შაბათი, 20.04.2024, 16:44
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2010 » სექტემბერი » 7 » ყველაფერი მაილი საირუსის შესახებ
      22:26
      ყველაფერი მაილი საირუსის შესახებ
      მაილი რეი საირუსი (ინგლ. Miley Ray Cyrus; დ. 23 ნოემბერი 1992 წელი, ნეშვილი),ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი და მსახიობია. მისი მშობლები არიან ლეტიცია ტიშ საირუსი და ბილი რეი საირუსი - ამერიკელი როკ მომღერალი.მიუხედავად ბილი რეის ხმის ჩამწერი სტუდიის წინააღმდეგობისა, საირუსის მშობლები საიდუმლოდ დაქორწინდნენ 1992 წლის 28 დეკემბერს. მშობლებმა მაილის Destiny Hope (ბედის იმედი) დაარქვეს, რადგან მათ სწამდათ, რომ ის ბევრს მიაღწევდა. მას ჰქონდა ზედმეტსახელი "Smiley",რადგან ის ხშირად იღიმებოდა. მოგვიანებით ზედმეტსახელი შემოკლდა და მიიღო კარგად ნაცნობი სახე - Miley (მაილი),რომელიც სინამდვილეში სახელი სულაც არ არის.მაილი გაიზარდა 500 აკრი ფართობის მქონე ფერმაში, რომელიც მდებარეობდა ფრანკლინში, ტენესის შტატში, ნეშვილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. აქ ის სწავლობდა "Heritage Elementary" სკოლაში.ის მონათლულია, როგორც ქრისტიანი (ბაპტისტი),მაილი ესწრება ეკლესიას რეგულარულად და ატარებს სიწმინდის ბეჭედს.მაილის ჰყავს ორი ნახევარ ძმა და ერთი ნახევარ და -ტრეისი და ბრენდი (ლეტიცია ტიშ საირუსის შვილები წინა ქორწინებიდან), კრისტოფერ კოუდი (ბილი რეის ვაჟი წინა ურთიერთობიდან),როდესაც ბილი რეიმ ტრეისი და ბრენდი შვილად აიყვანა, ისინი ჩვილები იყვენენ. ის ასევე ალიმენტს უხდიდა კოუდის, რომელიც მაილის მსგავსად 1992 წელს დაიბადა და იზრდებოდა სამხრეთ კაროლინაში დედასთან ერთად. მაილის მშობლებს მის შემდეგ კიდევ ორი შვილი შეეძინათ ბრაისონი და ნოე.ტრეისი,ბრენდი და ნოეც ასევე შემოქმედების სამყაროს მიეკუთვნებიან.ტრეისი არის ვოკალისტი და გიტარისტი და ელექტრონულ პოპ ჯგუფ Metro station13-ის წევრი.ნოე გახდა მსახიობი,ხოლო ბრენდი-გიტარისტი.

      თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას.2001 წელს საირუსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა, სადაც მამამისს იღებდნენ სერიალში - "Doc",თეატრით მაილი დაინტერესდა ცხრა წლისას როდესაც ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობდა,როდესაც ბილი რეიმ ის წაიყვანა ფილმ "მამა მია"-ს სანახავად, მაილიმ მას განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში.

      აღვნიშნავია რომ მაილის აქვს დაავადება - ტახიკარდია, თუმცა ის არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში.
      კარიერა 

      მაილიმ პირველად "Doc"-ში შეასრულა კაილის როლი.2003 წელს კი ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში-"Big fish/დიდი თევზი". ის თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მოიწვიეს დისნეის კინოსტუდიაში და იქნებ მისი კინოკარიერა სხვანაირად განვითარდებოდა, მთავარ რეჟისორს რომ არ ჩაეთვალა ის ძალიან პატარად. თან, მაილის შესთავაზეს სწავლის გაგრძელება, თავის აქცენტზე მუშაობდა და სრულყოფილება. საბოლოო ჯამში მაილიმ ითამაშა სერიალში ჰანა მონტანა.მან თავის სამსახიობო კარიერის პიკს წორედ ამ სარიალში მიაღწია,ის ძალიან მალე გახდა საოცრად პოპულარული.მომღერლის კარიერაზე მსახიობი ჩაფიქრდა, როდესაც შეასრულა სიმღერები სერიალში. ამ მუსიკას დიდი პოპულარობა ჰქონდა.რვა სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა.2009 წელს ასევე გადაიღეს იგივე სახელწოდების ფილმი.

      მოგვიანებით მაილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან – ოთხი ალბომის ჩაწერაზე. მისი პირველი ალბომი გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს, მაგრამ მასში მხოლოდ ჰანა მონტანასათვის დაწერილი სიმღერები შედიოდა,ალბომი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში. 2007 წლის 26 ივნისს კი მეორე ალბომი გამოუშვა ისევ ჰანა მონტანას სიმღერებით, რომელსაც დაარქვა ’’შეხვდით მაილი საირუსს/Meet Miley Cyrus’’,ეს ალბომი მოხვდა ასევე პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში,გაიყიდა 326 ათასი კოპია პირველ კვირაში,სულ გაყიდულია 3,226,000. .ამ უკანასკნელმა დიდი პოპულარობა მოუტანა.იგი მუსიკალურ კარიერას დღესაც დიდი წარმატებით აგრძელებს და მსოფლიო ტოპ 10-ეულებშიც მისი სიმღერები წინა ადგილებს იკავებს.

      2008 წლის 5 აპრილს კი მან ჯილდო მიიღო ბავშვთა არჩევნების კომიტეტისაგან, როგორც საუკეთესო გოგონა მომღერალმა. მაილიმ 2008 წლის 22 ივლისს გამოუშვა ალბომი-"Breakout ასევე ეს ალბომიც მოხვდა ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე",აღსანიშნავია რომ 2010 წელს გაიყიდა ამ ალბომის 1.5 მილიონი ასლი აშშ-ში .2009 წლის 31 აგვისტოს- "The time of our lives",ეს ალბომი კი მოხვდა მე-2 ადგილზე ბილბორდში,ასევე ბილბორდში ოღონდ პირველ ადგილზე მოხვდა ფილმ ჰანა მონტანას საუნდტრეკი 2009 წელს და სერიალის ჰანა მონტანა 3-ის მე-2-ეზე.2010 წლის 18 ივნისს-"Can't be tamed",ასევე ესეც მოხვდა ბილბორდ 200-ში,მაგრამ მე-3 ადგილზე,ალბომმა გაამართლა და მას უკვე აქვს "ოქროს ალბომის" წოდება,ამ ალბომმა გაყიდვების რაოდენობით მაილის ალბომების ისტორიაში რეკორდი მოხსნა.

      აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მან მიიღო ჯილდო წლის საუკეთესო სიმღერისათვის "The climb", ეს სიმღერა არის ამერიკული კონკურსების ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა."American idol"-ის ისტორიაში ამ სიმღერამ რეკორდი მოხსნა,შესარჩევ ტურებზე ძალიან ბევრი მღეროდა,ასევე დასახელებული იყო გრემზეც ,თუმცა ერთი კვირით ადრე ამოაგდეს. მისმა გამოსვლამ "Teen choice awards 2009"-ზე წლის საუკეთესო გამოსვლებში მე-3 ადგილი დაიკავა სადაც მან შეასრულა სიმღერა "Party in the U.S.A".

      იგი არის ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი რომელიც ოდესმე მიუწვევიათ "American idol" ში მასწავლებლად.

      მაილის ჰქონდა ტური, რომელიც იმ წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით პირველი იყო თავის კომერციული მოგებით - "Wonder world", ამ ტურმა მას 45.2 მილიონი დოლარი მოუტანა (2009). აღსანიშნავია რომ,ამ ტურის დროს,როცა მაილი იმყოფებოდა ლონდონში,მან რეკორდი მოხსნა, London 02 არენა ხალხლმრავლობას არ უჩივის,მაგრამ მაილის კონცერტის დროს დაფიქსირდა ყველაზე მეტი მაყურებელი ამ დარბაზში,ასევე ლონდონში მაილის კონცერტისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა ზუსტად 10 წთ-ში შემოტანისთანავე.

      ტურმა "Best of both worlds" 2007/2008 რეკორდი მოხსნა ბილეთების გაყიდვის ტემპების მხრივ. მან ასევე გაიმარჯვა "Billboard touring award"-ზე.

      2010 წელს გამოვიდა ფილმი "The last song/უკანასკნელი სიმღერა" ,რომელიც გადაღებულია ნიკოლას სპარკსის ნოველის მიხედვით. 2011 წელს ფილმი Lol:laughing out load, ეს არის რიმეიქი 2008 წლის ფრანგული ფილმისა სადაც მაილი არის მთავარ როლში,ასევე ამ ფილმში მონაწილეობენ მსახიობები დემი მური და ეშლი გრინი.
      მედია 

      ფორბსმა მაილი დაასახელა მე-13 ადგილას მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებში 2010 წელს,შემოსავალი 48 მილიონი, 2009 წელს 29-ე ადგილზე,შემოსავალი 25 მილიონი, ხოლო 2008 წელს 35-ე ,შემოსავალი ისევ 25 მილიონი. 2010 წელს კი გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითების სია 30 წელს ქვემოთ და ამ სიაში მაილი მე-4 ადგილს იკავებს.მდიდარი ქალები ისტორიაში კი დასახელდა მე-19 ადგილზე.

      Billboard Magazine/ჯურნალმა ბილბორდმა 2009 წელს დაასახელა მე-4 ადგილას ყველაზე გაყიდვად მომღერლად.

      2008 წლის აპრილში ფორბსმა დაასახელა ათ უმდიდრეს ბავშვებში და მოზარდებში 8 დან 16 წლამდე პირველ ადგილზე.

      გუგლიმ გამოავლინა ყველაზე მოთხოვნადი ვარსკვლავები გუგლში 2010 წელს, ამ სიაში მაილი მე-5-ეზე გავიდა.
      პირადი ცხოვრება 

      2007 წელს დაშორდა ნიკ ჯონასს, ჯგუფ ძმებ ჯონასებიდან,მაილიმ მას მიუძღვნა სიმღერა 7 things,სადაც ხშირად არის ნახსენები სიტყვა-სიძულვილი,თუმცა შემდეგ ისევ შერიგდნენ და ერთად დაწერეს სიმღერა before the storm,მაგრამ ისინი კიდევ ერთხელ დაშორდნენ.

      შემდეგ ხვდებოდა ჯასტინ გასტონს რომელსაც დაშორდა 2009 წლის ივნისში,სანამ წავიდოდა ფილმის The last song-ის გადაღებებზე.შემდეგ მან დაიწყო ურთიერთობა ლიამ ჰემსვორტთან (ამავე ფილმის მსახიობთან).2010 წლის აგვისტოში კი დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
      კატეგორია: Miley cyrus | ნანახია: 1729 | დაამატა: StarShine | რეიტინგი: 4.0/2
      სულ კომენტარები: 11
       
      11 -Name: salo_ika 
      date: (12.04.2011 00:32)
       




      0  



      Answer


      magari msaxiobia da momgeralic
      answer:

       
       
       
       
       
      10 -Name: lana kaxidze 
      date: (31.03.2011 22:59)
       




      0  



      Answer


      ras gavs magaze arasodes vityvi lamazia metqi
      answer:

       
       
       
       
       
      9 -Name: makusi 
      date: (27.03.2011 20:51)
       




      0  



      Answer


      magri gigoa magrad miyvars
      answer:

       
       
       
       
       
      8 -Name: sele:*:*:* 
      date: (27.03.2011 13:42)
       




      0  



      Answer


      ra sayvarelia... :love: :love: :love:
      answer:

       
       
       
       
       
      7 -Name: tukisha 
      date: (26.03.2011 18:45)
       




      0  



      Answer


      dzaan miyvars magaze magari aravin ar minaxavs I LOVE
      answer:

       
       
       
       
       
      6 -Name: lellymiley 
      date: (24.03.2011 16:47)
       




      0  



      Answer


      vaaaaaaaaaa boooooooooooo deeeeeeeeeeeeeeeeeeeeeebbbbbbbbbbbb :aaa: :aaa: :hearts: :hearts: :hearts: :hearts: :hearts: :hi: :hi: :hi: :hi:
      answer:

       
       
       
       
       
      5 -Name: CnobiLadze Mari 
      date: (13.03.2011 13:10)
       




      0  



      Answer


      :hearts:
      answer:

       
       
       
       
       
      4 -Name: nini 
      date: (11.03.2011 17:08)
       




      0  



      Answer


      Chemi Chemi miyvars sigijemdeee :love: :love: :love: :love:
      answer:

       
       
       
       
       
      3 -Name: mari 
      date: (05.02.2011 19:23)
       




      0  



      Answer


      dzzz magariaa:*:*:*
      answer:

       
       
       
       
       
      2 -Name: landa 
      date: (08.09.2010 10:18)
       




      0  



      Answer


      magariaaaaaaaaaaaaaaaaa
      answer:

       
       
       
       
       
      1 -Name: jonasa9767 
      date: (08.09.2010 09:31)
       




      +2  



      Answer


      applause applause cranky flower heart good good good good
      answer:

       
       
       
       
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41540
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12121
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10950
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7533
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7346
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7101
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6861
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6758
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6718
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან