ხუთშაბათი, 25.04.2024, 03:02
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2011 » ივლისი » 18 » "დღეს სცენაზე უამრავი უნიჭო დგას!"
      16:55
      "დღეს სცენაზე უამრავი უნიჭო დგას!"

      არც ანჩოსავით სნობია, არც ბრენდებზე გიჟდება. არც თავისი გმირივით მატრაკვეცაა... ალბათ, მიხვდით, რომ ტელესერიალ "გოგონა გარეუბნიდან" ერთ-ერთ მსახიობზე, ანჩოს როლის შემსრულებელ მშვენიერ რუსკა მაყაშვილზე გესაუბრებით, რომელმაც სამსახიობო ოსტატობით მაყურებელი მოხიბლა.

      ცხოვრებაში რუსკა მშვიდი და მოკრძალებულია. თავს კომფორტულად შინ, ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად გრძნობს......
      5 წლიდან ტანვარჯიშზე დავდიოდი. შემდეგ ჩავაბარე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. ეს სასწავლებელი კი დავამთავრე, მაგრამ ბალერინობაზე არასდროს მიფიქრია. ყოველთვის მსახიობობაზე ვოცნებობდი და ვიცოდი, რომ ამ პროფესიისთვის პლასტიკა აუცილებელი იყო.

      დედა, თამარ მაყაშვილი მსახიობია (ვრცელი ინტერვიუ ქალბატონ თამარ მაყაშვილთან იხ. "ყველა სიახლის" მე-3 ნომერში - ნ.მ.). მას მე და ჩემი და უკვე ვყავდით, როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა და, ასე ვთქვათ, ჩვენ თვალწინ გახდა მსახიობი. ჩვენს სახლში ხშირად იკრიბებოდნენ დედაჩემის მსახიობი მეგობრები და ლამაზ საღამოებს აწყობდნენ.

      ხშირად დავყავდით სპექტაკლებზე და თეატრალურ ინსტიტუტში. მახსოვს, ჩემი და, ნინუცა გუნდში მღეროდა, მისი პედაგოგი ხანდაზმული კაცი იყო. ერთხელ ჩემს დას ასწავლა რუსულენოვანი სიმღერა პიონერთა ბანაკზე. ნინუცამ კი მე მასწავლა და ორ ხმაში ვმღეროდით ხოლმე. დავდგებოდით და "ლაგერ-ლაგერს" გავკიოდით. მართლა სასაცილო სიმღერა იყო და ჩვენც სასაცილოდ ვასრულებდით. ეს სიმღერა ჩვენს პედაგოგს, ქალბატონ მედეა კუჭიხიძესაც ვუმღერეთ და ისე მოეწონა, რომ როდესაც ჩვენს აუდიტორიაში ვინმე გვესტუმრებოდა, მე და ნინუცას გვამღერებდა. მოგვიანებით, როდესაც ბატონ რობერტ სტურუასთან მივედით შესარჩევ ტურზე, მე და ჩემმა დამ იქაც ეს სიმღერა შევასრულეთ, რობერტ სტურუას ჩვენი ნამღერი ძალიან მოეწონა და ბევრიც იცინა. მას შემდეგ ტყუპს გვეძახის.

      გული არ გწყდება, რომ დედაშენი, როგორც მსახიობი, უმუშევარია?
      - ამას გულის დაწყვეტა აღარ ჰქვია. ძალიან განვიცდი. იმიტომ კი არა, რომ დედაჩემია, არა! საქართველოში უამრავი დაუფასებელი მსახიობია, მათ შორის დედაჩემიც. რატომ ხდება ასე ჩვენს ქვეყანაში, ვერ ვხვდები. სოფიკო ჭიაურელს დედაჩემი გვერდით ჰყავდა და ყოველთვის და ყველგან აღნიშნავდა, თამარ მაყაშვილი ნიჭიერი მსახიობიაო...

      სამაგიეროდ, შენ და შენს დას გაგიმართლათ და ბევრი მსახიობისთვის საოცნებო რუსთაველის თეატრის მსახიობები ხართ. იმასაც ამბობენ, რომ ნანუკა ხუსკივაძემ თავისი ერთ-ერთი როლიც კი დაგითმო...
      - (იცინის) ნანუკამ ხელი მოიტეხა და მის ნაცვლად სპექტაკლ "შობის მეთორმეტე ღამეში" მთავარი როლი ვითამაშე. სიმართლე გითხრათ, ვოცნებობდი ამ სპექტაკლში თამაშზე, თუმცა ხმამაღლა არასდროს მითქვამს. ნანუკას გამოჯანმრთელების შემდეგ მაინც დამტოვეს ამ სპექტაკლში. ახლა რიგრიგობით ვთამაშობთ.

      როგორ მიაღწიე წარმატებას?
      - იღბალი თუ არ გაქვს, როგორი ნიჭიერიც უნდა იყო, არაფერი გამოგივა. სამწუხაროდ, დღეს სცენაზე უამრავი უნიჭო დგას. ჩვენს ქვეყანაში პირველ რიგში გარეგნობას ანიჭენებ მნიშვნელობას, თავში რა უდევთ, არ აინტერესებთ.

      როგორ მოხვდი ტელესერიალში "გოგონა გარეუბნიდან"?
      - სტუდია "ღამის შოუდან" ირაკლი კაკაბაძემ დამირეკა, მიმიწვია და როლზეც დამამტკიცეს. ამ ჯგუფმა შესანიშნავად იცის თავისი საქმე და იმიტომაც აკეთებენ ხარისხიან შოუებს და ტელესერიალებს.

      შენს გმირ ანჩოზე რას გვეტყვი?
      - ანჩო სასაცილო გოგოა. ამასთანავე, არის სნობიც. მისთვის მთავარია პოპულარული ბრენდების სამოსი ეცვას. თავდაპირველად, ანჩო ძალიან "სტერვა" უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს კომიკური პერსონაჟისკენ წავიყვანე და "სტერვა" ანჩო "მაზალო" და მოსულელო გოგოდ ვაქციე. ამასთანავე, კეთილიც არის, რაც ბოლო სერიებში გამოჩნდა.

      აქვე იმასაც გეტყვით, რომ ანჩოსნაირი დიდსულოვანი არ ვარ. ჩემი უახლოესი მეგობარი ჩემი შეყვარებულისგან რომ დაორსულდეს, ვერც ერთს ვაპატიებ. ღმერთმა დამიფაროს, ცხოვრებაშიც შემემთხვეს ასეთი რაღაც!

      შენ და შენი და ნინუცა რატომ გადახვედით დედის გვარზე?
      - მამასთან დაშორებულები ვიყავით, თანაც ჩვენს ურთიერთობაში რაღაც მოხდა, რის გამოც დედის გვარზე გადავედით. ეს ჩემი და ნინუცას სურვილი იყო.

      ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ მამასთან?
      - ჩეულებრივი, ნორმალური.

      როგორც ვიცი, შენი და - ნინუცა, თავის მეუღლეს, ასევე რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს გაშორდა...
      - დიახ. ბესომ ნინუცას შემდეგ კიდევ ერთხელ იქორწინა და, რა თქმა უნდა, იმ გოგოსაც გაშორდა.

      ბესო ცნობილია, როგორც მექალთანე. მომხრე იყავი ნინუცას და მისი ქორწინების?
      - არა, მაგრამ ჩემი დის არჩევანის წინააღმდეგ არ წავედი. კიდევ კარგი, რომ ეს ამბავი დროულად დასრულდა.

      ბესოსთან ალბათ გიწევს სცენაზე შეხვედრა, რადგან ერთ თეატრში მუშაობთ...
      - რა თქმა უნდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ერთმანეთთან კონფლიქტი გვაქვს თუ არა. სცენაზე არაფერს ვიმჩნევთ, რადგან ეს ყველაფერი მაყურებელს ნაკლებად აინტერესებს...

      რუსკა, შენ თუ ხარ შეყვარებული?
      - ვარ (იცინის).

      ვისზე?
      - გიორგი ყიფიანზე. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის შვილია. გიორგი ჩემი პირველი სიყვარულია და უკვე წელიწად-ნახევარია, ერთმანეთი გვიყვარს.

      სად გაიცანი?
      - გიორგი 7-8 წლის წინ, გონიოში გავიცანი. იმხანად 16 წლის ვიყავი, გიორგი კი 14-ის. მოკლედ, ზღვაზე დავმეგობრდით. თბილისში რომ ჩამოვედით, ვითომ "სიყვარულობანა" დავიწყეთ. არადა, ბავშვმა რა ვიცოდი სიყვარულის?! მანამდე არავინ მყვარებია. მოკლედ, მალე დავშორდით. 7 წლის შემდეგ კი ისევ შევხვდით ერთმანეთს. სასაცილო ის იყო, რომ ამ შვიდი წლის განმავლობაში ერთ ქალაქში ვცხოვრობდით და ერთმანეთს შემთხვევითაც კი არ შევხვედრივართ.

      7 წლის შემდეგ სად შეხვდით?
      - სპექტაკლზე მოვიდა, თუმცა არ იცოდა, რომ იმ სპექტაკლში მე ვთამაშობდი. მოკლედ, ხელახლა შეგვიყვარდა ერთმანეთი, ოღონდ ახლა უკვე ნამდვილი სიყვარულით.

      დაქორწინებას როდის გეგმავთ?
      - ალბათ, ერთ წელიწადში. გიორგი პროფესიით იურისტია. ახლა ერთი წლით აპირებს საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლას და როდესაც დაასრულებს, ოჯახს შევქმნით. მანამდე ხან ის ჩამოვა, ხან მეც წავალ მასთან და ასე გაირბენს ერთი წელიწადი.

      ახლახან შენ და გიორგი ფილმშიც გადაგიღეს...
      - ასეა. ფილმს ჰქვია "გული პლუს". ზაზა პაპუაშვილიც თამაშობს. ამ ფილმში ჩემს გმირს გიორგის გმირი უყვარს, მას კი - არა (იცინის).

      ფილმში თუ გაშიშვლდები?
      - საქართველოში არ გავშიშვლდები. სამწუხაროდ, საქართველოში რეჟისორის ამოცანაა, მსახიობი გააშიშვლოს და იმაზე არ ფიქრობს, ეს ფილმს სჭირდება თუ არა.

      პლასტიკური ოპერაცია თუ გაქვს გაკეთებული?
      - არა. ერთხანს გადავწყვიტე, ცხვირის ოპერაცია გამეკეთებინა, მაგრამ გადავიფიქრე. მირჩევნია, გრძელცხვირა ვიყო (იცინის).
      კატეგორია: ქართველები | ნანახია: 1721 | დაამატა: Sally | რეიტინგი: 0.0/0
      სულ კომენტარები: 2
       
      2 -Name: Sally 
      date: (03.11.2011 12:03)
       




      0  



      Answer


      Getanxmebii :))
      answer:

       
       
       
       
       
      1 -Name: aNeeX 
      date: (21.07.2011 22:08)
       




      0  



      Answer


      magariiaa vapanateb am gogoze .. hm didcxvirac ro jobiaa yvela dzaliit lamazs D :getImage-14-: :getImage-14-:
      answer:

       
       
       
       
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41563
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12121
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10950
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7534
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7346
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7101
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6863
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6758
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6719
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან