ტიმ ბიორტონის ფილმმა "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" პირველ კინოგაქირავების შაბათ–კვირას ჩრდილოეთ ამერიკაში შეაგროვა 116,3 მილიონი დოლარი, და ამით რეკორდი დაამყარა სამგანზომილებიან რეჟიმში გადაღებული ფილმების შორის. ამის შესახებ 8 მარტს გვაცნობებს სააგენტო Associated Press. სულ ცოტა ხნის წინ პირველი ადგილი პირველი შაბათ–კვირის შედეგებში ეკავა ჯეიმს კამერონის "ავატარს", რომელმაც ჩრდილოეთამერიკის კინოგაქირავებაში შეაგროვა 720,2 მილიონი დოლარი. ბოლო უიქენდის განმავლობაში ფილმმა შეაგროვა 7,7 მილიონი დოლარი, და მეხუთე ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე აღმოჩნდა კრიმინალური დრამა "ბრუკლინელი პოლიციელები ", რომელმაც შეაგროვა 13,5 მილიონი დოლარი, მესამეზე – წინა ორი კვირის ლიდერი – "წყეულთა კუნძული", რომლის ბოქს–ოფისმა შეადგინა 13,3 მილიონი დოლარი. მეოთხე ადგილი უკავია სურათს 'Cop Out'. ფილმი "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" შექმნილია ტექნოლოგიის Performance Capture გამოყენებით.
|