მართალია, ემი უაინჰაუსი კონცერტების განმავლობაში, ძირითადად, სცენაზე გდია და ლედი გაგაც მიჩვეულია გამოსვლის დროს პატარ-პატარა ინციდენტებს, რიანას წაქცევა მაინც სამყაროს ჭორაობის საგნად ქცა.
მას უზომოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. თავი ვეღარ შეიკავა და სცენაზე დაეცა. შემსრულებელი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კანადაში ასრულებდა.
მიუხედავად უსიამოვნო ამბისა, რიანა წამოდგა და სიმღერა გააგრძელა.
ბოლო პერიოდში ასე მრავლად წაქცეულ ვარსვკლავთა სიას ცოტა ხნის წინ Jessie J-იც შეუერთდა, რომელიც კონცერტის რეპეტიციის დროს ისე დაშავდა, რომ საავადმყოფოში მოხვდა.
ასე რომ, ამ ყველაფრის შემდეგ ვარსკვლავებმა არჩევანი უნდა გააკეთონ - ან ქუსლის სიმაღლე ოდნავ მაინც შეამცირონ, ან 20-სანტიმეტრიანი ქუსლის მქონე ფეხსაცმლით ცოტა უკეთესად ცეკვა ისწავლონ.