2010 წლის პირველ კვარტალში, მობილური ტელეფონების მოყვარულთ კიდევ ერთი სიურპრიზი ელით, რამეთუ გასაყიდ ქსელში გამოჩნდება – Sony Ericsson–ის მიერ წარმოებული მორიგი შედევრი – XPERIA X10, სმარტფონი, რომელსაც უკვე ადარებენ Google Phone Android-ს. იგი მართლაც რომ პირველი მობილურია, რომელსაც მასზე ადამიანის მიერ განხორციელებილი ზემოქმედება ინტუიციურ დონეზე დაჰყავს. დახარისხების იმ დანართით, როგორიცაა – Mediascape–ი და Timescape™, მობილური ტელეფონი – XPERIA X10 მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მობილურმა თავად დაალაგოს ერთგვაროვანი თემატიკური მასალა – ინტუიციურად. ის ავტომატურად იცნობს კავშირებს – კონტაქტებს, მედიაფაილსა და შინაარს შორის. XPERIA X10 ერთი ადამიანის ყველა მონაცემს ერთად უყრის თავს, მაგალითად: ფოტოებს, იმეილებს, sms-შეტყობინებს, Facebook™–ის, MySpace™–ის და Twitter™–ის ყველა გვერდებს. მფლობელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს ყველა სახის მუსიკა, ფოტო და ვიდეო – შეუზღუდავად.
XPERIA X10 გამოირჩევა თავისი ორიგინალური დიზაინით და ვიზუალური მხარდამჭერით. მობილური თითქმის არაფრით ჩამოუვარდება კომპიუტერს და გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით.
რაც შეეხება – Sony Ericsson XPERIA™ X10–ის ტექნიკურ მონაცემებს, იგი ასე გამოიყურება: ეკრანი – სენსორული, 4-დუიმიანი, 262 144 ფერი, WVGA, 480 x 854; კამერა – 8,1 მეგაპისქსელი, 16х ციფრული მიახლოვება, ავტო ფოკუსი, ფუნცია სახის დაფიქსირება, სტაბილიზატორი, ვიდეოჩამწერი; პროცესორი – Qualcomm Snapdragon QSD8250 (1 Ghz); ინტეგრირებული მეხსიერება – 1 გეგაბაიტამდე; ჩიპის მხარდაჭერა – microSD; პორტები – microUSB, 3,5-მილიმეტრული ხმის გამომსვლელი; Bluetooth, Wi-Fi, A-GPS, Google Maps; ОС – Android Donut, 1.6–ვერსია; გლობალი – UMTS HSPA 900/1700/2100 + GSM GPRS/EDGE 850/900/1800/1900 + UMTS HSPA 800/1900/2100 + GSM GPRS/EDGE 850/900/1800/1900; გაფართოება – 119 x 63 x 13 მმ; სიახლეს 2 ფერში შემოგვთავაზებენ: „მქრქალი თეთრი" და „მგრძნობიარე შავი".
|