Sabra Krock-ისთვის ნებისმიერი კერძის მომზადება უდიდესი სიამოვნებაა, იგი დაიტერესებულია ყველა იმ საკითხით, რაც კვებასთან დაკავშირებულია და მეტიც, ქმნის ახალ რეცეპტებსა და საკუთარი ტექნილოგიებით ახალ–ახალი კერძების ძიებაშია. რაც შეეხება ფოტოგრაფირებას, მისი პირველი ფოტოები მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ვიზუალური წარმოდგენა დაეკმაყოფილებინა და საკუთარი რეცეპტებისთვის დაერთო თავის კულინარულ ბლოგზე, თუმცა შემდგომ ამ ხერხმა იგი ფუდ–ფოტოგრაფობამდე მიიყვანა.
|