შაბათი, 20.04.2024, 01:00
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2011 » ივლისი » 17 » "ზოგს რუსკა მაყაშვილის და ვგონივარ, ზოგს - ნათესავი"
      20:10
      "ზოგს რუსკა მაყაშვილის და ვგონივარ, ზოგს - ნათესავი"
      "ზოგს რუსკა მაყაშვილის და ვგონივარ, ზოგს - ნათესავი"

      სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" ახალი პერსონაჟი - ირინკა გამოჩნდა და საზოგადოების ყურადღება უმალვე მიიპყრო. ის რუსკა მაყაშვილის გმირის - ანჩოს დის როლს ასრულებს და რუსკას არა მხოლოდ გარეგნულად, მანერებითაც ძალიან ჰგავს. ეს პატარა გოგონა 14 წლის ანი ლებანიძე გახლავთ, ეს კი მისი პირველი ინტერვიუა, რომელიც პირველი როლის გამო შედგა.

      - ანი, როგორ მოხვდი ამ სერიალში?
      - სერიალს გამოსვლის დღიდან აქტიურად ვუყურებდი. მე და რუსკა მაყაშვილმა ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით, ეს მსახიობი ყოველთვის მომწონდა და დავუმეგობრდი. ერთ დღეს მომწერა, რომ კასტინგი ტარდებოდა, "ღამის შოუს" სტუდია მისი დის როლის შემსრულებელს ეძებდა. ტელევიზიაში მამასთან ერთად წავედი და კასტინგი გავიარე.

      - ბევრი ბავშვი იყო?
      - დიახ, მე ბოლო ვიყავი. იმდენად ვნერვიულობდი, ფეხები მიკანკალებდა, მაგრამ მერე ნერვიულობა მომეხსნა და მგონი, ყველაფერი კარგად გავაკეთე.

      - რა დავალება მოგცეს?
      - დაწერილი ტექსტი მომცეს, რომელიც რუსკასთან ერთად უნდა მეთქვა. თავიდან თითქოს არ გამომივიდა, ბოლოს უფრო "გავიხსენი". პასუხი არ უთქვამთ, 3-4 დღეში შეგატყობინებთო. ეს საშინელი პერიოდი იყო, ღამე არ მეძინა, მერე რუსკამ მომწერა, დაგამტკიცესო და ოჯახში ყველამ ძალიან გავიხარეთ. მალე პროდიუსერი დამიკავშირდა და მითხრა, ტელევიზიაში როდის უნდა მივსულიყავი, იქ კი პირველი ნიკა წულუკიძე (ერთ-ერთი სცენარისტი) გამესაუბრა. მითხრა, მაწაკი და მავნე გოგოს როლი უნდა შეასრულოო. თან გამამხნევა. ჩემს გმირზე ისე მელაპარაკა, როლის შესრულება გამიადვილა. მინდა, მას ამისთვის მადლობა გადავუხადო.

      - გადასაღებ მოედანზე პირველად გახვედი. ალბათ ძალიან ნერვიულობდი...
      - ძალიან. ეს წუთები არასდროს დამავიწყდება. იქ რუსკას გარდა არავის ვიცნობდი, მასაც ახლოს - არა. ყველაზე მეტად ტექსტზე ვნერვიულობდი, თან არ მინდოდა, დაძაბულობა შემტყობოდა. ვიცოდი, თავისუფალი და ლაღი უნდა ვყოფილიყავი. გადაღება დაიწყო, როლში შევედი და უცბად, გონება გამეთიშა - აღარ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, დავიბენი და ჩემთვის ჩავილაპარაკე - "დამავიწყდა". ყველამ სიცილი დაიწყო. არა უშავს, თავიდან გადავიღოთო. ისიც კი არ ვიცოდი, დუბლებს თუ იღებდნენ. გადაღება რომ დავასრულეთ, რუსკამ კიბეზე ტაშით ჩამომაცილა, ძალიან კარგი იყოო.

      - შემოქმედებითმა ჯგუფმა როგორ მიგიღო?
      - ძალიან თბილად. მათი დიდი ოჯახის წევრი გავხდი და მიხარია. გამოცდილება არ მაქვს, ასაკით პატარა ვარ, მაგრამ რეჟისორები სცენარისტები, მსახიობები მხარში მიდგანან...

      - მსახიობები პროფესიულ რჩევებს გაძლევენ?
      - რა თქმა უნდა. რუსკა, თინა მახარაძე და მამუკა მუმლაძე ხშირად მელაპარაკებიან, მათ რჩევებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ვითვალისწინებ.

      - ანჩოს მიმიკებზე ბევრი იმუშავე?
      - არა, როცა ვიცი, რომ მე იმ წუთში ანა კი არა, ანჩოს და ვარ, ეს ყველაფერი თავისით მოდის, რუსკა მახსენდება და ვაკეთებ, მაგრამ მინდა, საზოგადოებამ გამიცნოს, როგორც ანი ლებანიძე და არა - როგორც რუსკას ორეული.

      - ფილმში შენი პირველი პარტნიორი ვინ იყო?
      - რუსკა. სცენარის მიხედვით, ჩვენი მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ და მე ანჩოს იმედად დამტოვეს.

      - რა შეცვალა ამ სერიალმა შენს ცხოვრებაში?
      - ბევრი რამ. ახალი მეგობრები შევიძინე. სერიალი პარასკევს გავიდა, ორშაბათს სკოლაში რომ მივედი, ყველა მეუბნებოდა, კარგად თამაშობ, ძალიან მოგვეწონეო. ზოგს რუსკა მაყაშვილის და ვგონივარ, ზოგს - ნათესავი.

      - არც არის გასაკვირი, მას მართლა ძალიან ჰგავხარ.
      - ეს პირველად ჩემმა დამ აღმოაჩინა. "გოგონა გარეუბნიდან" რომ დაიწყო, პირველი სერიის გასვლისთანავე მითხრა, ანჩოს გამსგავსებო. მერე, როცა ეს სერიალი პოპულარული გახდა, ჩვენ შორის მსგავსება სხვებმაც დაინახეს.

      - სინამდვილეში ერთი და გყავს?
      - დიახ, მარი 11 წლისაა, მაგრამ მე სულ არ მგავს.

      - შენს პერსონაჟს რით ჰგავხარ?
      - ცოტათი ცანცარა ვარ (იცინის), მაგრამ ჩემს დას ირინკასავით არ ვეჩხუბები.

      - ირინკა ინტრიგანიც არის.
      - არა, ინტრიგანი ნამდვილად არ ვარ.

      - მომავალში შენი პერსონაჟისგან რა სიახლეს უნდა ველოდეთ?
      - მალე ირინკა შეყვარებული იქნება... სხვას ვერაფერს გეტყვი.

      - თეატრალურ წრეზე დადიხარ?
      - არა. ცეკვაზე დავდივარ, ანსამბლ "გიორგობაში".

      - მომავალი პროფესია არჩეული გაქვს?
      - დიდი ხანია, ვამბობ, ექიმი უნდა გამოვიდე-მეთქი. სამედიცინოზე აუცილებლად ჩავაბარებ, მაგრამ ამავე დროს მსახიობობაც მინდა, აქამდე ამაზე დიდად არ ვოცნებობდი, მაგრამ ახლა ეს პროფესიაც მიზიდავს.

      - წარმატებებს გისურვებ!
      - გმადლობთ.




      კატეგორია: ქართველები | ნანახია: 1921 | დაამატა: Sally | რეიტინგი: 0.0/0
      სულ კომენტარები: 0
      კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
      [ რეგისტრაცია | შესვლა ]
      შესვლის ფორმა
      რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
      კალენდარი
      «  ივლისი 2011  »
      ორსამოთხხუთპარშაბკვ
          123
      45678910
      11121314151617
      18192021222324
      25262728293031
      Demi's Tweets
      Top 10 News
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41536
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12121
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10950
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7533
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7346
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7101
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6861
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6758
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6718
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან