შაბათი, 20.04.2024, 06:55
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » Stars & their Dependences (pART2)
      16:04
      Stars & their Dependences (pART2)

      Image Hosting [top100.ge]
      11) დევიდ არკეტი. მსახიობი 2011 წლის 1 იანვარს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების გამო კლინიკაში მოხვდა. 2010 წლის ოქტომბერში ის 11 წლიანი ქორწინების შემდგომ კორტნი კოქსს (ცოლს) გაშორდა.

      Image Hosting [top100.ge]
      12) დემი ლოვატო. მსახიობმა და მომღერალმა 2011 წლის იანვარში 90 დღიანი სარეაბილიტაციო კურსი დაასრულა. ის კლინიკაში „ემოციონალური და ფიზიკური პრობლემების" გამო მოხვდა. როგორც მისი წარმომადგენელი აღნიშნავს, ლათინურ ამერიკაში დაგეგმილი ტურის დროს ლომატოს ნერვული აშლილობა გამოეხატა, რისი დამარცხებაც მან ალკოლოლით სცადა, თუმცა ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე ყველა გადაკრული სიტყვაც კი უარყოფილია.

      Image Hosting [top100.ge]
      13) აარონ კარტერი. მომღერალი ჯერ 2006 წელს იმყოფებოდა სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად, სადაც ნარკოტიკებისთვის მოხვდა. ახლა კი, 2011 წლის იანვრის თვე გაატარა კალიფორნიის ერთ–ერთ კერძო კლინიკაში.

      Image Hosting [top100.ge]
      14) ჯონათან რის მეიერი. მსახიობი ბოლოს 2010 წლის მაისში იმყოფებოდა ლონდონის კლინიკაში, სადაც ალკოჰოლური დამოკიდებულების წინააღმდეგ მიმართული კურსი გაიარა. ალკოჰოლი იყო მიზეზი მისი 2007 წლის აპრილსა და 2009 წლის ივნისში ატეხილი დებოშისაც.

      Image Hosting [top100.ge]
      15) ჯესი ჯეიმსი. მოტომექანიკოსი – სანდრა ბულოკის ყოფილი ქმარი გახლავთ, ვინაც 2010 წლის მარტში იმყოფებოდა არიზონას ერთ–ერთ კლინიკაში, რომელიც სექსო, ნარკო და ალკოჰოლურ დამოკიდებილებებზე სპეციალიზირდება.

      Image Hosting [top100.ge]
      16) სტივენ ტაილერი. ჯგუფ – „Aerosmith"-ის წევრი 2009 წლის დეკემბერში ტკივილგამაყუჩებლებისადმი გადამეტებული ლტოლვის გამო მოხვდა კლინიკაში. მან აღიარა, რომ სიფხიზლის 12 წლიანი ინტერვალის შემდგომ კვლავაც სასმელს მიეძალა, რის შედეგადაც 2009 წელს სამხრეთ დაკოტაში გამართული კონცერტის სცენიდან ჩამოვარდა, მხარი მოიტეხა და მედიკებმა 12 ნაკერიც დაადეს, თუმცა როგორც თავად განმარტა, მისთვის ყველაზე დიდ ტრავმად მისივე ჯგუფის წევრების მიერ გამოჩენილი გულგრილობა და დუმილი აღმოჩნდა.

      Image Hosting [top100.ge]
      17) ტაიგერ ვუდსი. გოლფის პროფესიონალმა მოთამაშემ 2009 წლის დეკემბერში სპორტიდან დასვენება განიზრახა და ფლორიდაში, საკუთარ სახლთან ავარიაში მოყვა, რის შემდგომაც ცოლის მიმართ ღალატსაც ფარდა აეხადა და მისურის შტატში „ფაინ გროუდის" სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა, სადაც 2010 წლის 20 იანვრამდე „სექსუალური დამოკიდებულების" წინააღმდეგ მიმართულ, მკურნალობის სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.

      Image Hosting [top100.ge]
      18) მიშა ბარტონი. მსახიობი გოგონა 2007 წელს დააკავეს – ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო. იმისთვის, რომ სასამართლო დაერწმუნებინა იმაში, რომ იგი გამოუსწორებელი ლოთი არ იყო, ბარტონმა საკუთარი ინიციატივით მიმართა სარეაბილიტაციო კლინიკას.

      Image Hosting [top100.ge]
      19) დევიდ ჰასელჰოფი. სერიალ – „მალიბუს მაშველთა" გმირი, ვინაც ჯერ კიდევ 1970 წელს აღიარა მისი ალკოჰოლზე დამოკიდებულება. 2007 წელს გამოიცა ვიდეომასალა, სადაც იატაკზე მყოფი, გალეშილი მსახიობი ჩიზბურგერის მირთმევას ლამობს, იმ დროს, როცა უკან მდგომი მისივე ქალიშვილი ცდილობს, პირობა ჩამოართვას მამას, რომ მეტად ასე აღარ მოიქცევა და ბოლოს მოუღებს სმას. 2009 წელს ჰასელჰოფმა არაერთხელ მიმართა კლინიკას, სადაც იგი ალკოჰოლზე დამოკიდებულების წინააღმდეგ მიმართულ სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.

      Image Hosting [top100.ge]
      20) ვაინონა ჯადი. დუეტ – „The Judds"–ის ყოფილი მონაწილე, ვინაც 2003 წელს გამართულ შოუში აღიარა მისი საჭმლის მიმართ ზეაწეული დამოკიდებულება. მან ტეხასის კლინიკაში გაიარა სარეაბილიტაციო კურსი.

      Image Hosting [top100.ge]
      21) რობერტ დაუნი უმცროსი. მსახიობს ჯერ კიდევ სიყრმის წლებიდან ჰქონდა ნარკოტიკების მიმართ ლტოლვა, თუმცა 1992 წლიდან იგი თითქოს დაუბრუნდა ცხოვრების ჭეშმარიტ გზას, როცა ფილმ – „ჩაპლინში" განხორციელებული როლისთვის იგი ოსკარის ნომინაციაზე წარადგინეს. 1996 წელს კი მან კლინიკას მიმართა, რამეთუ მის კარიერას ხელს უშლიდა ნარკოტიკებისადმი მისი ზეაწეული ლტოლვა და სარეაბილიტაციო კურსიც გაიარა. კურსის გავლის შემდგომ მან მონაწილეობა მიიღი ისეთ ფილმებში, როგორებიცა: „რკინის კაცი", „შერლოკ ჰოლმსი", „სოლისტი" და სხვა.

      Image Hosting [top100.ge]
      22) ტარა რიდი. მსახიობმა, რომელიც პუბლიკისთვის ცნობილი გახდა ფილმიდან „ამერიკული ნამცხვარი", 2008 წლის 12 დეკემბერს მიმართა მალიბუს კლინიკას. მისი მკურნალობის სპეციფიკის შესახე ინფორმაცია არ ვრცელდება.

      Image Hosting [top100.ge]
      23) ემი უაინჰაუსი. მომღერალი 2008 წლის იანვარში მოხვდა კლინიკაში, სადაც იგი ალკოლისა და ნარკო–დამოკიდებულების წინააღმდეგ მიმართულ სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. ამავე წელს იქნა გამოქვეყნებული ვიდეომასალა, სადაც მსახიობი კოკაინს მოიხმარდა. გასულ წელს „გრემი"–თ დაჯილდოების ცერემონიაზე ემი უაინჰაუსმა 5 ჯილდო მოიპოვა.

      Image Hosting [top100.ge]
      24) კირსტენ დანსტი. 2008 წლის თებერვალში მსახიობი იუტას შტატის კლინიკა – ‘Cirque Lodge’–ში გადიოდა სარეაბილიტაციო კურსს, თუმცა მიზეზი არ ხმაურდება.

      Image Hosting [top100.ge]
      25) დელტა ბერკი. მსახიობმა 2008 წელს გაიარა სარეაბილიტაციო კურსი, სადაც იგი დეპრესიის, დიაბეტისა და მაღალი წნევის თანმხვედრ პრობლემებს უმკლავდებოდა.

      Image Hosting [top100.ge]
      26) სემერ არმსტრონგი. ჰოლივუდელი ვარსკვლავი 2007 წელს გადიოდა სარეაბილიტაციო კლინიკურ კურსს, სადაც იგი „პირად პრობლემებს" უმკლავდებოდა.

      Image Hosting [top100.ge]
      27) ვან ჰალენი. როკ–მომღერალმა 2007 წელს მიმართა კლინისაც, სადაც მან განაცხადა: „ვეღარ ვგრძნობ, რომ ყველაფრის ბოლომდე გაცემა შემიძლია, აქ იმიტომ მოვედი, რომ საკუთარ თავზე ვიმუშაო და სამომავლოდ 110%–თ დავიხარჯო".

      Image Hosting [top100.ge]
      28) ისაია ვაშინგტონი. მსახიობი კლინიკაში 2007 წლის იანვარში მოხვდა, რაც საკუთარი მეგობრის მიმართ ჰომოფობიურმა ლტოლვამ განაპირობა. როგორც მან განაცხადა: „ვთვლი, რომ ჩემი მხრიდან აუცილებელი იყო ამ ნაბიჯის გადადგა, რამეთუ უნდა გავათვითცნობიერო რატომ გავაკეთე ეს და დავრწმუნდე, რომ ის რაც ჩავიდინე მეტად აღარ განმეორდება".

      Image Hosting [top100.ge]
      29) ტარა კონერი. კენტუკის შტატის მკვიდრი, 2006 წლის „მის აშშ"–ც ითვლებოდა პენსილვანიის სარეაბილიტაციო კლინიკის პაციენტად, რადგანაც ალკოჰოლსა და კოკაინზე დამოკიდებულება ედებოდა ბრალად.

      Image Hosting [top100.ge]
      30) კორტნი ლავი. 2004 წელს მსახიობმა 18 თვიანი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა, მას შემდგომ, რაც კოკაინის ზემოქმედების ქვეშ, იგი ყოფილი შეყვარებულის სახლში შევარდნას ლამობდა. მომდევნო წელს, მან ეს ყოველივე აღიარა და კვლავად დაემატა 28 დღიანი კურსი.

      Image Hosting [top100.ge]
      31) ოზი ოზბორნი. როკ–მომღერლის მთელი ოჯახი გადიოდა სარეაბილიტაციო კურსს. მათ შორის ქალიშვილი – კელი ტკივილგამაყუჩებლების ბოროტად მოხმარებისთვის, ვაჟი – ჯეკი სასმელისა და მარიხუანას მოხმარებისთვის. ოზის მეუღლე – შერონმა, კი ქმარი იმ ცდუნებით მიყვანა სარეაბილიტაციო ცენტრში, რომ იქ ბარი იქნებოდა.

      Image Hosting [top100.ge]
      32) მერი–კეით ოლსენი. მსახიობმა იუტას შტატში არსებულ ერთ–ერთ კლინიკას 2004 წელს მიმართა, სადაც იგი ანორექსიის (მადის დაკარგვა, იწვევს კვების ცენტრის შეკავება – თავის ტვინის ძლიერი აგზნების, ფსიქოლოგიური და ენდოკრინული დაავადებების, მწვავე და ქრონიკული ინფექციის, კუჭ–ნაწლავის დაავადებების და სხვათა დროს.) წინააღმდეგ მიმართულ სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. რაც შეეხება მის მიმართ გავრცელებულ ჭორებს – ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, არ დადასტურდა.

      Image Hosting [top100.ge]
      33) ფოქსი ბრაუნი. სუსტი სქესის წარმომადგენელი რეპერი იძულებით იქნა გამწესებული სარეაბილიტაციო ცენტრში სამკურნალოდ, რაც სილამაზის სალონში მის მიერ ატეხილი დებოშის გამო მოხდა. მოგვიანებით, კი იგი კლინიკიდან გამოაგდეს, ცენტრის თანამშრომლისადმი მიზანმიმართული აგრესიის გამო.

      Image Hosting [top100.ge]
      34) მაიკლ ტაისონი. ცნობილმა მოკრივემ არიზონას კლინიკა 5 დღეში დატოვა, სადაც იგი კოკაინის მოხმარების გამო გაამწესეს, თუმცა ჩინეთში მაოს საფლავის მონახულების შემდგომ, თავდვე მიმართა ფენიქსის კლინიკას, სადაც მან 30 დღე დაჰყო.

      Image Hosting [top100.ge]
      35) ნიკოლ რიჩი. ტელევარსკვლავმა თავად მიმართა სარეაბილიტაციო კლინიკას, მის სიგამხდრესთან დაკავშირებულ, შესაძლო ანორექსიის შიშით, სადაც მას წონის შემატება სურდა. ამ შემთხვევამდე 3 წლით ადრე, იგი ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ იყო გამწესებული კლინიკაში, მას შემდგომ, რაც ჰეროინის შენახვაში დასდეს ბრალი.

      Image Hosting [top100.ge]
      36) ქეით ურბანი (Keith Urban). ქანთრის ჟანრის მომღერალი 2007 წელს დაუბრუნდა სცენას, რაც მისი ალკოჰოლისადმი ლტოლვის წინააღმდეგ მიმართული სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდგომ მოხდა. 4 თვით ადრე, ვიდრე იგი კლინიკაში განთავსდებოდა, მსახიობ ნიკოლ კიდმანზე დაქორწინდა (2006 წ).

      Image Hosting [top100.ge]
      37) ბილი ჯოილი. მესამე ქორწინებიდან ჯერ კიდევ ერთი წელიც არ იყო გასული, როცა მომღერალმა და კომპოზიტორმა, კალიფორნიის კლინიკა – „რანჩო მირაჟს" მიმართა – ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებისაგან თავის დასაღწევი კურსის გასავლელად. პირველად იგი კონექტიკუტის კლინიკას 2002 წელს ეწვია.

      კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 927 | დაამატა: Qindi | რეიტინგი: 0.0/0
      სულ კომენტარები: 0
      კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
      [ რეგისტრაცია | შესვლა ]
      შესვლის ფორმა
      რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
      კალენდარი
      «  თებერვალი 2011  »
      ორსამოთხხუთპარშაბკვ
       123456
      78910111213
      14151617181920
      21222324252627
      28
      Demi's Tweets
      Top 10 News
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41538
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12121
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10950
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7533
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7346
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7101
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6861
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6758
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6718
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან