კლინტ ისთვუდის პროექტი 'J. Edgar' წინ მიიწევს. რესურს Vulture-ის ცნობით, ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორის, ედგარ ჰუვერის მდივნის როლი, შარლიზ ტერონს შესთავაზეს. ჰელენ გენდი 50 წელი იყო ჰუვერის მდივანი. თვით ჰუვერის როლს ლეონარდო დი კაპრიოს სთავაზობენ. შარლიზ ტერონს უყვარს ხელოვნების გამო გარეგნობის შეცვლა, ამიტომ ფიქრობენ, რომ მას ეს როლი მოეწონება. კლინტ ისთვუდი გადაღებების დაწყებას მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს.
|