ოთხშაბათი, 24.04.2024, 09:51
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2011 » იანვარი » 3 » შოკი-2010 - ვარსკვლავების ყველაზე სკანდალური გამოხდომები
      13:42
      შოკი-2010 - ვარსკვლავების ყველაზე სკანდალური გამოხდომები
      Ambebi.Geრა დასამალია, ვარსკვლავებმა საზოგადოება გამაოგნებელი და სკანდალური საქციელითაც რომ უნდა "გაახალისონ", თორემ მარტო ნიჭით დღევანდელ შოუბიზნესში შორს ვერ წახვალ. თუმცა, თუ ზოგიერთების საქციელი კეთილგანწყობილ ღიმილს იწვევს, სხვები თავიანთი სისასტიკით გვზარავენ. რაღაც-რაღაცები აშკარად "პიარშიკების" მიერ იყო დაგეგმილი, სხვა რამ კი უნებურად გაცხადდა... მაშ ასე, რით გაგვაოცეს ვარსკვლავებმა 2010 წელს?



      "ხორციანი" ლედი გაგა


      მომღერალი ლედი გაგა, ცნობილი თავისი ექსტრავაგანტური სამოსით, MTV-ის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე ნამდვილი ხორცის ნაჭრებისგან დამზადებული კაბით გამოცხადდა. ფეხსაცმელზეც კი ხორცის ფენები იყო შემოვლებული. დიზაინერმა ფრანკ ფერნანდესმა, რომელმაც მომღერალს ასეთი ეპატაჟური კოსტიუმი შეუქმნა, გამოაცხადა, რომ ხორცის კაბა დამარილდება და ისტორიას შეენახება.

      კოსტიუმი ჟურნალ-გაზეთების გვერდებზეც აღიბეჭდა, ასეთი სამოსით გაგამ "ვოგის" გარეკანიც კი დაამშვენა.
      სხვათა შორის, ლედი გაგას კაბის იდეა ახალი არ არის: მსგავსი სამოსი კანადელმა მხატვარმა იანა სტერბაკმა ჯერ კიდევ 1987 წელს წარმოადგინა ერთ-ერთ არტგამოფენაზე.

      Ambebi.Geდემი მური საცვლებში


      დემი მურის ახალგაზრდა ქმარი ეშტონ კატჩერი სოციალური ქსელის "ტვიტერის" კარგა ხნის თაყვანისმცემელია. ყოველდღე ათავსებს თავის ჩანაწერებსა და ექსკლუზიურ ფოტოებს. მსახიობი ისე გაიტაცა მილიონობით მკითხველის "მოპოვების" იდეამ, რომ თავის გვერდზე ცოლის პროვოკაციული ფოტოების განთავსებაც დაიწყო.

      დემი მურმა გადაწყვიტა, ქმარს არ ჩამორჩენოდა და სარკის ფონზე ბიკინებში გადაიღო ფოტოები. დემიმ თავისი იდეალური სხეული გამოაჩინა - 47 წლისა და სამი შვილის გაჩენის მიუხედავად შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. თუმცა მის სხეულზე მეტად ანტურაჟია საინტერესო: გლამურული საჟურნალე ფონის ნაცვლად, რომელზეც მიჩვეულები ვართ ვარსკვლავების ხილვას, ჩვეულებრივი სააბაზანო ოთახია. ტუმბოზე კი ფლაკონები აწყვია.

      Ambebi.Geმელ გიბსონი სასამართლოში

      მელ გიბსონი ცოლს დაშორდა, რომელთანაც 28 წელი იცხოვრა და რუს პიანისტ ოქსანა გრიგორიევასთან გადაბარგდა - გასულ წელს ეს შოუბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურად განხილული თემა იყო. თუმცა წყვილის სიყვარულმა ერთ წელიწადსაც არ გასტანა. ისინი სკანდალითა და სასამართლო გარჩევებით დაცილდნენ ერთმანეთს. ურთიერთობების ფინალად ის იქცა, რომ გიბსონი გრიგორიევას წინააღმდეგ ძალადობაში დაადანაშაულეს. მოსამართლემ ორდერი გამოწერა, რომელიც მსახიობს თავის ქალიშვილ ლუსიასთან მიახლოებას უკრძალავდა. თუმცა ჰოლივუდის მსახიობის ადვოკატებმა ამ განაჩენის გაუქმებას მიაღწიეს და რამდენიმე დღის წინ მელი თავის მერვე შვილთან ერთად აღბეჭდეს პაპარაცებმა.

      Ambebi.Geწითელთმიანი რიანა

      მომღერალმა მოულოდნელად თმა ექსტრემალურ მოწითალო-მონარინჯისფროდ შეიღება. ტანზე მომდგარი შავი ბრწყინვალე კოსტიუმების მოყვარულმა რიანამ გადაწყვიტა, ჩაცმის სტილიც შეეცვალა - უფრო კლასიკურით. იმავდროულად, პოპვარსკვლავს სურს, კვლავინდებურად მაქსიმალურად კაშკაშა იყოს.

      "ერთხელ ქერად გადავიღებე, მაგრამ ეს ისეთი მოსაწყენია... შავი ჯერ კიდევ ჩემი საყვარელი ფერია, თუმცა აღარ მომწონს პროვოკაციული სამოსი, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ რაღაც მაინც უნდა ყოფილიყო გამომწვევი. ეს რაღაც კი ჩემი თმა გახდა!"
      თუმცა სინამდვილეში გასაკვირია, რატომ გააოგნა ასე საზოგადოება რიანას თმამ, თუნდაც ჩვენს ქალაქში რამდენი ასე აწითლებული ქალი შეიძლება ნახო...


      Ambebi.Geრიკი მარტინი - გეი

      ცნობილმა მომღერალმა რიკი მარტინმა არატრადიციული ორიენტაცია საჯაროდ აღიარა. ამის შესახებ თავის ოფიციალურ საიტზე დაწერა. მუსიკოსის თქმით, მსგავსი აღიარებისკენ მემუარების დაწერამ უბიძგა. წიგნის წერა რომ დაიწყო, მიხვდა, რომ მრავალწლიან საიდუმლოებებსაც უნდა გამომშვიდობებოდა.

      ადრე რიკი მალავდა, რომ გეი იყო, რადგან მიაჩნდა, რომ ეს მის კარიერას ავნებდა. თავისი ორიენტაციის გამჟღავნების კიდევ ერთ საბაბად რიკიმ მამობა დაასახელა. 2008 წელს უცნობმა სუროგატმა დედამ მას ტყუპი ვაჟი გაუჩინა.

      Ambebi.Geგაგამ აგილერას მეძავი უწოდა


      უკვე რამდენიმე თვეა, მთელი მსოფლიო განიხილავს კრისტინა აგილერას გარეგნობის აშკარა მსგავსებას ლედი გაგას ეპატაჟურ სტილთან. ჟურნალისტებმა აგილერა აიკლეს შეკითხვებით ამ თემაზე. მსგავსი ბრალდებების პასუხად კრისტინამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ უკვე ათ წელზე მეტია სცენაზეა და მისი საქმე ყველაფერზე მეტყველებს. თურმე, როცა უფრო ახალგაზრდა იყო, ლედი გაგასთან მიმსგავსება ძალიან გაანაწყენებდა, ახლა კი, როცა შვილი ჰყავს, აქვს საქმე და ცხოვრება ასეთი სავსეა, ყველაფერმა დაკარგა მნიშვნელობა. კრისტინა აგილერას ქედმაღლურმა შენიშვნამ, როგორც ჩანს, ემოციური ლედი გაგა გააბრაზა და აიძულა, კრისტინასთვის საჩუქარი მოემზადებინა - ჩაის ფინჯანი წარწერით "მეძავი", რომლის ფოტო "ტვიტერში" თავის გვერდზე მოათავსა.

      მართლაც, თუნდაც ამ ფოტოებზე ისე ჰგვანან ერთმანეთს, აბა, გამოიცანით, რომელი რომელია?


      Ambebi.Geკეტი პერის მანიკიური

      კეტი პერი ასევე კაშკაშა და უჩვეულო გოგონაა. მანიკიური კი მისი განსაკუთრებული გატაცებაა. თავდაპირველად ყველა დიდხანს განიხილავდა მის ფრჩხილებს, რომლებზეც ბრილიანტები ჰქონდა დაწებებული (ოღონდ, ყალბი). მაგრამ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი "სახელობითმა" მანიკიურმა, რო მელიც კეტიმ MTV VMA-ს მუსიკალური ცერემონიის წინ გაიკეთა. თითოეულ ფრჩხილზე მისი საქმროს - რასელ ბრენდის ფოტო იწონებდა თავს. უცნობია, რა რეაქცია ჰქონდა ამაზე კეტის მაშინდელ შეყვარებულს, ახლა უკვე ქმარს, თუმცა საზოგადოება აშკარად გააოგნა.
      კატეგორია: ვარსკლავები | ნანახია: 1306 | დაამატა: Qindi | რეიტინგი: 0.0/0
      სულ კომენტარები: 0
      კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
      [ რეგისტრაცია | შესვლა ]
      შესვლის ფორმა
      რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
      კალენდარი
      «  იანვარი 2011  »
      ორსამოთხხუთპარშაბკვ
           12
      3456789
      10111213141516
      17181920212223
      24252627282930
      31
      Demi's Tweets
      Top 10 News
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41559
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12121
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10950
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7533
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7346
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7101
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6863
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6758
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6718
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან