ხუთშაბათი, 25.04.2024, 07:19
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2011 » ივლისი » 17 » რით აკვირვებს ხალხს ანი ლებანიძე
      20:36
      რით აკვირვებს ხალხს ანი ლებანიძე
      ანი ლებანიძე სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" ირინკას როლს ასრულებს. სიუჟეტის მიხედვით, ირინკას მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ და უმცროსი და უფროს დასთან, რუსკა მაყაშვილის გმირ ანჩოსთან დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ანისა და რუსკას შორის არანაირი ნათესაური კავშირი არ არსებობს, ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, სწორედ ამან დააინტერესა საზოგადოება. ანი და მისი გმირი ხალხმა მალე შეიყვარა.

      - თავიდან შენ შესახებ მოგვიყევი...
      - 14 წლის გახლავართ, 165-ე სკოლაში ვსწავლობ, უკვე მეცხრეკლასელი ვარ. რაც შეეხება სერიალს, გეტყვით, რომ თავიდანვე რუსკა მაყაშვილის ფანი გახლდით და ახლაც გახლავართ. ერთხელაც "ფეისბუქის" მეშვეობით დავეკონტაქტე. ეტყობა, რუსკამ თვითონაც აღმოაჩინა ჩვენ შორის მსგავსება და როცა ანჩოს დის, ირინკას როლზე კასტინგი გამოცხადდა, შემატყობინა, აუცილებლად მოდიო. მართლაც, მივედი და საბედნიეროდ, როლზე დამამტკიცეს.

      - რა რეაქცია გქონდა რუსკას ფანს, როცა გაიგე, რომ სერიალში მასთან ერთად უნდა გეთამაშა და თან მისი დის როლი უნდა შეგესრულებინა?
      - არ მჯეროდა, რომ მე, ერთი ჩვეულებრივი გოგონა, რუსკას გვერდით ვიდექი. წარმოუდგენელი იყო მასთან ერთად სერიალში თამაში. თავიდან არ ვნერვიულობდი, ვეცადე, თავი ხელში ამეყვანა, რათა კასტინგზე დავალება კარგად შემესრულებინა, მაგრამ მაინც ძალიან განვიცადე, მიცვალებულის ფერი მედო. იქ მომცეს ტექსტი, რომელიც უნდა დამეზეპირებინა და რუსკასთან ერთად გამეთამაშებინა.ადვილი იყო, თან მაქსიმალურად ვეცადე, მიმიკები და მანერები დამეჭირა, მგონი კარგად გამომივიდა და ამიყვანეს კიდეც. მაგრამ სანამ პასუხს შემატყობინებდნენ, ნერვიულობით მოვკვდი, რეალურად სამ თუ ოთხ დღეში დამირეკეს, მე კი მეგონა საუკუნე გავიდა. ყველაზე მაგარი ის მომენტი იყო, როცა მითხრეს აგიყვანეთო. ამ დროს დედა სამზარეულოში საქმიანობდა, მე კი ჩემს ოთახში გახლდით და ისე ვიკივლე, რომ დედა ტირილით შემოვარდა, რა დაგემართაო. კარგა ხანს ეიფორიაში ვიყავი, გადაღებები რომ დაიწყო, მერე მივხვდი, რა ხდებოდა ჩემს თავს.

      - შენი და რუსკას მსგავსება ხელოვნურადაა შექმნილი, თუ შუაზე გადაყოფილ, გაშლილ თმას ბუნებრივად ატარებ?
      - არა, მე რუსკასგან დამოუკიდებლად ვატარებ ასეთ ვარცხნილობას. სიმართლე გითხრა, ირინკას გამო სპეციალურად არაფერი გამიკეთებია, მე რეალურად ასეთი ვარ (იღიმება).

      - არც ანჩოს მსგავს მიმიკებსა და მანერებზე გიმუშავია სპეციალურად?
      - შენ წარმოიდგინე, არა. ნამდვილად არ დავმჯდარვარ და არ დავკვირვებივარ რუსკას, როგორ ამოძრავებდა ტუჩებს, როგორ იქცეოდა. თუმცა ახლა, როცა ირინკას ვასახიერებ, ვცდილობ, მთლად ანჩოს კოპირება არ გამომივიდეს, ვიყო ანჩოს და და არა ანჩო.

      - ახლა გადაღებებზე გვითხარი უფრო ვრცლად, როგორ შეეწყვე კამერებს, შემოქმედებით გუნდს...
      - არასდროს დამავიწყდება სერიალის გადაღებები. არანაირი პრაქტიკა არ მაქვს ამ სფეროში, თეატრალურ წრეზეც კი არ მივლია. მიუხედავად ამისა, შემოქმედებითმა ჯგუფმა მიმიღო არა როგორც დამწყები, არამედ როგორც ჩამოყალიბებული მსახიობი. არ მეგონა, თუ ასე მალე გავხდებოდი ამ დიდი ოჯახის წევრი. ყველა მეხმარებოდა, რუსკამ, რა თქმა უნდა, რჩევები მომცა, რომელიც გავითვალისწინე და გამომადგა. ის ჩემთვის მისაბაძი ადამიანია, შემდგარი მსახიობია და მისი რჩევები ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

      - ყველაზე რთულად რა მოგეჩვენა სერიალზე მუშაობის დროს?
      - კამერებთან მუშაობა, რადგან ეს სრულიად უცხო რამ იყო ჩემთვის. ჩემი მთავარი პრობლემა ერთი და იმავე რეაქციის სხვადასხვა რაკურსით გადაღება იყო. სულ მავიწყდება, რა და როგორ გავაკეთე და გამეორება მიჭირს, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ყველა მეხმარება და ამ პრობლემასაც ვძლევთ. გარდა ამისა, არ მაქვს კარგი მეტყველება და ესეც დასახვეწი მქონდა. სხვა ისეთი არაფერი.

      - ალბათ უკვე მსახიობობაზე ოცნებობ...
      - პირველ რიგში, მინდა, სამედიცინოზე ჩავაბარო, კარდიოლოგი გავხდე, მაგრამ პარალელურად მსახიობობის დიდი სურვილიც მაქვს.

      - ახლა ის გვითხარი, შენ და რუსკა სერიალის გარდა დროს თუ ატარებთ ერთად?
      - სიმართლე გითხრა, ვერა. მოგეხსენებათ, რუსკა ძალიან დაკავებულია, მეც სკოლაში დავდივარ, მერე - ცეკვაზე, მასწავლებლებთან და დრო აღარ მრჩება. ესაა მიზეზი, რომ დროს ერთად ვერ ვატარებთ, თორემ გადაღებებზე კარგად ვერთობით.

      - როგორ ერთობით?
      - ბევრს ვხალისობთ გადაღებებზე. კამერების წინ ვცდილობ, სულ სხვა ადამიანი გავხდე. ერთხელ ძალიან შევედი როლში, მაქსიმალურად დავიხარჯე, რომ კარგად შემესრულებინა როლი, არადა, თურმე კამერები ჩართული არ იყო, რა თქმა უნდა, ეს ოპერატორებმა იცოდნენ, მაგრამ არ გამაფრთხილეს, მერე კი ყველამ ერთად ბევრი ვიცინეთ. ცოტა კი შემრცხვა, მაგრამ მაინც კარგად ვიხალისეთ.

      - როგორ აფასებენ შენს საქმიანობას შენი ახლობლები და ოჯახის წევრები?
      - მოსწონთ, მაგრამ რჩევებსა და შენიშვნებსაც ვიღებ, რომელთაც ვითვალისწინებ, რათა მომავალში იგივე შეცდომა არ დავუშვა.

      - მოდი ახლა ჩვენი რუბრიკის თემასაც შევეხოთ და შენი დღის რეჟიმი გაგვაცანი...
      - დილით მივდივარ სკოლაში, სახლში დაბრუნებული ცოტას ვისვენებ, მერე ვმეცადინეობ, მივდივარ ცეკვაზე და საღამოს ვბრუნდები შინ.

      - მას შემდეგ, რაც სერიალში გამოჩნდი, რასაკვირველია, შენ მიმართ შეიცვლებოდა საზოგადოების დამოკიდებულება...
      - კი, ასეა. ადრე თუ ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვიყავი, დღეს ავტობუსში ასვლისას უკვე ყურადღების ცენტრში ვექცევი, მიღებენ ფოტოებს, მეკითხებიან ასაკს, რომ ვეუბნები 14-ის ვარ-მეთქი, უკვირთ, 18-19 წლის ვგონივარ. სკოლაშიც მოდიან ფოტოების გადასაღებად, ხან რცხვენიათ, მაგრამ ერთმა თუ გაბედა მოსვლა, მერე ყველა მოჰყვება. ძალიან მიხარია, ასე მალე რომ შევუყვარდი ხალხს და ასეთ ყურადღებას იჩენენ ჩემ მიმართ.

      - თავისუფალ დროს როგორ ერთობი?
      - ან მეგობრებთან ერთად ვარ, ან კიდევ კომპიუტერში დავძვრები, გარეთ არ ვატარებ ამ დროს, ძალიან დაკავებული ვარ და სიმართლე გითხრათ, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს.

      - დასასრულ, გვითხარი, რომელ საათზე იძინებ, შენი დღე როდის მთავრდება?
      - სადღაც საღამოს 9-ზე მოვდივარ სახლში, ვუყურებ ტელევიზორს და დაახლოებით 12-ისთვის ვიძინებ, მალე არ მეძინება. ამ დროს ძირითადად ვოცნებობ, ძალიან მეოცნებე ვარ, სულ ცაში დავფრინავ და მთელ დროს ოცნებაში ვატარებ (იღიმება).



      კატეგორია: ქართველები | ნანახია: 2000 | დაამატა: Sally | რეიტინგი: 0.0/0
      სულ კომენტარები: 3
       
      3 -Name: Sally 
      date: (03.11.2011 12:04)
       




      0  



      Answer


      mari sad gindat rom anim dagamatot mitxari da vtxov :))
      answer:

       
       
       
       
       
      2 -Name: mari 
      date: (26.10.2011 15:46)
       




      0  



      Answer


      mariko-19955
      ani gtxov damimato ^_^
      answer:

       
       
       
       
       
      1 -Name: mari 
      date: (26.10.2011 15:43)
       




      0  



      Answer


      miyvarxart orive dz dz tqveni fani var
      : ((
      yvelaze metad tqven miyvarxart ruska & ani :getImage-32-: :getImage-23-: :getImage-5-:
      answer:

       
       
       
       
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41564
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12121
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10950
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7534
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7346
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7101
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6863
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6758
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6719
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან