პარასკევი, 19.04.2024, 17:59
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2011 » იანვარი » 15 » Taylor swift Biography
      20:17
      Taylor swift Biography

      ტეილორ სვიფტი (ინგლ. Taylor Swift,დ. 13 დეკემბერი, 1989) არის ამერიკელი ქანთრი პოპ მომღერალი,კომპოზიტორი და მსახიობი.

      2006 წელს, მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Tim McGraw", შემდეგ კი მისი სახელის მქონე სადებიუტო ალბომი, რომელიც საბოლოოდ მრავალჯერ-პლატინის ხარისხით სერტიფიცირდა ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის მიერ. 2008 წლის ნოემბერში, სვიფტმა გამოუშვა მეორე ალბომი, Fearless. Fearless-მა და Taylor Swift-მა 2008 წელი შესაბამისად მესამე და მეექვე ადგილებზე დაამთავრეს, გაყიდვებით 2.1 და 1.5 მილიონი. Fearless პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200–ში 11 კვირა (არა თანმიმდევრულად)[1]; არც ერთი სხვა ალბომი არ ყოფილა 1 ადგილზე ამდენი ხანი 2000 წლის შემდეგ.ამ ალბომმა 2010 წელს გრემის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა როგორც წლის საუკეთესო და საუკეთესო ქანთრი ალბომმა. სვიფტი ჯურნალმა ბილბორდმა 2009 წლის საუკეთესო მომღერლად დაასახელა[2].ტეილორმა 2010 წლის 25 ოქტომბერს გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით „Speak Now",პირველ კვირაში გაიყიდა 1,047,000 ასლი და ბილბორდ 200–ში დაიკავა პირველი ადგილი.

      2008 წელს, მისი ალბომების გაყიდვის ჯამმა 4 მილიონს მიაღწია, რის შედეგადაც ის აშშ-ში წლის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსი გახდა, Nielsen SoundScan-ზე დაყრდნობით. ფორბსმა სვიფტი 2009 წელს 69-ე ადგილზე დაასახელა ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებს შორის, შემოსავლით $18 მილიონი.[3]ხოლო 2010 წელს მე–12 ადგილზე ყველაზე გავლენიან სელებრითებში $45 მილიონით.[4]2010 წლის იანვარში Nielsen SoundScan-მა სვიფტი დაასახელა სიმღერების ციფრული ასლების ყველაზე გაყიდვად მომღერალად დახლოებით 28 მილიონი გაყიდული ციფრული სიმღერით.[5] დღეს მას გაყიდული აქვს დაახლოებით 16 მილიონი ალბომი მთელი მსოფლიოს მასშტაბით[6] და ამ დროისთვის ასევე სულ აქვს 131 ნომინაცია დაჯილდოვებებზე და აქედან 73 გამარჯვება მოპოვებული.
      $IMAGE$
      ცხოვრების ადრეული წლები
      ტეილორ ელისონ სვიფტი 1989 წელს პენსილვანიის შტატ ქალაქ ვიემისინგში დაიბადა. მამამისი საბირჟო ბროკერად მუშაობდა, ხოლო დედა დიასახლისი იყო. მე-4 კლასში ტეილორმა პოეზიის კონკურსზე გაიმარჯვა, რომელსაც „მონსტრი ჩემს კარადაში"(Monster In My Closet) ერქვა, ხოლო 10 წლის ასაკში მან დაიწყო სიმღერების წერა და კარაოკე-ფესტივალებზე გამოსვლა, რომლებიც მის მშობლიურ ქალაქში იმართებოდა. 12 წლის ტეილორმა დაწერა 350-გვერდიანი პოემა, რომელიც დღემდე არ გამოქვეყნებულა.[7] 12 წლის ასაკში ტეილორი პროფესიულ დონეზე უკრავდა გიტარაზე, ასევე, იყო ადგილობრივი ახალგაზრდული თეატრის დასის წევრიც და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფიქრობდა, რომელ მიმართულებას გაჰყოლოდა – თეატრს თუ მუსიკას. საბოლოოდ ტეილორმა მომღერლობა გადაწყვიტა და ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მის ბებიას, ყოფილ პროფესიონალ ოპერის მომღერალს, რომელიც თავის დროზე ამერიკის, პუერტო-რიკოს, სინგაპურისა და ვიეტნამის ოპერებში გამოდიოდა. ტეილორის ბებია, ცნობილ ოპერაში – „სევილიელ დალაქში" და მიუზიკლ „ვესთსაიდის ისტორიაში" წამყვან პარტიებს ასრულებდა. მისი სასცენო შავ-თეთრი ფოტოების ცქერით გატაცებულმა ტეილორმა საბოლოოდ ქანთრის ჟანრში მუსიკოსობა გადაწყვიტა. პირველი დამოუკიდებელი კონცერტების გამართვა ტეილორმა მშობლიური ქალაქის უდიდეს სავაჭრო ცენტრში დაიწყო, სადაც სპეციალურად მის მოსასმენად ახლომდებარე ქალაქებიდან მოდიოდნენ ოჯახებით. პირველი წარმატება ახალგაზრდა მომღერალმა „Bloomsburg Fair"–ის ფესტივალზე მოიპოვა და მისით ხმის ჩამწერი რამდენიმე სტუდია დაინტერესდა. როგორც თვითონ მუსიკოსი ამბობს, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს შენაია ტვეინმა,ლიენ რაიმსმა და დოლი პარტონმა.

      მუსიკალური კარიერა
      13 წლის ასაკში ტეილორი ნეშვილში ჩავიდა, სადაც გადაგზავნილი ჰქონდა თავისი დემო-ჩანაწერები, მაგრამ იმხანად ხმის ჩამწერი სტუდიები არ იყვნენ დაინტერესებულნი ახალგაზრდა ტალანტის მონაცემებით და ის უარით გაისტუმრეს. სვიფტი, რომელიც ბავშვობაში დეტექტივის პროფესიაზე ოცნებობდა, პენსილვანიაში დაბრუნდა, სადაც მას მოულოდნელად მოწვევა მოუვიდა ჩოგბურთში „დიდი მუზარადის" ტურნირის „ U.S. Open tennis–ის" ორგანიზატორებისგან, რომლებმაც ნიჭიერი მუსიკოსი ტურნირის გახსნის დღეს ჰიმნის სამღერად მიიწვიეს[9]. სვიფტის გამოსვლით მაყურებლები აღფრთოვანებულები დარჩნენ და მის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. ტეილორი თითქმის ყოველკვირა ჩადიოდა ნეშვილში და თავისი შემოქმედების პიარით მუსიკალური პროდიუსერებისგან შემოთავაზებებს ელოდებოდა. როდესაც ტეილორი 14 წლის გახდა, მისი ოჯახი ნეშვილში გადასახლდა. სწორედ ამ პერიოდში მასთან გააფორმა ხელშეკრულება „RCA Records–მა", მაგრამ ერთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ტეილორმა გაწყვიტა კონტრაქტი, რადგან სტუდიის ხელმძღვანელები უშლიდნენ მას საკუთარი სიმღერების ჩაწერას. „ბლუბერდ კაფეში" (Bluebird Cafe) ხანმოკლე მუშაობის შემდეგ, სადაც ძირითადად თვითნასწავლი მომღერლები გამოდიოდნენ, ტეილორს „Big Machine Records–ი" დაუკავშირდა და კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, რაზეც მუსიკოსი დასთანხმდა.

      2006 წელს ტეილორმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Tim McGraw",რომელმაც მე–6 ადგილი დაიკავა ბილბორდის ცხელ ასეულში[10],2006 წლის 26 ოქტომბერს კი გამოუშვა პირველი სტუდიური ალბომი „Taylor swift",[11] რომელიც მე–5 ადგილზე განთავსდა ბილბორდ 200–ში,პირველ კვირაში გაიყიდა 39,000 ალბომის ასლი.[12]ალბომში შესული სიმღერების უმეტესობის ტექსტები და მელოდია ტეილორს ეკუთვნოდა და ქანთრის სტილში ჩაწერილ ალბომებს შორის ის დიდხანს ინარჩუნებდა მოწინავე პოზიციებს შესაბამის ჰიტ-აღლუმებში,ასევე მრავალჯერ-პლატინის ხარისხით სერტიფიცირდა ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის მიერ.2010 წლისთვის ტეილორ სვიფტის ამ ალბომის გაყიდვების მაჩვენებელმა 5,3 მილიონი ცალი ასლი შეადგინა.

      2007 წლის ოქტომბერს, საერთაშორისო ასოციაციის მიერ სვიფტი იყო დასახელებული, ნეშვილის მიერ შექმნილი სიმღერების საუკეთესო შემსრულებლად, წლის ავტორად და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი, რომელმაც ამ პრემიის აღება მოახერხა. სვიფტის საშობაო ალბომი "Sounds of the Season: The Taylor Swift Holiday Collection" გამოჩნდა 2007 წლის 14 ოქტომბერს,ხოლო 2008 წლის 15 ივლისს გამოუშვა მინი ალბომი "Beautiful Eyes". ტეილორმა აიღო გრემის პრემია 2008 წელს, ნომინაციაში "ახალი საუკეთესო შემსრულებელი". მისი შემდგომი ალბომი "Fearless" გამოჩნდა ამერიკაში, 2008 წლის 11 ნოემბერს,რომელიც წინაზე გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა. ალბომმა დაიკავა პირველი ადგილი "ბილბორდ 200–ში".პირველ კვირაში გაიყიდა მისი 592 000 ეგზემპლარი.ამ ალბომმა 2010 წელს გრემის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა როგორც წლის და საუკეთესო ქანთრი ალბომმა.სვიფტი ბილბორდმა 2009 წლის საუკეთესო მომღერლად დაასახელა.

      განსაკუთრებით წარმატებული ტეილორისთვის 2009 წელი გამოდგა, როდესაც ის „MTV-ის" მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა.თუმცა ასევე ამ დაჯილდოების უმთავრესი სკანდალის მონაწილეც,როდესაც ტეილორმა თავისი ჯილდო მიიღო და სამადლობელი სიტყვის სათქმელად ემზადებოდა, მას მოულოდნელად მიეჭრა რეპერი კანიე უესტი, გამოართვა მიკროფონი და სახალხოდ განაცხადა, რომ ეს ჯილდო ბიონსეს ეკუთვნოდა და რომ ტეილორ სვიფტი შემთხვევით გახდა გამარჯვებული. რეპერის ამ ქცევას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ხოლო ბიონსემ მისთვის განკუთვნილი ჯილდოს მიღების შემდეგ, როგორც წლის საუკეთესო მომღერალმა, სამადლობელი სიტყვის თქმა ტეილორს დაუთმო და ამით თავისი კეთილი ნება გამოხატა ახალგაზრდა მუსიკოსის მიმართ.

      ტეილორმა 2010 წლის 25 ოქტომბერს კიდევ ერთი სტუდიური ალბომი გამოუშვა სახელწოდებით „Speak Now",პირველ კვირაში გაიყიდა 1,047,000 ასლი და ბილბორდში დაიკავა პირველი ადგილი.

      კატეგორია: ვარსკლავები | ნანახია: 970 | დაამატა: aknakuna | რეიტინგი: 0.0/0
      სულ კომენტარები: 0
      კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
      [ რეგისტრაცია | შესვლა ]
      შესვლის ფორმა
      რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
      კალენდარი
      «  იანვარი 2011  »
      ორსამოთხხუთპარშაბკვ
           12
      3456789
      10111213141516
      17181920212223
      24252627282930
      31
      Demi's Tweets
      Top 10 News
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41535
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12121
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10950
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7533
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7346
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7101
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6861
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6758
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6718
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან