სამშაბათი, 23.04.2024, 21:42
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2010 » ნოემბერი » 11 » რატომ წავიდა შუა კალაკიდან მარიამ ჯოლოგუა,სალომე ჭულუხაძე და ჯაბა კილაძე...
      16:35
      რატომ წავიდა შუა კალაკიდან მარიამ ჯოლოგუა,სალომე ჭულუხაძე და ჯაბა კილაძე...

      "შუა ქალაქში" ახალ სეზონს სიახლეებით შეხვდა. შეიცვალა დეკორაციები, ირაკლიმ ახალი სამსახური მოირგო და რაც მთავარია, მსახიობები შეიცვალნენ. ანანო, სალომე და სანდრო გაურკვეველი ვადით გაქრნენ. როგორც "ღამის შოუ სტუდიის" ერთ-ერთი პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე ამბობს, მაყურებელი მათ მოგვიანებით, მაგრამ აუცილებლად იხილავს.

      "ღამის შოუს" სტუდია ფილმის გადაღებას იწყებს.

      - რატომ გაუშვით "შუა ქალაქიდან" მსახიობები?
      - სერიალი გადავახალისეთ. არც ერთი მსახიობი არ გაგვიშვია. უბრალოდ, დროებით აღარ გამოჩნდებიან სერიალში. ნოემბრის ბოლოს ფილმის გადაღებას ვიწყებთ, სადაც ის მსახიობებიც ითამაშებენ, ვისზეც მეკითხები, რატომ წავიდნენო. ამ მსახიობებთან ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია. სეზონის დასაწყისშივე ვუთხარით, რომ დროებით ნაკლებად დავაკავებდით. მოგვიანებით ყველა ერთად რომ დაბრუნდება, ახალი ენერგიით, სერიალისთვისაც კარგი იქნება და გმირებისთვისაც. შეიძლება, თვითონ მსახიობისთვის რთული იყოს, როცა აწყობილი რეჟიმი დაერღვევათ, მაგრამ სერიალისთვის ცვლილება ნამდვილად კარგია. "შუა ქალაქში" აუცილებელია იყოს მსახიობების განსაზღვრული რაოდენობა. ბევრი მსახიობისთვის ფიზიკურად ვერ მოესწრება ხუმრობების დაწერა. ათ გმირზე მეტი ამ პროექტში ვერ გვეყოლება, სერიალი გადავახალისეთ. სატელევიზიო ხრიკს მივმართეთ. ამ ამბავს ქართული შეფასებები მოჰყვა. გაუშვეს და აღარ დააბრუნებენო, თუმცა ასე ნამდვილად არ მოხდება.

      - მაინცდამაინც სალომეზე, სანდროსა და ანანოზე რატომ გააკეთეთ არჩევანი?
      - სერიალში არსებობს ოჯახები, რომლებსაც ვერაფერს მოვუხერხებთ. დები ღლონტები სამტრედიაში ხომ ვერ წავიდოდნენ? ვისი წასვლაც უფრო ადვილი იქნებოდა, მათზე შევაჩერეთ არჩევანი.

      - "შუა ქალაქის" ფილმს საახალწლოდ იხილავს მაყურებელი?
      - საახალწლო თემატიკის სრულმეტრაჟიან ფილმს გადავიღებთ, სადაც ყველა გმირი მიიღებს მონაწილეობას.

      - სახელწოდება უკვე მოიფიქრეთ?
      - არა, ჯერ გადავიღებთ და სახელს მერე შევარჩევთ.

      - "შუა ქალაქიდან" დროებითმა წასვლამ ალბათ მარი ჯოლოგუა, სალომე ჭულუხაძე და ჯაბა კილაძე გაანაწყენა...
      - სამივე გაგებით მოეკიდა ამ ამბავს. ყველა კარგად ხვდება, რომ წასვლა და მერე დაბრუნება მათთვის უკეთესი იქნება. ალბათ ეს ამბავი ეწყინათ კიდეც. მეც რომ მითხრან, ცოტა ხანს დაისვენე, სერიალი გადავასხვაფეროთ და სცენარი სხვამ დაწეროსო, არ მესიამოვნება. სერიალის რეიტინგს აუცილებლად სჭირდება სიახლეები. სამი წელია "შუა ქალაქი" რეიტინგულია. რეიტინგი რომ შევინარჩუნოთ, რამე უნდა შევცვალოთ.

      - ფილმს გადაიღებთ და სერიალი დამთავრდება?
      - არა, რა თქმა უნდა. ფილმი სერიალს გადაახალისებს. გასული წლისთვის ვაპირებდით ფილმის გადაღებას, მაგრამ ბევრი მიზეზის გამო ვერ მოხერხდა.

      - მახსოვს გეგმავდით, რომ თამუნა ჭელიძის სახე ბოლომდე შენიღბული დარჩენილიყო, მაგრამ "იმედის" გადაცემა "დღის შოუში" ამ როლის შემსრულებელი თინა მახარაძე გრიმის გარეშე ვიხილეთ სტუმრად...
      - საქართველო პატარა ქვეყანაა. ყველა ყველას იცნობს. თინას ფოტოები რამდენიმე საიტზე დაიდო, შემდეგ ეს ფოტოები დაიბეჭდა კიდეც და აზრი აღარ ჰქონდა დამალვას. სერიალში თამუნა ალბათ კიდევ დიდხანს არ შეიცვლება.

      - თბილისში ხმები გავრცელდა, რომ თორნიკე გოგრიჭიანსა და ნინო ქორიძეს რეალურად შეუყვარდათ ერთმანეთი, თქვენ რას გვეტყვით ამაზე?
      - მსახიობებთან შეხება მხოლოდ გადასაღებ მოედანზე მაქვს. გადაღებების შემდეგ რას აკეთებენ, ეს არ მეხება.

      - ასეთ სასიყვარულო ფლირტებს ხშირად იმისთვის იგონებენ, რომ პროექტს რეიტინგი ჰქონდეს...
      - არა მგონია ასე მომხდარიყო. თორნიკე და ნინო ამ ამბავს რეიტინგის გამო არ მოიგონებდნენ.

      - ანუ, პროექტის შემქმნელები არაფერ შუაში ხართ?
      - ჩვენი "დანაშაული" შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რომ მსახიობები მოვიწვიეთ და ერთმანეთს შევახვედრეთ. ჩვენ იმდენი დრო ნამდვილად არ გვაქვს, რომ მაჭანკლობით დავკავდეთ. "ღამის შოუს" სტუდიას რეიტინგისთვის სასიყვარულო ამბების მოგონებით არასდროს მოგვიღწევია. თან ასეთი პიარი საქართველოში არ მუშაობს. ამერიკაში არ ვართ, თბილისი პატარა ქალაქია. სახელმწიფო საიდუმლოებებს ძლივს მალავენ, არათუ ვინმეს სიყვარულის ამბავს.

      - მახსოვს, დათო ლაბაძეზე მითხარი, "ღამის შოუს" სტუდიიდან არ მიდისო. არადა, დათო "ბრავოში" ვიხილეთ...
      - დათო ჩვენგან არ წასულა. "ნანუკას შოუს" გადაცემის სცენარის შექმნაში მონაწილეობს. "ღამის შოუ" დაიხურა და რატომ არ უნდა მიეღო შეთავაზება...

      - კონკურენტ ტელევიზიაში მუშაობა არ უჭირს?
      - "იმედზე" სახე აღარაა და ამიტომ ამის პრობლემა არ აქვს. დათო პირველ გადაცემაში იმდენად არ მომეწონა, როგორც მეორეში. ეს ყოველთვის ასე ხდება. სერიალებშიც პირველი სერიები იმდენად კარგი არაა, როგორც შემდეგ.

      - "ღამის შოუს" სტუდია რა სიახლეს გვპირდება?
      - ახალი წლის შემდეგ ახალი შოუს გაკეთებას ვგეგმავთ, ეს ალბათ იქნება "ღამის შოუ" ოდნავ შეცვლილი ფორმატით. დიდი შოუს გაკეთებაზეც ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ ვართ.

      კატეგორია: ქართველები | ნანახია: 2080 | დაამატა: Qindi | რეიტინგი: 5.0/1
      სულ კომენტარები: 2
       
      2 -Name: nino 
      date: (08.10.2011 21:47)
       




      0  



      Answer


      ar dabrundeba lela meburishviliii? :-(
      answer:

       
       
       
       
       
      1 -Name: keska..... 
      date: (18.12.2010 12:27)
       




      0  



      Answer


      magrebi xart :*:*:*:*:*
      answer:

       
       
       
       
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41556
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12121
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10950
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7533
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7346
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7101
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6863
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6758
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6718
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან