწყებს.

      მთვარეა, ახლა ისე ახლოს, ხელსაც შეახებ,
      და მის გარშემო კეკლუცობენ თეთრი ფიფქები,
      მე გწერთ მარგარეტ, თუმცა არ მაქვს იმის იმედი,
      რომ თქვენ ოდესმე შეიტყობდეთ ამის შესახებ.
      კატეგორია: ქართველები | ნანახია: 1167 | დაამატა: adama | რეიტინგი: 0.0/0
      სულ კომენტარები: 0
      კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
      [ რეგისტრაცია | შესვლა ]
      შესვლის ფორმა
      რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
      კალენდარი
      «  ნოემბერი 2011  »
      ორსამოთხხუთპარშაბკვ
       123456
      78910111213
      14151617181920
      21222324252627
      282930
      Demi's Tweets
      Top 10 News
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41570
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12122
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10950
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7534
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7347
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7101
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6864
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6759
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6720
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან